იტალია. სერია A. VIII ტური
სერია A-ს მერვე ტური სამ დღეზე გაიწერა, რისი მიზეზიც "ნაპოლის" ევროპის ლიგაში ასპარეზობაა. ნეაპოლელები ხუთშაბათს "ლივერპულს" ეპაექრნენ, "მილანთან" მატჩისთვის მოსამზადებლად ერთი დღით მეტი ითხოვეს და "ლეგა კალჩომაც" ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ანუ, დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე ტურის უკანასკნელი და მეტად მნიშვნელოვანი პაექრობა გაიმართება. იქამდე კი იმ შეხვედრებზე ვთქვათ, რომლებიც უკვე შედგა. ლიდერის პაექრობით დავიწყოთ...

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ "ლაციო" თითქმის ყველა პაექრობას სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზით ატარებს. ამჯერად, ედუარდო რეიამ 4-4-1-1 აირჩია, რასაც არავინ მოელოდა. როდესაც ჩემპიონატის ლიდერი საკუთარ მოედანზე არც თუ ამბიციურ გუნდს, ამ შემთხვევაში კი "კალიარის" ეთამაშება, ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით ასპარეზობა მართლაც რომ მოულოდნელია. თუმცა, რეიამ ასე გადაწყვიტა და მისმა არჩეანმა კიდევ ერთხელ გაამართლა. რომაელები მალევე დაწინაურდნენ, როდესაც სწორედ გამოკვეთილმა ფორვარდმა: სერჯო ფლოკარიმ გაიტანა. მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და პირველივე ტაიმში შეეძლოთ ანგარიში არაერთხელ გაეორებინათ. მოსახდენი მეორე ნახევრის სტარტზე მოხდა, როდესაც თავი გუნდის და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, სტეფანო მაურიმ გამოიჩინა. სარდინიელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, მაგრამ ეს იყო და ეს - "ლაციომ" სრულიად დამსახურებულად მოიპოვა მორიგი სამი ქულა. ნამატჩევს, ედი რეია ძალიან კმაყოფილი ჩანდა:

"სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ჩემპიონატის სტარტი ჩვენთვის ასეთი წარმატებული გამოვიდოდა. თუმცა, რაღა სტარტი, უკვე რვა ტური მიილია და ის, რაც ხდება, შემთხვევითობას ვერავინ დაარქმევს. რაც მთავარია, ჩვენ ჯერ კიდევ მოსამატებელი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე კიდევ უკეთესად ავთამაშდებით".

არასტაბილურად ასპარეზობას განაგრძობს "იუვენტუსი", რომელმაც ამჯერად ბოლონიაში წაიმტვრია ცხვირი და ორი ქულა დაკარგა. არადა, ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან და რომ არა საშინელი უზუსტობა დამაგვირგვიონებელ ფაზაში, ანგარიში სტუმრების იქნებოდა. პირველ ტაიმში, ვინჩენცო იაკვინტამ სულაც თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააცუდა. ლუიჯი დელ ნერიმ პირველად გადააბიჯა ორფორვარდიან ტაქტიკას და მილოშ კასიჩის ნაცვლად თამაშში ალესანდრო დელ პიერო ჩართო, თუმცა საქმეს ვერც ამან უშველა. "ბიანკონერი" ვერა და ვერ დასტაბილურდა, ასეთი თამაშით კი სკუდეტოსთვის ბრძოლა წარმოუდგენელია.

გაცილებით უარეს მდგომარეობაშია "რომა", გუნდი, რომელსაც გამარჯვების გემო აშკარად დაავიწყდა. კლაუდიო რანიერის შეგირდებმა ამჯერად'პარმას" ვერ დააკლეს ვერაფერი და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ. არადა, ემილიელები ბოლო ხანს ძალიან ცუდად ასპარეზობენ და ეს სატურნირო ცხრილიდანაც ნათლად ჩანს.. თუ "იუვენტუსთან" დაკავშირებით მაინც სკუდეტოზე გვიწევს საუბარი, აი "რომას" პროგრამა მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება თუ იქნება. აქვე ვთქვათ, რომ არ არის გამორიცხული, "პარმასთან" ფრეს რანიერის სკამი შეეწიროს. საინტერესოა, აევსო თუ არა მოთმინების ფიალა კლუბის პრეზიდენტს, როზელას სენსი... ამასთან, ძალიან დაიძაბა ურთიერთობა მწვრთნელსა და კაპიტანს შორის. "პარმასთან" დაპირისპირებისას, რანიერიმ ფრანჩესკო ტოტი ანტრაქტის დროს შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე ფაბიო სიმპილისიო შეუშვა. გამოჟონილი ინფორმაციით, ფრანჩესკო ამ ამბავმა ძალიან აღაშფოთა და სინიორ კლაუდიოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს.

როგორც იქნა, სამი ქულა ჩაიწერა აქტივში "ფიორენტინამ" და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილსაც დააღწია თავი. გამარჯვება ფლორენციელებს ჰაერივით ესაჭიროებოდათ და მიაღწიეს კიდეც. დონადელის და ჯილარდინოს გოლებს "ბარიმ" ერთით უპასუხა და შინ უქულოდ გაბრუნდა. სინიშა მიხაელოვიჩს კი ისეთი გამომეტყველება ჰქონდათ მატჩის შემდეგ, იფიქრებდით, მხრებიდან დიდი ლოდი მოიხსნაო - მოვუსმინოთ სერბს:

"ძალიან კარგად ვითამაშეთ და შეგირდების მისამართით მხოლოდ საქებარი სიტყვები შემიძლია ვთქვა. თუმცა, კარგად წინა ტურებშიც გავრჯილვართ, მაგრამ რეზულტატი არ გვქონდა. რაც მთავარია, ამჯერად სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში და დარწმუნებული ვარ, რომ სატურნირო ცხრილის ფსკერს ძალიან მალე დავაღწევთ თავს".

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ხანგრძლივი პაუხის შემდეგ, კვლავ ვიხილეთ მოედანზე კახა კალაძე. ქართველ მცველს მხოლოდ ხუთი წუთით მოუწია თამაშმა და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში მწვრთნელი მეტ ნდობას გამოუცხადებს. "ჯენოამ" კი "კატანია" მინიმალური სხვაობით დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ამით, ჯანმპიერო გასპერინიმ სკამის შენარჩუნება მოახერხა - კლუბის პრეზიდენტი, ენრიკო პრეციოზი უკმაყოფილია შედეგებით და მორიგი წაფირხილების შემთხვევაში, პრესა გასპერინის გათავისუფლებას ვარაუდობდა.

მომდევნო ტური

29 ოქტომბერი. ჯენოა-ინტერი. 30 ოქტომბერი. რომა-ლეჩე, მილანი-იუვენტუსი. 31 ოქტომბერი. პალერმო-ლაციო, ბარი-უდინეზე, ბრეშა-ნაპოლი, კალიარი-ბოლონია, ჩეზენა-სამპდორია, პარმა-კიევო, კატანია-ფიორენტინა.

ფიორენტინა-ბარი 2:1

ფიორენტინა (4-2-3-1): ფრეი 6.0 - კომოტო 6.5, ნატალი 6.5 (80. კროლდრუპი), გამბერინი 6.0, პასკუალი 6.0 - მონტოლივო 7.0, დონადელი 7.5 - ლიაჯიჩი (87. ბოლატი), მარკიონი 5.5, სანტანა 6.5 (69. პაპა ვაიგო 6.0) - ჯილარდინო 6.5.

ბარი (4-4-2): ჟილე 6.0 - ბელმონტე 5.0, ა. მაზიელო 5.5, ს. მაზიელო 6.0, პარიზი 5.5 - ალვარესი 5.0 (77. დალესანდრო), ალმირონი 5.0, დონატი 5.5, გეზალი 5.0 - კასტილო 4.5 (46. რივასი 6.0), ბარეტო 5.5 (84. კაპუტო).

გოლი: 1:0 დონადელი (34), 2:0 ჯილარდინო (82), 2:1 პარიზი (90)

გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 3-7; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 14(7)-5(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 23 874

პარმა-რომა 0:0

პარმა (4-3-3): მირანტე 6.0 - ძაკარდო 6.5, ლუკარელი 6.5, პალეტა 7.0, ანტონელი 6.5 - გობი 6.0 (65. ჯოვინკო 5.5), მორონე 6.0, ჯემაილი 6.5 - ვალიანი 6.0, ბოჟინოვი 5.0 (63. კრესპო 5.0), მარკესი 6.5.

რომა (4-3-3): ლობონტი 6.0 - კასეტი 7.0, ჟუანი 6.5, მექსე 7.0, რიისე 6.0 - სისინიო 6.0 (72. ოკაკა ჩუკა) 5.5, პიზარო 7.0, ბრიგი 6.0, - ტოტი 5.5 (46. სიმპილისიო 5.5), ვუჩინიჩი 6.0 (52. ბაპტიშტა 4.5), ბორიელო 6.0.

გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 7-6; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 10-3; კარში დარტყმა: 8(1)-12(1); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 13 937

ბოლონია-იუვენტუსი 0:0

ბოლონია (4-1-4-1): ვივიანო 7.0 - ჩერუბინი 6.0, პორტანოვა 7.0, ბრიტოსი 6.0, გარიჩი 6.0 - რადოვანოვიჩი 6.0 (62. კაზარინი 6.0) - ბუშე 5.5, მუდინგაი 6.0, ეკდალი 6.0 (84. მუტარელი), პაპონი 5.5 (74. ხიმენესი 6.0) - დი ვაიო 5.5.

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი 6.5 - მოტა 6.0, ბონუჩი 6.5, კიელინი 6.5, დე ჩელიე 7.0 - კრასიჩი 6.0 (63. დელ პიერო 5.5), ფელიპე მელო 6.5, აკვილანი 5.5, მარკიზიო 6.0 - ამაური 6.0 (22. იაკვინტა 4.5), კვალიარელა 5.0 (71. მარტინესი 6.5).

გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 2-6; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 5(3)-16(9); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 20 500

კიევო-ჩეზენა 2:1

კიევო (4-3-1-2): სორენტინო 6.5 - ანდრეოლი 6.0, ფრეი 6.5, ჩეზარი 7.0, მანტოვანი 5.5 - ფერნანდესი 6.0, გუანა 5.0 (55. მარკოლინი 6.0), კონსტანტი 7.0 - ბოლიაჩინო 6.0 (60. ბენტივოლიო 5.0) - თერეუ 7.0, პელისიერი 6.0 (86. მოსკარდელი).

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი 6.0 - ჩეკარელი 5.5 (77. პელეგრინო), ბენალუანე 5.5, ფონ ბერგენი 5.0, ნაგატომო 6.0 - კაზერტა 6.0, კოლუჩი 5.0, პაროლო 5.5 - ხიმენესი 5.0 (73. მალონგა 6.0), ბოგდანი 5.0, ჯაკერინი 5.0 (89. ლაურო).

გოლები: 1:0 ჩეზარი (31), 1:1 გუანა (45-საკ. კარში), 2:1 თერეუ (90)

გაძევება: ფონ ბერგენი (88)

გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 10-8; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 14(12)-6(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 6 500

ჯენოა-კატანია 1:0

ჯენოა (3-4-3): ედუარდო 7.0 - რანოკია 6.5, დაინელი 6.0, კიკო 6.5 - მილანეტო 6.0 (85. კალაძე), როსი 7.0, კრიშიტო 6.5, რაფინია 6.0 - პალადინო (23. მესტო 6.5), რუდოლფი 5.5 (62. დესტრო 5.5), ტონი 5.0.

კატანია (4-1-4-1): ანდუხარი 6.5 - პოტენცა 5.5, სილვესტრი 5.0, სპოლი 5.5 კაპუანო 6.0 - გომესი 6.0 - ბიაჯანტი 5.0, ისკო 5.5 (74. რიკიუტი), მარტინიო 6.0 (66. კარბონი 6.5), მასკარა 5.0 - მაქსი ლოპესი 5.0 (66. ანტენუჩი 5.5).

გოლი: 1:0 როსი (68)

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 2-3; ჯარიმა: 20-23; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 10(4)-9(3); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 21 900

ლაციო-კალიარი 2:1 [VIDEO]

ლაციო (4-4-1-1): მუსლერა 7.0 - ბიავა 6.0 (88. სტენდარდო), დიასი 6.0, რადუ 5.5, ლიხტშტაინერი 6.5 - ბროკი 6.5, ლედესმა 7.0, მაური 7.0, სარატე 5.5 (75. როკი 5.5) - ერნანესი 6.5 (68. მათუზალემი 6.0) - ფლოკარი 7.0.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი 6.0 - პერიკო 5.5, კანინი 5.5, ასტორი 5.5, აგოსტინი 5.5 - ბიონდინი 6.0, ნაინგოლანი 5.5 (81. აკვაფრესკა 5.5), ლაძარი 5.5 (55. ნენე 5.5) - კოსუ 6.5 - მატრი 7.0, პინარდი 5.0 (75. ლანერი).

გოლები: 1:0 ფლოკარი (21), 2:0 მაური (53), 2:1 მატრი (59)

გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 13(6)-6(5); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 38 500

ლეჩე-ბრეშა 2:1

ლეჩე (4-3-3): როზატი 7.0 - რისპოლი 6.5 (46. მუნარი 6.0), ფერარიო 6.0 (55. გუსტავო 6.0), ფაბიანო 5.5 (70. ჯულიატო 6.0), მესბაჰი 5.5 - ვივესი 6.0, პიატი 6.5, ჯაკომაცი 5.5 - დი მიკელე 6.5, ეფერე 7.0, ოლივეირა 6.0.

ბრეშა (4-3-1-2): სერენი 6.0 - ძამბელი 4.5 (46. ბეგა 5.5), ძებინა 5.5, ვიდალი 5.0, დალამანო 5.0 - კორდოვა 6.0 (70. ბუდელი 5.0), ვასი 5.0 (55. ბაიოკო 5.5), ჰეტემაი 4.5 - კონე 5.0 - ედერი 5.5, კარაჩოლო 6.5.

გოლები: 0:1 კარაჩოლო (19), 1:1 ეფერე (54), 2:1 დი მიკელე (61)

გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 5-8; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12(6)-11(7); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 7 000

უდინეზე-პალერმო 2:1

უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი 6.5 - ზაპატა 6.0, ბენატია 7.5, კოდა 5.0 - ისლა 6.0, ინლერი 6.5, ასამოა 5.5, პასკუალე 6.5, სანჩესი 7.0 (86. ანჯელა) - დი ნატალე 6.5 (77. კორადი), დენისი 5.5 (68. ბადუ 6.0).

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ 6.0 - კასანი 5.0, გოიანი 5.5, მუნოზი 5.5 (85. ჰერნანდესი), ბალცარეტი 6.0 - მილიაჩო 5.0 (67. მაკარონე 5.5), ბასინოვიჩი 6.0, ნოჩერინო 5.5 - ილიჩიჩი 6.0, პასტორე 5.5 - პინილია 6.5.

გოლები: 1:0 ბენეტია (10), 2:0 დი ნატალე (54-პენ), 2:1 პინილია (83).

გაძევება: კოდა (64)

გაფრთხილება: 2-5; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12(7)-15(7); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 11 750

ინტერი-სამპდორია დღეს

ნაპოლი-მილანი ხვალ

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლაციო 8 6 1 1 12-6 19

2. მილანი 7 4 2 1 11-5 14

3. ინტერი 7 4 2 1 9-3 14

4. კიევო 8 4 1 3 11-9 13

5. იუვენტუსი 8 3 3 2 16-9 12

6. ნაპოლი 7 3 3 1 13-9 12

7. პალერმო 8 3 2 3 15-12 11

8. ჯენოა 8 3 2 3 8-9 11

9. ლეჩე 8 3 2 3 7-13 11

10. სამპდორია 7 2 4 1 9-7 10

11. უდინეზე 8 3 1 4 6-10 10

12. კატანია 8 2 3 3 8-8 9

13. ბრეშა 8 3 0 5 8-10 9

14. რომა 8 2 3 3 7-12 9

15. ფიორენტინა 8 2 2 4 9-10 8

16. ბოლონია 8 1 5 2 8-12 8

17. ჩეზენა 8 2 2 4 6-10 8

18. ბარი 8 2 2 4 7-13 8

19. კალიარი 8 1 4 3 8-8 7

20. პარმა 8 1 4 3 6-8 7

ბომბარდირები: 6 - ეტოო (ინტერი), კავანი (ნაპოლი); 5 - დი ვაიო (ბოლონია); 4 - მატრი (კალიარი), ილიჩიჩი (პალერმო), კასანო (სამპდორია), პატო (მილანი), პელისიერი (კიევო), პასტორე (პალერმო).

სერია B. XI ტური

ნივარა-ვიჩენცა 3:0

გოლები: 1:0 გონსალესი (6), 2:0 რიგონი (36), 3:0 ბერტანი (76).

ალბინოლეფე-პორტოგრუარო 1:0

გოლი: 1:0 ტორი (36)

მოდენა-სასუალო 1:1

გოლები: 1:0 ბელუჩი (21), 1:1 ტროიანო (90)

პადოვა-პესკარა 3:1

გოლები: 0:1 სანსოვინი (10), 1:1 (45-პენ), 2:1 ვანტაჯატო (78), 3:1 ვანტაჯატო (89)

ასკოლი-ჩიტადელა 0:1

გოლი: 1:0 პიოვაკარი (56)

პიაჩენცა-ატალანტა 3:2

გოლები: 0:1 ტირიბოკი (25), 0:2 დონი (30), 1:2 მარკი (51), 2:2 ანადერიო (66), 3:2 გუზმანი (79)

რეჯინა-ემპოლი 0:0

სიენა-კროტონე 0:0

ტორინო-ფროზინონე 1:2

გოლები: 0:1 სანსონე (17), 0:2 ლოდი (19), 1:2 პრატალი (27).

ვარეზე-ტრიესტინა 4:0

გოლები: 1:0 პიზანო (35), 2:0 კაროზა (48), 3:0 ბუცეგოლი (57), 4:0 ჩელინი (90)

გროსეტო-ლივორნო 0:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნოვარა 11 8 1 2 23-8 25

2. სიენა 11 6 4 1 13-8 22

3. რეჯინა 11 6 3 2 18-10 21

4. პადოვა 11 5 4 2 19-9 19

5. ემპოლი 11 4 7 0 12-6 19

6. ატალანტა 11 5 3 3 13-8 18

7. ლივორნო 11 4 5 2 16-12 17

8. ვიჩენცა 11 5 1 5 13-14 16

9. კროტონე 11 3 6 2 11-10 15

10. პესკარა 11 4 3 4 12-12 15

11. ვარეზე 11 3 5 3 13-10 14

12. ფროზინონე 11 3 4 4 11-13 13

13. ტორინო 11 4 1 6 13-16 13

14. გროსეტო 11 3 3 5 11-14 12

15. ალბინოლეფე 11 3 3 5 11-16 12

16. მოდენა 11 2 6 3 10-16 12

17. ტრიესტინა 11 2 6 3 10-16 12

18. პორტოგრუარო 11 3 2 6 10-18 11

19. ასკოლი 11 2 4 5 12-16 10

20. პიაჩენცა 11 2 5 5 12-17 10

21. სასუოლო 11 2 3 6 10-13 9

22. ჩიტადელა 11 2 2 7 9-19 8

ბომბარდირები: 9 - სუჩი (პადოვა), ბონაცოლი (რეჯინა); 8 - გონსალესი (მოვარა), ბერტანი (ნოვარა).

ლეგა პრო 1/A

ბასანო-სალერნიტანა 2:0, კომო-სუდტიროლი 0:0, მონცა-ლუმეცანე 0:1, პერგოკრემა-პავია 1:2, რეჯანა-კრემონეზე 3:0, სორენტო-პაგანეზე 1:0, სპალ-გუბიო 1:0, სპეცია-ვერონა 1:0, რავენა-ალესანდრია ხვალ.

ლეგა პრო 1/B

ატლეტიკო-ფოჯა 3:3, ჯელა-ვიარეჯო 0:0, ანდრია-იუვე სტაბია 0:1, კავეზე-ლუკეზე 1:0, კოზენცა-ფოლინო 1:0, პიზა-ბენევენტო 1:1, სირაკუზა-ლანჩანო 0:0, ტარანტო-ბარლეტა 2:2, ტერნანა-ნოჩერინა 0:3.

ლაშა წიკლაური

ჰოლანდია. ერედივიზიონი. X ტური

10:0!!!

ბრედა-როდა 1:2

გოლები: 1:0 კოკა (31), 1:1 დიუმი (60), 1:2 ჰემპტე (79)

დე გრაფსხააპი-ჰერაკლესი 1:1

გოლები: 1:0 ჰერსი (15), 1:1 პიეტი (53)

ნიიმეგენი-გრონინგენი 3:2

გოლები: 1:0 ვლემინცკი (4), 2:0 ვლემინცკი (12), 2:1 ერევოლდსენი (70), 3:1 ვლემინცკი (77), 3:2 ანდრესონი (90)

ჰერენვეენი-ვენლო 2:0

გოლები: 1:0 დოსტი (50), 2:0 ვაირანენი (53).

ექსელსიორი-აიაქსი 2:2

გოლები: 1:0 ბოვენბერგი (37), 2:0 ვატამალეო (42), 2:1 ჰამდაუი (46), 2:2 ვერტონენი (88).

ალკმაარი-ვილემი 3:0

გოლები: 1:0 ჯონატასი (11-პენ), 2:0 მარტენსი (35), 3:0 ჰოლმანი (55)

ტვენტე-დენ ჰააგი 3:2

გოლები: 1:0 იანსენი (27), 1:1 ბოელუკინი (44), 1:2 კუბიკი (54), 2:2 რუიზი (57-პენ.), 3:2 იანკო (70)

პსვ-ფეიენოორდი 10:0

გოლები: 1:0 რეისი (25), 2:0 აფელაი (39), 3:0 რეისი (47), 4:0 ტოივონენი (49), 5:0 ლენსი (55), 6:0 რეისი (59), 7:0 ჯუჯაკი (62), 8:0 ენგელაარი (69), 9:0 ჯუჯაკი (77-პენ), 10:0 ლენსი (87)

ვიტესი-უტრეხტი 1:4

გოლები: 0:1 რაიკოვიჩი (3-საკ. კარში), 0:2 მერტენსი (45), 0:3 კორნელიზე (51), 0:4 მულენგა (57), 1:4 პედერსენი (61)

ამის დაჯერება ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ფაქტია, რომ პსვ-მ "ფეიენოორდი" კატასტროფული ანგარიშით - 10:0 გაანადგურა. ეს იყო როტერდამელთა ყველაზე მძიმე მარცხი დაარსების (1908) დღიდან. რა შეიძლება ითქვას თამაშზე, სადაც ერთი გუნდი მეორეს საშუალო არითმეტიკული გამოთვლით ცხრა წუთში ერთხელ გოლს უტანს. შესაძლოა, ეს იყო ყველაზე საშინელი მატჩი "ფეიენოორდის" ისტორიაში, გუნდის, რომელსაც ძალიან დიდი ტრადიციები აქვს და შესაბამისად, უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. გოლების აღწერით თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ, მაგრამ ალბათ ყველას აინტერესებს - რა ხდებოდა ასეთი მოედანზე, რომ ერთი გუნდი მეორემ მიწასთან გაასწორა. როგორც ჩანს, როტერდამულ გუნდში ძალიან სერიოზული პრობლემებია და ფეხბურთელებს თამაშის სურვილი უბრალოდ არ აქვთ. ფაქტობრივად იდგნენ მოედანზე და უყურებდნენ თუ როგორ აავსეს მათი კარი მასპინძლებმა. მოკლედ, მართლაც რომ საოცარი ამბავი მოხდა, რომელსაც გააზრება და გაანალიზება სჭირდება. "ფეიენოორდის" ფეხბურთელებს კი როტერდამში ცხელი დახვედრა ელით... აქვე ვთქვათ, რომ პსვ-ს შემადგენლობაში ჰეთთრიკი შეასრულა რეისმა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან კარგად გამოიყურება და გუნდის ლიდერად ყალიბდება. გაინტერესებთ რა კომენტარები გაკეთდა მატჩის შემდეგ? - მოვუსმინოთ გამარჯვებული გუნდის თავკაც ფრედ რუტენს:

"ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ 10:0-ს თუ გავიმარჯვებდით, ნამდვილად არ მეგონა. ასეთ რამეზე ოცნებაც კი არ შემეძლო, ან რა საჭიროა საერთოდ, იოცნებო ორნიშნა რიცხვით მოგებაზე? - მიჭირს შეხვედრაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ვერ გეტყვით რა დაემართა "ფეიენოორდს", მაგრამ მათი გულშემატკივრების მდგომარეობაში ნამდვილად შევდივარ".

ბოლო დროს, აშკარად მოუკლო "აიაქსმა", რაც ჯერ ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა, შემდეგ კი სულაც მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. ამჯერად, ამსტერდამულმა კლუბმა "ექსელსიორს" ვერ დააკლო ვერაფერი და მხოლოდ ქულას დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ "აიაქსი" ორი ბურთის სხვაობით აგებდა და ცოტა ყურადღებით რომ ეთამაშათ მასპინძლებს დაცვაში, სულაც უქულოდ დატოვებდნენ მრისხანე მეტოქეს. მორიგი გამარჯვება იზეიმა "ტვენტემ" და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მოკალათდა.

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსვ 10 7 3 0 35-8 24

2. ტვენტე 10 6 4 0 19-7 22

3. აიაქსი 10 6 3 1 26-11 21

4. როდა 10 6 3 1 19-12 21

5. გრონინგენი 10 5 3 2 17-12 18

6. ალკმაარი 10 5 3 2 13-9 18

7. უტრეხტი 10 5 1 4 18-16 16

8. დენ ჰააგი 10 4 3 3 20-20 15

9. ჰერენვეენი 10 3 4 3 14-13 13

10. ნიიმეგენი 10 4 1 5 19-20 13

11. ბრედა 10 4 2 4 12-13 13

12. ექსელსიორი 10 3 2 5 14-19 11

13. დე გრაფსხააპი 10 2 4 4 13-22 10

14. ჰერაკლესი 10 2 3 5 14-16 9

15. ფეიენოორდი 10 2 2 6 12-24 8

16. ვიტესი 10 2 2 6 10-22 8

17. ვენლო 10 2 0 8 7-17 6

18. ვილემი 10 0 1 9 8-29 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია