ქართული რაგბის ქომაგები საქართველოს ნაკრებისთვის მატჩების ჩასატარებლად სათანადო სტადიონებს ითხოვენ
14 თებერვალს ჩვენს ვებგვერდზე რაგბის გულშემატკივრების ოფიციალური პეტიცია გაგაცანით (იხილეთ ვრცლად).

ქართული რაგბის ქომაგები საქართველოს ნაკრებისთვის მატჩების ჩასატარებლად სათანადო სტადიონებს ითხოვენ.

საუბარია იმაზე, რომ "ბორჯღალოსნებმა" საშინაო შეხვედრები "დინამო არენაზე" ან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარონ.

ქომაგებს კონკრეტული და დამუშავებული წინადადება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"საკითხის გადაწყვეტა შეიძლება შემდეგნაირად: "მესხისა" და "პაიჭაძის" სტადიონების ამჟამინდელ მფლობელებთან დადებულ ხელშეკრულებებში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილებები, რომლითაც საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს ექნება უფლება, უსასყიდლოდ ჩაატაროს ყველა საერთაშორისო მატჩი (წინასამატჩო ვარჯიშებითურთ) ამ სტადიონებზე;

ამასთანავე, შეხვედრების ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (თამაშის შემდეგ მინდვრის საფარის მოწესრიგების ხარჯების ჩათვლით) გადაიხდის რაგბის კავშირი.

იმ შემთხვევაში, თუკი ერთმანეთს დაემთხვევა რომელიმე საფეხბურთო კლუბის/ასაკობრივი ნაკრების და რაგბის ეროვნული ნაკრების მატჩები, უპირატესობა მიენიჭოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს.

ამასთანავე, რაგბის კავშირს უფლება უნდა ჰქონდეს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით ჩატარებული ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის ყველა მატჩი ჩაატაროს "მესხისა" და "პაიჭაძის" სტადიონებზე".

საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.

Igor
ყველაფერი გასაგებია. რეგბიც კარგია. მაგრამ რეგბის ტამაშის დროს ბალახის საფარი ძალიან ზიანდება. ფეხბურთის საფარს ვინ გააკეთებს ტამაშებს მერე? არამგონია რომ რეგბის ფედერაციას სურვილი ჰქონდეს ან ფული სამაგისო. ტაკ შტო არაა მიზანშეწონილი ასეთი ქმედების განხორციელება!
Giorgipirweli
თენგიზ გაგუა, დიდი ბოდიში, მაგრამ სისულელეებს წერ! რაც შეეხება სტადიონებს: საფეხბურთო სტადიონების რაგბისთვის გადაცემა არასწორი მგონია. უნდა აშენდეს სარაგბო სტადიონი ან სტადიონები. რაგბისტებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს. საფეხბურთო სტადიონებზე რაგბის გამართვაც არაა მიზანშეწონილი, რამდენადაც რაგბის თამაშისას მინდორი ზიანდება და ხარისხიანი საფარის დაგება ძალიან ძვირია.
mvx
რაგბისათვის უნდა აშენდეს ცალკე სტადიონი. ფული გვაქვს. ხომ ავაშენეთ პარლამენტი. ადგილიც არის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. რჩეულიშვილმა ყოფილ 35-ე საფეხბურთო სკოლის ადგილას საბითუმო ბაზარი, რომ გახსნა თურქული ტრაილერებისათვის, ა. არველაძეც, რომ მიესალმა ამ ამბავს და მოსახლეობა ნაგავში, ხმაურში და მტვერში, რომ იღრჩობა იმ ადგილას სწორედ. ალტერნატივაც არის ნახალოვკაში, ცოტნე დადიანზე მეტრო ნაძალადევთან ყოფილი ფეზეოს სტადიონი. დიდი ტერიტორია აქვს. ყველა თავმომწონე სარაგბო ქვეყანას აქვს რაგბის სტადიონი. მარტო რაგბის კი არა მძლეოსნობის სტადიონიც საჭიროა, თორემ მთლად დავივიწყეთ სპორტის დედოფალი. ხოლო სანამ ეს მოხდება რაგბის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს იჯარის თანხა და ისარგებლოს საფეხბურთო სტადიონით. როგორ მოახერხებს იგი ამას, მისი პრობლემაა. ალბათ სახელმწიფოც დაეხმარება ან ვინმე სხვა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაგბის თამაშის შემდეგ მოედანი ძალიან ფუჭდება, ხოლო მისი აღდგენა ფული ღირს.
joni
აქ გარკვევით ეწერა დროებიტ სანამ სტადიონს აუშენებენოო
Lashari
ღრმად პატივცემულო თენგიზ გაგუა!!! წავიკითხე თქვენი კომენტარი და მრცხვენია რომ ასე ფიქრობთ! მსგავსი აფსურდული შედარებების მოტანა მხოლოდ დილეტანტს თუ შეუძლია! და მგსავსი შეურაწმყოფელი გამონათქვამებით ხაზი გაუსვით თქვენს დამოკიდებულებას ქართული სპორტისადმი!! თუ ოდნავ მაინც "გაგებაში" ხართ რა ხდება რაგბში და კერზოდ ქართულ რაგბში მაშინ მსგავსი აფსორდული არგუმენტებისაგან თავს შეიკავებდით. გაუმარჯოს ქართულ სპორტს!!!
sano
აზრად როგორ მოგდით ფეხბურთისთვის ჩამორთმევა და რაგბისთვის გადაცემა,გამოყოს ხელისუფალმა თუ ზრუნავს სპორტის ამ სახეობაზე თანხა და ააშენონ სტადიონი.მესხის სტადიონსაცვ ისტორია აქვს და თუ არ იცით გაერკვიეთ.ეს სტალინის ძეგლის მოხსნა არაა,ან კიდევ ქუჩებზე სახელების გადარქმევა.ცოტა აზრზე მოდით ზოგიერთნი
თენგიზ გაგუა
ფეხბურთზე წინ რაგბის დაყენება არ შეიძლება.ფეხბურთი უნდა განვითარდეს ყველაზე კარგად,შემდეგ კალათბურთი,ფრენბურთი,ჭიდაობა და ბოლოს რაგბი.ეს სტადიონები ოდითაგანვე ფეხბურთელების იყო და ასე უნდა დარაჩეს.მთავრობამ ან რაგბის მოსიყვარულე ბიზნესმენმა აუშენოს მათ ცალკე სტადიონი.ისე რაგბის ბოსები არა კაცურად იქცევიან,ეჭიდავებიან ფეხბურთელებს,ცდილობენ დააკნინონ ფეხბურთელები და თუ ასე გააგრძელებენ,მაშინ ისინი ზიზღის და ......ღირსი იქნებიან.დაკარგავენ ბევრ გულშემატკივრებს.მსოფლიო ჩემპონებიც რომ გახდნენ,ფეხბურთზე პოპულარული მაინც ვერ გახდება.დაანებეთ სხვისი ქონებისკენ ხელების ფათურს.თამაშით დაამტკიცეთ მაგრები თუ ხართ.საქრთველოს ნაკრები ბრაზილიის ნაკრებთან რაც არ უნდა კრიზისში იყოს,7:0 არ წააგებს.ტქვენ გამოდიხართ ჭ კლასში.თუ შეხვდებით სამხრეთ აფრიკის გუნდს ისინი გაგანადგურებენ.ვუყურებ ფირმის რაგბისტებს და ისინი ისეთი კარგი შესახედავი არიან ,მხედველობაში მაქვს მათი სპორტული აღნაგობა,ხოლო ჩვენი რაგბისტები მიკიტნებს გავენ.მუსკულატურა არ აქვთ ,უბრალოდ მსუქნები არიან და კედევ დალევა უყვართ ძალიან.ვუყურებ ხშირად მათ ვარჯიშებს–ისინი 3 საათიანია,ვარჯიშობენ ნელა,მოედანზე წამოჯდებიან ან წამოგორდებიან.ჯობია 1,5 საათი ივარჯიშეთ და მოუმატეთ ინტესივობას.ტქვენი კეთილის მსურველი.
თენგიზ გაგუა
ფეხბურთზე წინ რაგბის დაყენება არ შეიძლება.ფეხბურთი უნდა განვითარდეს ყველაზე კარგად,შემდეგ კალათბურთი,ფრენბურთი,ჭიდაობა და ბოლოს რაგბი.ეს სტადიონები ოდითაგანვე ფეხბურთელების იყო და ასე უნდა დარაჩეს.მთავრობამ ან რაგბის მოსიყვარულე ბიზნესმენმა აუშენოს მათ ცალკე სტადიონი.ისე რაგბის ბოსები არა კაცურად იქცევიან,ეჭიდავებიან ფეხბურთელებს,ცდილობენ დააკნინონ ფეხბურთელები და თუ ასე გააგრძელებენ,მაშინ ისინი ზიზღის და ......ღირსი იქნებიან.დაკარგავენ ბევრ გულშემატკივრებს.მსოფლიო ჩემპონებიც რომ გახდნენ,ფეხბურთზე პოპულარული მაინც ვერ გახდება.დაანებეთ სხვისი ქონებისკენ ხელების ფათურს.თამაშით დაამტკიცეთ მაგრები თუ ხართ.საქრთველოს ნაკრები ბრაზილიის ნაკრებთან რაც არ უნდა კრიზისში იყოს,7:0 არ წააგებს.ტქვენ გამოდიხართ ჭ კლასში.თუ შეხვდებით სამხრეთ აფრიკის გუნდს ისინი გაგანადგურებენ.ვუყურებ ფირმის რაგბისტებს და ისინი ისეთი კარგი შესახედავი არიან ,მხედველობაში მაქვს მათი სპორტული აღნაგობა,ხოლო ჩვენი რაგბისტები მიკიტნებს გავენ.მუსკულატურა არ აქვთ ,უბრალოდ მსუქნები არიან და კედევ დალევა უყვართ ძალიან.ვუყურებ ხშირად მათ ვარჯიშებს–ისინი 3 საათიანია,ვარჯიშობენ ნელა,მოედანზე წამოჯდებიან ან წამოგორდებიან.ჯობია 1,5 საათი ივარჯიშეთ და მოუმატეთ ინტესივობას.ტქვენი კეთილის მსურველი.
დონსკი
კუჩუმბა, წელიწადში რამდენჯერმე ამ სტადიონების მორაგბეებისთვის დათმობით ფეხბურთს ჩაკვდომის საფრთხე რატომ ემუქრება? კი ბატონო, უნდა დავუდგეთ ფეხბურთსაც გვერდში, მაგრამ ამასთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ ქართველი მორაგბეები, რომლებიც ნადმვილად იმსახურებენ ამ სტადიონებზე თამაშს.
bj
nanuli, აბსოლუტურად "მართალი" ბრძანდებით, ესპანეთთან თამაშზე ჭაჭანება არ იყო ხალხის. თუ რომელ თამაშს გულისხმობთ - ჩემპიონატს? და რაგბის ჩემპიონატი საერთოდ არსებობს? თუ არსებობს, ვინ იცის მის შესახებ მოთამაშეების ახლობლების გარდა? ძალიან მძიმეა შეეჭიდო ფეხბურთს, რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში იყოს იგი. ემოციები მოთოკეთ, ქალბატონებო და ჯენტლმენებო :)
კუჩუმბა
თუ ასეა საქმე აუშენო ცალკე სტადიონი რაგბისტებს...სულ უნდა ჩაკლან ფეხბურთი?!!! თქვენ არ გაინტერესებთ ფეხბურთი და მაგიტომ ლაპარაკობთ მასე... იმათმა რა ვქნათ ვინც ეროვნულ ჩემპიონატსაც ვესწრება და ასაკობრივ ნაკრებების თამაშსაც?! რაგბზეც იმიტომ ლაპარაკობთ მასე,რომ წარმატებულად გამოდის ხოლმე,აბა აგებდეს,ვის ეხსომებოდა... მასეა ფეხბურთშიც,ეხლა უნდა ქართულ ფეხბურთს გვერდში დგომა, თორემ წარმატებულობის შემთხვევაში ისედაც არ მოაკლდებოდა გულშემატკივარი...
nanuli
ვეთანხმები რაგბისტებს. აუცილებლად უნდა ითამაშონ ამ სტადიონებზე. აბა ფეხბურთის საყურებლად იქ თითქმის არავინ დადის რაგბის საყურებლად კი უამრავი ხალხი.
gvanca
მეც გეტანხმებიტ გირსები არიან ჩვენი რაგბისტები
დათო
100%-ით გეთანხმები. რაგბი ღირსია ახალი თანამედროვე სტადიონის, დინამო არენა და მიხეილ მესხი მხოლოდ ფეხბურთისთვის უნდა იყოს. რაგბისტები აფუჭებენ მინდორს, ისედაც არ აკლია ჩვენს სტადიონებს უხარისხო მინდვრები და რაგბისტები კიდე ნუ დაუმატებენ
dato
ამ ყველაფერს ის ჯობია ერთი კარგი სტადიონი აუშენონ რაგბის ნაკრებს, და რაგბს მიეხედოს, გლდანში უკვე არის სტადიონები სავარჯიშო. ერთი დიდი სტადიონი აშენდეს სადმე. ანდა გორში რომ შენდებოდა სტადიონი ის გააკეთონ ისევ. ჩემი აზრით ეროვნული და მესხი უნდა მოხმარდეს ფეხურთს, იმიტომ ის ფეხბურთისაა. რაგბისტები კი ღირსები არიან, რომ დავაფასოთ და ერთი დიდი სტადიონი ავუშენოთ
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს