საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ალბანეთთან მატჩზე და საფრანგეთთან მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2013 წელი ალბანეთში გამართული ამხანაგური მატჩით დაიწყო.

ტირანაში ჩატარებული შეხვედრა ალბანეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ისტორიაში მეცამეტე დაპირისპირება იყო.

სტუმრად მოპოვებულ გამარჯვებაში (1:2) შედეგიანი დარტყმის ავტორები მათე ვაწაძე და უჩა ლობჟანიძე გახდნენ.

დანიური "ორჰუსის" ქართველი ლეგიონერი მათე ვაწაძე 2013 წელს სანაკრებო დონეზე პირველი გოლის ავტორი გახდა.

24 წლის ფეხბურთელისთვის ტირანაში გამართული მატჩი მის სანაკრებო კარიერაში მეექვსე შეხვედრა იყო.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2013 წელი გამარჯვებით დავიწყეთ. ტირანაში ადვილი თამაში არ იყო. ჩვენი მოწინააღმდეგე საკმაოდ კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. მოედნის საფარი კი ორივე გუნდის ფეხბურთელებს პრობლემებს გვიქმნიდა.

სწორედ ამით იყო გამოწვეული მოთამაშეების ტრავმიანობა. მიხარია, რომ გამარჯვების მოპოვება შევძელით. ლევან ყენიასგან ძალიან კარგი პასი მივიღე და შეტევა გოლით დავასრულე..." - ამბობს ნაკრების თავდამსხმელი.

ვაწაძემ ალბანეთთან მატჩში მხოლოდ 58 წუთი ითამაშა. მეოცე წუთზე მან ტრავმირებული ლევან მჭედლიძე შეცვალა; თამაშის დასრულებამდე 12 წუთით ადრე კი თავად გახდა შესაცვლელი და ის მისმა ყოფილმა თანაკლუბელმა - გულვერდ თომაშვილმა ჩაანაცვლა.

"ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, არა მხოლოდ შედეგის თვალსაზრისით, არამედ მოსამზადებლადაც.

მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრებს პარიზში უწევს... საფრანგეთთან ოფიციალურ მატჩს ბევრი ფეხბურთელი განსაკუთრებული მოლოდინით ელოდება.

ასეთი დონის ნაკრებებთან შეხვედრამ, შესაძლოა, ნებისმიერი მოთამაშის კარიერა მნიშვნელოვნად შეცვალოს. ფავორიტი, რა თქმა უნდა, საფრანგეთია. იმ ფეხბურთელებმა კი, ვინც მოედანზე იქნებიან, მაქსიმუმი უნდა გააკეთონ..."

მომდევნო სანაკრებო მატჩამდე მათე ვაწაძე დანიაში, საკუთარ კლუბთან ერთად იქნება. დანიის სუპერლიგაში მომდევნო შეხვედრას "ორჰუსი" 3 მარტს, სტუმრად "ესბიერგის" წინააღმდეგ გამართავს. ვაწაძე დანიურ კლუბში სექტემბერში გადავიდა.

სკანდინავიელები ქართველი ფეხბურთელით ევროპის ლიგაზე წარმატებული თამაშის შემდეგ დაინტერესდნენ. "ორჰუსი" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ზაფხულში გორის "დილამ" გამოთიშა.

მათე ვაწაძე ქართული კლუბის ღირსებას აგვისტომდე იცავდა და სწორედ მან გაიტანა ორჰუსელთა კარში სამი გოლი. ქართულ-დანიური ორრაუნდიანი საფეხბურთო დაპირისპირება "დილამ" 5:2 მოიგო. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ევროპაში ვაგრძელებ საფეხბურთო კარიერას.

დანიის ჩემპიონატში ადაპტაცია რთული არ ყოფილა. კლუბში სამი ქართველი ვართ - მე, დავით სხირტლაძე და დავით დევდარიანი. ჩვენი მიზანია, რომ დანიის ჩემპიონატში წარმატებით ვითამაშოთ. ლიდერი "კოპენჰაგენი" საკმაოდ დიდი უპირატესობით დაწინაურდა.

მეორე ადგილზე მყოფ კლუბს კი ხუთი ქულით ჩამოვრჩებით და წინ რთული ბრძოლები გველოდება. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ევროტურნირზე კვლავ ვითამაშოთ" - განაცხადა ვაწაძემ.

დანიის ჩემპიონატში "ორჰუსი" ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდულ გუნდად ითვლება. მის შემადგენლობაში მათე ვაწაძემ ცხრა ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლიც გაიტანა.

gff.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში წინ მიიწევს

ალბანეთი-საქართველო 1:2 - ხასიათი ვნახეთ, გუნდი უკეთესი გვინდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს