სეოკ-ი იმედს გამოთქვამს, რომ ჭიდაობა ოლიმპიური სახეობების რიგში დარჩება
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იმედს გამოთქვამს, რომ ჭიდაობა, როგორც ტრადიციული, ანტიკური ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ძირითადი სპორტული შეჯიბრი, ოლიმპიური სახეობების რიგში დარჩება.

როგორც ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქართული სპორტული საზოგადოებრიობისთვის და სპორტის გულშემატკივრებისთვის მეტად მოულოდნელი და სამწუხარო იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ჭიდაობის სახეობების (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) ოლიმპიურ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

2013 წლის 12 თებერვალს მიღებული დადგენილების თანახმად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ, სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა კომიტეტის 125-ე სესიას, სპორტის ძირითადი ოლიმპიური სახეობის რიგებიდან - 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.

როგორც ირკვევა, ამგვარი რეკომენდაციის მიღებისას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ გაითვალისწინა მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში ჭიდაობის სახეობების თითქოსდა დაბალი პოპულარობა და სატელევიზიო რეიტინგი, ბილეთების რეალიზაციასთან, დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე, სხვა მეტ-ნაკლებად აქტუალური საკითხები.

"ჩვენი აზრით, ამ საკითხთა რიგში ასევე შედის ჭიდაობის მაღალჩინოსნების და მსაჯების კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობა, დიდ შეჯიბრებებზე, მათ შორის - ოლიმპიურ თამაშებზე აღებ-მიცემობის გახშირებული, ოღონდ დაუდასტურებელი შემთხვევები, რისი მსხვერპლნიც, სხვებთან ერთად, არაერთხელ გამხდარან ქართველი სპორტსმენები.

ამ და სხვა საჭირბოროტო პრობლემებს თავად ჭიდაობის სამყარომ უნდა მიხედოს და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, ჭიდაობა, როგორც ტრადიციული, ანტიკური ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ძირითადი ოლიმპიური და ათეულობით ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში მეტად გავრცელებული და პოპულარული სახეობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დარჩეს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

"ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125-ე სესია.

ახლო მომავალში იგეგმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრა, სადაც ჩვენი სპორტის აქტუალურ საკითხებთან ერთად, საერთაშორისო კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს 12 თებერვლის გადაწყვეტილებაზეც იქნება საუბარი".

ასევე იხილეთ:

რას ეწირება ჭიდაობა? FILA ოლიმპიური მოძრაობის სირცხვილად იქცა!

rac daimsaxures is miiRes
რაც დაიმსახურეს ის მიიღეს, არც ისეთი დანაკლისია ტუ რამდენიმე ატასიტ ნაკლები ორანგუტანის აღნაგობის ხალხი ივლის პლანეტაზე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა