ესპანეთი. ლა ლიგა. VIII ლიგა

ესპანური პრიმერა დივიზიონის მოყვარულებს ნამდვილად უმართლებთ - მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი ამ ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობს და ყოველ უქმეზე ვირტუოზული თამაშით ახარებს ქომაგს. კამათი დიდ ხანს შეიძლება ლეო მესი სჯობს, თუ კრიშტიანო რონალდო, მაგრამ ფაქტია ამ ორ ფეხბურთელს დაუსწრებელი დუელიც კი აქვს ლა ლიგაში, ვინ უკეთ ითამაშებს. ამ უქმეებზე ორივემ იდეალურად ითამაშა, მესიმ "ბარსელონას" ორივე გოლი გაიტანა და ჩემპიონს 3 ქულა მოუპოვა, რონალდომ კი კარიერაში პირველად შეასრულა პოკერი.

კრიშტიანო რონალდომ საბრალო "რასინგის" კარში 4 გოლი კი გაიტანა, მაგრამ ბევრისმნახველი სტადიონის ტრიბუნები მაინც სხვა კაცის გვარ-სახელს გუგუნებდნენ - ჟოზე მოურინიომ საბოლოოდ მოიგო მადრიდელ ფანთა გულები, ხოლო "ბარსელონას" ბოსებს სერიოზული საფიქრალი გაუჩინა - ახლანდელი "რეალი" საზარლად საშიშია. მას ნებისმიერი მეტოქის გადათელვა შეუძლია, ისე როგორც შაბათს სანტანდერულ გუნდს მოექცა - 6:1 მოუგო.

ბოლო სამ ტურში "რეალმა" მეტოქეებს 16 გოლი გაუტანა! ჟოზემ გუნდის შენება დაცვიდან დაიწყო, ახლა კი მთელი ორგანიზმი გამართა. საინტერესო ისაა, რომ ამ გუნდს კიდევ შეუძლია მომატება, ამის რეზერვი "კოჭებში ეტყობა". შუა ხაზში დაცვის ფუნქციებს დიდებულად ასრულებენ ჩაბი ალონსო და სამი ხედირა, ყოველ თამაშში ეს დუეტი სულ უფრო შეთამაშებული და მონოლითურია. "რეალი" სამი შემტევი ნახევარმცველით უტევს, მესუთ იოზილი ბრწყინვალე გამთამაშებელია, აქეთ რონალდო და იქით პორტუგალიელზე არანაკლებ საშიში ანხელ დი მარია. შეტევაში კი გონსალო იგუაინს დაუბრუნდა გოლების გატანის იშტა. აღარ ვიცით, თუკი რჩება გუნდში კაკას ადგილი, როცა ეს უკანასკნელი ტრავმას მოირჩენს. ექვსივე გოლის აღწერას არ შევუდგებით, ვიტყვით, რომ ყველაზე მეტად მესუთ იოზილის გოლი მოგვეწონა, გერმანელმა საჯარიმოში უბრალოდ ბრწყინვალედ ითამაშა.

ჟოზე მოურინიო: "ბოლო მატჩებია კარგად ვთამაშობთ, ყველა მეტოქეს ერთიანი ძალებით ვუტევთ. უკვე ნამდვილი გუნდი ვართ. ინდივიდუალურად მაშინ გაიბწყინებ, როცა კოლექტივი აწყობილია და ყველამ იცის, რა უნდა აკეთოს. ჩვენ ახლა კარგი დროება გვაქვს, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ, ვიშრომოთ რაც შეიძლება ნაკლები შესვენებით, მით უფრო არ შეიძლება ამ გამარჯვებებით ტკბობა. ფანებს უხარიათ და გუნდშიც ამაღლებული განწყობაა, თუმცა სულ ასე როგორ იქნება, ხანდახან უფრო ნაკლები სხვაობით მოვიგებთ, ზოგჯერ ფრეს ვითამაშებთ, შეიძლება წავაგოთ კიდეც. ჩვენ ნელა, მაგრამ სტაბილურად "ვიზრდებით". დღევანდელ ჩვენ თამაშს ათბალიანი სისტემით ათიანს დავუწერ".

კრიშტიანო რონალდო: "პირველად გავიტანე ოთხი გოლი და ძალიან გახარებული ვარ. მინდა ჩემ თანაგუნდელებს მივულოცო ეს კარგი გამარჯვება. ლიდერები ვართ, რაც ორმაგად საამაყოა. ახლა მხოლოდ ასე უნდა გავაგრძელოთ თამაში. ყოველ დღე ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ უკეთესად ვითამაშო. "რეალში" ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი მიღწევაა".

მაგრამ არის კაცი, რომელიც არაფრით იჯერებს, რომ ეს ყველაფერი მოურინიოს დამსახურებაა. ამ კაცს კი სიტყვა ეთქმის, ის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე გადამწყვეტი გოლის ავტორი ანდრეს ინიესტაა: "რეალმა" შარშანაც გაგვიმართა დიდი ბრძოლა. მოურინიო? არა მგონია, ის იყოს მადრიდელთა კარგი თამაშის მიზეზი". მოდით ასე ვთქვათ, ანდრესი ურწმუნო თომა ყოფილა.

"ბარსელონა" აუტსაიდერ "სარაგოსას" ეწვია და ლეო მესის დუბლის წყალობით 2:0 მოუგო. "ლა რომარედაზე" ფაქტობრივად ცალკარა ვიხილეთ. პირველი გოლი მესიმ ტაიმის მიწურულს გაიტანა. "სარაგოსამ" თამაში 10 კაცით დაასრულა, რადგან მსაჯმა ლეონარდო პონსიო გააძევა.

ხოსეპ გვარდიოლა: "მოხარული ვარ, რადგან ყოველთვის რთულია ჩემპიონთა ლიგის თამაშის შემდეგ ლა ლიგაში გამარჯვება. მართალია, ჯერ დავიდ ვილიას გოლები ვერ გააქვს, მაგრამ ის მუდამ მოძრაობაშია, რის წყალობითაც საგოლე შანსები გვექმნება".

ამასობაში "ვალენსიას" სასტარტო აღმაფრენა გაუნელდა, გუნდმა ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ამჯერად, შინ მიქაელ ლაუდრუპის "მალიორკასთან" დამარცხდა - 1:2. ბალეარულმა გუნდმა "მესტალიაში" ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოიგო. მე-6 წუთზე მასპინძელთა კარში უსამართლო პენალტი დაინიშნა, პიერ ვებო საკუთარ ფეხებში გაიხლართა და "ვალენსიას" საჯარიმოში წაიქცა, გონსალო კასტრომ კი პენალტით დააწინაურა თავისიანები. 28-ე წუთზე "ვალენსიას" დაცვის ხაზი "ჩავარდა" და კასტრომ დუბლი შეასრულა. "ღამურებმა" 8 წუთში ერთი გოლი გაქვითეს, ვისენტეს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი რობერტო სოლდადომ გოლად აქცია, მაგრამ უნაი ემერის გუნდი მეტ ვერაფერს გამორჩა.

სარაგოსა-ბარსელონა 0:2  [იხილეთ გოლები]

სარაგოსა (5-4-1): დობლასი - დიოგო, ლანსარო, იაროშიკი, კონტინი (61. მ. პერესი), ობრადოვიჩი - ანდერი (61. ხ. ლოპესი), გაბი, პონსიო, ლაფიტა (75. ბუტაჰარი) - ბრაულიო.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი - ინიესტა (71. ტიაგო ალკანტარა), ბუსკეტსი (86. მასკერანო), კეიტა - პედრო (74. კრკიჩი), მესი, ვილია.

გოლები: 0:1 მესი (42), 0:2 მესი (66)

გაფრთხილება: ლანსანო, გაბი, ლაფიტა, ბრაულიო - პიკე

გაძევება: პონზიო (47)

კუთხური: 5-3; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 5-20 (4-10); ბურთის ფლობა: 28%-72%.

მაყურებელი: 25 000

რეალი-რასინგი 6:1 [იხილეთ გოლები]

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო (69. პ. ლეონი) - ხედირა, ჩაბი ალონსო - რონალდო, იოზილი (63. კანალესი), დი მარია - იგუაინი (66. ბენზემა).

რასინგი (5-4-1): ტონიო - ფრანსისი, ენრიკე, პონსე, ტორეხონი (46. ნაუელპანი), სისმა - კენედი, დიოპი, კოლსა (67. ლასენი), მუნიტისი (55. არანა) - როზენბერგი.

გოლები: 1:0 იგუაინი (10), 2:0 რონალდო (15), 3:0 რონალდო (26), 4:0 რონალდო (47), 5:0 რონალდო (55-პენ), 6:0 იოზილი (63), 6:1 დიოპი (73)

გაფრთხილება: კანალესი, არბელოა - სისმა, არანა

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 16-13 (10-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 80 000

ვალენსია-მალიორკა 1:2

ვალენსია (4-2-3-1): მოია - სტანკევიჩიუსი (46. ბრუნო), მადურო, რ. კოშტა, ალბა - ალბელდა (69. კოსტა), ფერნანდეში - პ. ერნანდესი, ბანეგა (46. ადურისი), ვისენტე - სოლდადო.

მალიორკა (4-2-3-1): ავატე - რატინიო (47. პერეირა), ნუნიეში, რამისი, აიოსე - ვიქტორი, მარტი (75. პინია) - ნსუე (65. კრესპი), დე გუზმანი, კასტრო - ვებო.

გოლები: 0:1 კასტრო (7-პენ), 0:2 კასტრო (27), 1:2 სოლდადო (35-პენ)

გაფრთხილება: ალბელდა, ბანეგა, რ. კოშტა, ადურისი, სოლდადო, კოსტა - აიოსე, რატინიო, კრესპი, ნუნიეში

კუთხური: 11-2; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 13-14 (5-6); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 45 000

სეგუნდა დივიზიონი. IX ტური

ხერესი-ვილიარეალი 3:1

გოლები: 0:1 ბილე (1), 1:1 მარი (4), 2:1 რედონდო (72), 3:1 ლომბანი (82)

რაიო ვალეკანო-უელვა 0:0

ხირონა-ვალიადოლიდი 2:0

გოლები: 1:0 ხანდრო (54-პენ), 2:0 დესპოტოვიჩი (75)

გაძევება: ალემანი (90. ვალიადოლიდი)

ელჩე-პონფერადინა 2:0

გოლები: 1:0 ვაკასო (70), 2:0 ლინარესი (80)

გაძევება: კუადრადო (75. პონფერადინა), ფერნანდესი (89. ელჩე)

კორდობა-ტენერიფე 2:2

გოლები: 1:0 ლუკე (50-პენ), 2:0 შარლესი (54), 2:1 ალონსო (70), 2:2 ნატალიო (85)

სელტა-გრანადა 1:1

გოლები: 1:0 ასპასი (51), 1:1 გეიხო (55)

კარტახენა-ალკორკონი 1:0

გოლი: 1:0 ვიქტორი (11)

ბარსელონა-უესკა 0:1

გოლი: 0:1 ჟილვანი (70)

ლას პალმასი-ალბასეტე 2:1

გოლები: 1:0 სეხუდო (43), 2:0 გუაირე (64), 2:1 სოუზა (85)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

madridista
ვამაყობ ასეთი გუნდის გულშემატკივარი რო ვარ!! მაუ გენიოსია, რონალდო - გოლების მანქანა, ოზილი - ფეხბურთის ფილოსოფოსი!!! ინი, კაი ბიჭი ხარ შენ, მაგრამ ჩამოვლენ მადრიდელი ლომები კამპ ნოუზე და დაადუმებენ თქვენს "კულეებს"!!:))) ასეთი ფორმაციის სამეფო გუნდს წინ მსოფლიო ნაკრებიც ვერ დაუდგება!!! წელს ყველაფერი ჩვენია!! მაურინიოოოოო!!!! ჯოზეეეეე!! ჯოზეეე!!!!!
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ