ქართული რაგბის გულშემატკივრები ოფიციალური პეტიციით საქართველოს მთავრობას მიმართავენ
ქართული რაგბის გულშემატკივრები ოფიციალური პეტიციით საქართველოს მთავრობას მიმართავენ

"ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერთ - ქართული რაგბის გულშემატკივრებს, მიგვაჩნია, რომ წინამდებარე თხოვნაში დასმული საკითხი სცილდება ვიწრო სპორტულ თემატიკას და მას აქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა:

რაგბი უფრო მეტია, ვიდრე თამაში, რაგბი მომავალი თაობების აღზრდის საუკეთესო სისტემაა; საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებები ხელს უწყობს რაგბის პოპულარიზაციასა და უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას ქართული სარაგბო თემის ჯანსაღ სივრცეში; ჩვენი "ბორჯღალოსნების" წარმატებისათვის კი უმნიშვნელოვანესია ის მატერიალური პირობები, რასაც მას სახელმწიფო შეუქმნის.

რაგბისთვის დახარჯული თითოეული თეთრი სახელმწიფოსა და საზოგადოებას სიკეთის სახით ათასწილად დაუბრუნდება.

ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ სახელმწიფოსა და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მიერ ამ მიმართულებით დღემდე გაკეთებულ საქმეებს და სამომავლოდ დასახულ გეგმებს; ასევე გვესმის, რომ დღეს არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ფონი, თითქოსდა, არ არის ხელსაყრელი ამგვარი თხოვნისათვის, მაგრამ საქმე ეხება ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომლის გადადებაც დააზარალებს საერთო საქმეს და ეს არ იქნება მხოლოდ სარაგბო თემისათვის მიყენებული ზიანი.

საქმე ეხება რაგბის ეროვნული ნაკრების მიერ საერთაშორისო მატჩების ჩატარების ადგილს.

მოგეხსენებათ, დღეისათვის ქ. თბილისში არსებობს ორი სტადიონი (მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული/"დინამოს" სტადიონი), რომელზედაც შეიძლება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამართოს საერთაშორისო სარაგბო მატჩები.

საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აშენებული ორი სარაგბო სტადიონი ("ავჭალისა" და "შევარდენისა"), მართალია, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ მათი ტევადობა (არაუმეტეს 2000 კაცი) არ აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ნაკრების საერთაშორისო მატჩებისათვის საჭირო მოთხოვნას.

ამ რამდენიმე წლის წინ ქ. თბილისის მერიამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი გრძელვადიან მფლობელობაში გადასცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ხოლო "დინამოს" სტადიონი ასევე გრძელვადიანი იჯარით გადასცა საფეხბურთო კლუბ "დინამოს".

ამასთანავე, ამ ხელშეკრულებებში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არ იქნა გათვალისწინებული რაგბის ეროვნული ნაკრების მიერ ამ სტადიონებით შეუფერხებლად და უსასყიდლოდ სარგებლობის შესახებ ნორმა, რის გამოც დღეს საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს არა აქვს არც საკუთარი სარაგბო სტადიონი, სადაც მიზანშეწონილი იქნებოდა საერთაშორისო მატჩების ჩატარება, და არც დიდი ტევადობის საფეხბურთო სტადიონი, რომლის სარგებლობაც შეეძლებოდა საიჯარო ქირის გადახდის გარეშე.

ამასთანავე, ზოგიერთ შემთხვევაში (სარაგბო და საფეხბურთო მატჩების დამთხვევა, მინდვრის საფარის გაფრთხილება საფეხბურთო გუნდების ხელმძღვანელთა მხრიდან და სხვა) რაგბის ეროვნულ ნაკრებს არც საიჯარო ქირის გადახდის პირობით ეძლევა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონით სარგებლობის უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მითითებული სტადიონების ამჟამინდელი მფლობელები გაგებით ეკიდებიან ქართული რაგბის საჭიროებებს და შესაბამისი კეთილგანწყობით თანამშრომლობენ რაგბის თემის ხელმძღვანელობასთან, მიგვაჩნია, რომ რაგბის ეროვნული ნაკრებისა და მთლიანად ქართული სარაგბო თემის დატოვება შესაბამისი ტევადობის საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის გარეშე არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ საწყენიცაა.

გარდა იმისა, რომ საიჯარო ქირის გადახდა რაგბის კავშირისათვის მძიმე ტვირთია, ყოვლად შეუწყნარებელი და პრინციპულად მიუღებელია, საქართველოს ეროვნული ნაკრები საქართველოს სახელით გამართულ საერთაშორისო მატჩებში სახელმწიფოს მიერ აშენებული და მერიის საკუთრებაში არსებული სტადიონით სარგებლობისთვის საიჯარო ქირას იხდიდეს (ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა ქირის ოდენობას).

რაგბის ეროვნული ნაკრები არის ყველაზე წარმატებული ნაკრები სპორტის სათამაშო სახეობებში (არასათამაშო სახეობებიდან კი მას მხოლოდ მოჭიდავეები თუ უწევენ კონკურენციას), იგი უკვე მუდმივად მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე, არის ერთა თასის არაერთგზის გამარჯვებული და მას არაერთხელ მოუტანია უდიდესი სიხარული მთელი საქართველოსთვის;

ქართველი "ბორჯღალოსნები" თავიანთი თავდადებით, პიროვნული ღირსებებითა და მაღალი პროფესიონალიზმით სამაგალითონი არიან ახალგაზრდა მორაგბეებისათვის, ხოლო საყოველთაო აღიარებით საქართველოს რაგბის კავშირი ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ფედერაციაა.

სწორედ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რაგბის საერთაშორისო საბჭომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მიანიჭა განვითარებული სარაგბო ქვეყნის სტატუსი.

ამგვარ ვითარებაში კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არა აქვს შესაფერისი ტევადობის სტადიონი, სადაც გარანტირებულად ჩაატარებს საერთაშორისო მატჩებს. არსებულ მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭომ ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით დააფუძნა თბილისის ტრადიციული საერთაშორისო სარაგბო ტურნირი, რომელიც პირველად წელს ივნისის თვეში უნდა ჩატარდეს და მასში საქართველოსთან ერთად ელიტური სარაგბო ქვეყნების "ა" ნაკრებებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. სტადიონის პრობლემის გამო კი დღემდე გაურკვეველია ამ უმნიშვნელოვანესი ტურნირის ჩატარების ადგილი.

არსებული მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი რაგბის ეროვნული სტადიონის აშენება იქნება, რაც, ცხადია, სწრაფად შესასრულებელი საქმე არ არის; პრობლემა კი რაგბის ეროვნული სტადიონის აშენებამდეც საჭიროებს მოგვარებას.

საკითხის გადაწყვეტა შეიძლება შემდეგნაირად: "მესხისა" და "პაიჭაძის" სტადიონების ამჟამინდელ მფლობელებთან დადებულ ხელშეკრულებებში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილებები, რომლითაც საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს ექნება უფლება, უსასყიდლოდ ჩაატაროს ყველა საერთაშორისო მატჩი (წინასამატჩო ვარჯიშებითურთ) ამ სტადიონებზე; ამასთანავე, შეხვედრების ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (თამაშის შემდეგ მინდვრის საფარის მოწესრიგების ხარჯების ჩათვლით) გადაიხდის რაგბის კავშირი. იმ შემთხვევაში, თუკი ერთმანეთს დაემთხვევა რომელიმე საფეხბურთო კლუბის/ასაკობრივი ნაკრების და რაგბის ეროვნული ნაკრების მატჩები, უპირატესობა მიენიჭოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს. ამასთანავე, რაგბის კავშირს უფლება უნდა ჰქონდეს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით ჩატარებული ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის ყველა მატჩი ჩაატაროს "მესხისა" და "პაიჭაძის" სტადიონებზე.

ვიმედოვნებთ, ძალისხმევას არ დაიშურებთ რაგბის ეროვნული სტადიონის აშენებამდე სტადიონის პრობლემის დროულად მოსაგვარებლად. რაც შეეხება რაგბის ეროვნული სტადიონის აშენებას, კარგად გვესმის, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს საკითხი სწრაფად ვერ გადაწყდება, თუმცა, მიგვაჩნია, რომ მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება დღესვე შეიძლება (ტერიტორიის შერჩევა, პროექტირება და ა. შ.).

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების დროისათვის კი, იმედი გვაქვს, საქართველოში გაჩნდება შესაძლებლობა, დაიწყოს ქართული რაგბის თემის არაერთი თაობის საოცნებო სტადიონის მშენებლობა".

პატივისცემით,

რაგბის გულშემატკივრები

bj
nano, როგორ იყო ესპანეთთან თამაშის მერე ნახევარ საქართველოს გასაბედნიერებელ ქაბატონებს ლორიაზე რომ აბოდებდა. და თქვენ იბრძვით თქვენს საქმეში? რაღაც საქართველოს არ ეტყობა, რომ ვინმე რაიმესთვის იბრძოდეს, სკამის გარდა...
bj
nikoloz, გასაგებია თქვენი საბჭოური ურა-პატრიოტიზმი - "ზა როდინუ - ზა ..." ჯერ ეს ერთიც, სტადიონები ყველგან ევროპაში (ინგლისის და 1-2 გამონაკლისის გარდა), სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ ეს არ ზღუდავს მათ ოპერატორებს რომ მიიღონ შემოსავალი სტადიონის მართვიდან და მაგიტომაც ვითარდებიან. რაც შეეხება დავრდომილობას, ეს თქვენი შეფასებაა და ასეც რომ იყოს, ყველაფერს აქვს აღმავლობის და დაღმავლობის ფაზები და ამიტომ ერთი სპორტი მეორით ჩავანაცვლოთ? მგონი ლახტში ბადალი არ უნდა გვყავდეს მსოფლიოში და მაშინ რად გვინდა სხვა სპორტი, როდესაც შეგვიძლია ლახტში პირველი ვიყოთ?! თქვენი აზრით, თუ ფეხბურთს უჭირს, კიდევ უფრო უნდა დავაჭიროთ წიხლი და რაც აქვს ისიც ჩამოვართვათ? - ფეხბურთის "განვითარების" საინტერესო და ორიგინალურ მოდელს გვთავაზობთ და შეიძლება ევროპამაც გადაიღოს, ინგლისმა მაგალითად, რომელსაც ასევე ჩავარდნა აქვს! თქვენ, ვინც ფეხბურთს ასე აკრიტიკებთ, რაიმე წვლილი შეგიტანიათ მის განვითარებაში? ბილეთი თუ გიყიდიათ როდესმე? ააა, თამაში არ მოგეწონათ? და ირლანდია (სარაგბო ქვეყანა) რომ ნადგურდებოდა ესპანეთთან და 10 წუთი მღეროდა გულშემატკივარი, მაგათ გვერდზე თქვენც გულშემატკივარი ხართ? თუ უფულოდ უნდა იყოს ყველაფერი, ჰო, კიდევ 27 ლარად მოსკოვში ჩაფრენები და აეეეეე, სადა ბანაობთ - სსრკ?! თვალები მოიფშვნიტეთ, გაიმშრალეთ, ბილეთი იყიდეთ და წადით სტადიონზე...
nano
რა პეხბურტი რის პეხბურტი.გაუმარჯოს რაგბს იმიტომ რომ ცვენი ნაკრების მორაგბეები ტავდადებიტ იბრზვიან ცვენი პეხბურტელებისგან განსხვავებიტ
nikoloz
bj იმიტომ რომ ეგ სტადიონები სახელმწიფოს ეკუთვნის და დავრდომილი, ქვეყნის შემარცხვენელი ფეხბურთელებისთვის მათი გადაცემა ისედაც შეცდომა იყო. შეცდომა იყო მილიონიანი დახმარებები სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის ფედერაციისთვის, რის შედეგადაც ფეხბურთი განვითარების ნაცვლად უფრო დეგრადირდა, ნოდარიკო და ძმანი მისნი კი გამილიონერდნენ.იმ დახმარების მეათედი რომ წასულიყო რაგბში, დარწმუნებული ვარ უკვე მომავალ მსოფლიო თასსზე ჯგუფიდან გასვლაზე ვიბრძოლებდით
bj
და რატომ არ უნდა გადაიხადონ იჯარა? საბჭოთა კავშირში ვართ? იჯარის თანხა ხომ სტადიონის მოსავლელადაა საჭირო?! თუ ასე ურა-პატრიოტიზმით ვიხელმძღვანელებთ, სტადიონი როგორ შევინახოთ? ევროპა ვართო, გავიძახით და საქმის კეთება ჯერ კიდევ საბჭოურად გვესმის :(
გივი
კარგია ეროვნულზე და ვაკეში თამაში მაგრამ მგონია რაგბისტებს ერთი თავისი ეროვნული ეკუთვნით, წელს სახლში დარჩა სათამაშო ესპანეთთან და ეს თამაში ჩავატაროთ ქუთაისში, გაისისთვის მოვაწესრიგოთ რუსთავის და იგივე ქუთაისის ახლად მშენებარე სტადიონები (რაგბის) და იქ გავმართოთ თამაშები. ამასობაში თბილისში ავაშენოთ კიდევ ერთი ლამაზი სარაგბო არენა ნორმალური ტევადობით და იქ ვითამაშოთ. მომდევნო მსოფლიოს თასზე აუცილებლად გავალთ და კიდევ უფრო გაიზრდება რაგბის პოპულარობა, სტადიონსაც შევავსებთ და რაგბის კავშირი სარგებელსაც ნახავს, კიდევ მეტი სტიმული გაჩნდება ახალი სტადიონების ასაშენებლად. ჩვენ განებივრებულები არა ვართ სანაკრებო თამაშებით და საჭიროა რეგიონებზეც ვიზრუნოთ ამ მხრივსაჭიროა, იგივე ასაკობრივის თამაშები დავგეგმოთ რეგიონებში.
archilcheghe
ლინკი დადეთ ლინკი სადაც ხალხი პეტიციას ხელს მოაწერს ისე რა აზრი აქვს?
jano
ვეტანხმები მეც
david77
ვუერტდები პეტიციას. ბოლო პერიოდში საქართველოში რაგბი უფრო პოულარული გახდა და შედეგებს ფეხბურთელებზე უკეთესს აჩვენებენ.
antokeli
ვეთანხმები და მხარს ვუჭერ პეტიციას თუ თხოვნას, რაგბი ნომერ I სპორტი საქართველოში!!!
Aleqsa
აბსოლიტურად ვეთანხმები და ვუერთდები თხოვნას.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა