ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როინ კვასხვაძე: განსაკუთრებით რთული გიორგი ლორიასთან კონკურენციაა

როინ კვასხვაძე: განსაკუთრებით რთული გიორგი ლორიასთან კონკურენციაა

საქართველოს ნაკრებისა და "ზესტაფონის" მეკარეს ალბანეთთან ამხანაგური მატჩის ემოციები ჯერაც არ განელებია
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯერ კიდევ 2007 წელს კლაუს ტოპმიოლერმა გამოიძახა და გუნდის 18-კაციან განაცხადშიც ძალიან ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სანაკრებო დებიუტი გასული წლის სექტემბერში, პირდაპირ ესპანეთთან მატჩში ჰქონდა.

მაშინ როინ კვასხვაძე თამაშში ტრავმირებული გიორგი ლორიას ნაცვლად ჩაერთო, 6 თებერვალს კი პირველად ითამაშა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, რისი მიზეზიც კვლავ ლორიას შეუძლოდ ყოფნა გახდა.

ქართველებმა ალბანეთში 2:1 გაიმარჯვეს, რაშიც "ზესტაფონის" 23 წლის მეკარის წვლილი საკმაოდ წონადია - კვასხვაძემ ტირანაში რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და ზოგადად, მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლად იცავდა ჩვენს კარს.

კვასხვაძეს ანტალიაში შევეხმიანეთ, სადაც "ზესტაფონი" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ასრულებს.

- ტირანაში გამართული მატჩი შენს კარიერაში, ალბათ, განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს...

- გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი დღე იყო. უზომოდ ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ნაკრების ძირითადში პირველად ვითამაშე. კიდევ უფრო დიდი სიხარული კი გამარჯვებამ მომიტანა.

იმ თამაშის მერე კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ემოციები ჯერაც არ გამნელებია.

- შენს მიერ მოგერიებული ორი რთული ბურთიდან რომელს გამოარჩევ?

- უფრო ჯარიმის ეპიზოდს, რადგან რიკოშეტზე რეაგირება ნებისმიერი მეკარისთვის ურთულესია. საბედნიეროდ, რეაქცია მოვასწარი და გუნდი გადავარჩინე.

ბედნიერი ვარ, რომ სამწვრთნელო შტაბის ნდობა გავამართლე და პირველ სანაკრებო მატჩში, რომელიც შეუცვლელად ჩავატარე, ჩემთვის სასურველ დონეზე წარმოვჩნდი.

- ტელეეკრანიდან ჩანდა, რომ მღელვარება საერთოდ არ გეტყობოდა.

- უკვე დიდი ხანია, ნაკრებში ვარ და ძირითადში თამაშისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. ესპანეთთან თამაშშიც კი თავდაჯერებულად ჩავერთე, ალბანეთთან კი მღელვარებაზე საუბარიც ზედმეტია.

- ტირანაში ჩატარებული თამაშით ნაკრების პირველ ნომრობაზე უფრო ხმამაღალი განცხადება გააკეთე. როგორ შეაფასებ შენს შანსებს?

- ჩემთვის ნაკრებში გამოძახება უდიდესი პატივია და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არასდროს მეთაკილებოდა, თუმცა თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა და ჩემი მიზანია, ნაკრების ძირითადში დავმკვიდრდე. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებს მეკარის პრობლემა აღარ აქვს და ამ რგოლში კონკურენცია ისეთი მაღალია, როგორც არასდროს.

განსაკუთრებით რთული გიორგი ლორიასთან კონკურენციაა, რომელიც მართლაც რომ შესანიშნავი მეკარეა. მას მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს. ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ შევეცდები, მასთან, ნუკრი რევიშვილთან და სხვებთან სამართლიან ბრძოლაში მოვიპოვო ნაკრების პირველნომრიანი მაისური.

ნაკრებში ხანგრძლივი ვარჯიშითა და საკლუბო კარიერით საკმაო გამოცდილება დავაგროვე საიმისოდ, რომ ეროვნულ გუნდში ჩემს მომავალს ოპტიმისტურად ვუყურო.

- საქართველოს ნაკრების პერსპექტივას როგორ შეაფასებ?

- ამ ჯგუფში მესამე ადგილი ჩვენი მაქსიმუმია და მჯერა, ამ მიზანს მივაღწევთ. მომავალ შესარჩევ ციკლში კი უფრო მაღალი ამოცანებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ქართველი გულშემატკივარი თამაშის უკეთეს ხარისხს ნახავს და უკეთესი შედეგებითაც გაიხარებს.

- გადავინაცვლოთ საკლუბო თემაზე. როგორ შეაფასებ "ზესტაფონში" ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს?

- ახლა საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ გვიდგას, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენები მაიმედებს, რომ ამ რთულ პერიოდს დავძლევთ და სულ მალე საქართველოშიც და ევროსარბიელზეც ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით.

- "ზესტაფონის" უცხოელი ახალწვეულები საქართველოში ჯერ არ გვინახავს. მათზე რისი თქმა შეგიძლია?

- საინტერესო ფეხბურთელები ჩანან და იმედია, "ზესტაფონის" გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანენ.

- ანტალიაში გამართულ საკონტროლო მატჩებში ნაჩვენები თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო?

- დატვირთვების ფონზე თამაში იოლი არ არის, თუმცა ხშირ შემთხვევებში "ზესტაფონი" ხარისხიან ფეხბურთს თამაშობდა, რაც იმის იმედს მაძლევს, რომ საქართველოს ჩემპიონატში შედეგებს მკვეთრად გავაუმჯობესებთ და თასის მოსაგებადაც ვიბრძოლებთ.

- ევროსაგზურის მოპოვება რამდენად რეალურად მიგაჩნია?

- ფაქტია, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი მაინც გვაქვს და მის გამოსაყენებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- ალბათ, ძალების საზღვარგარეთ მოსინჯვაზეც ფიქრობ...

- რა თქმა უნდა, ვფიქრობ და იმედი მაქვს, ამის დროც მოვა, მაგრამ ახლა მთლიანად "ზესტაფონზე" ვარ კონცენტრირებული. ამ კლუბში უკვე შვიდი წელიწადი გავატარე და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

სანამ ჩემი წასვლის დრო მოვა, კლუბის ერთგულად სამსახურს განვაგრძობ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალბანეთი-საქართველო 1:2 - ხასიათი ვნახეთ, გუნდი უკეთესი გვინდა [VIDEO]

"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს