მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში ყაზანის "რუბინთან" დამარცხების მიზეზებზე ისაუბრა
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში ყაზანის "რუბინთან" დამარცხების მიზეზებზე ისაუბრა.

14 თებერვალს გამართულ დაპირისპირებაში მადრიდელები "ვისენტე კალდერონზე" ნახევარი თამაში 10 კაცით მოთამაშე რუსულ გუნდთან 0:2-ით დამარცხდნენ.

"თამაში აქტიურად დავიწყეთ და საგოლე სიტუაცია პირველ ექვს წუთში შევქმენით, მაგრამ "რუბინის" დაცვა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ ვხედავთ ტაბლოზე ასეთ შედეგს.

მატჩის მეორე ტაიმში მეტოქის კარის აღების მინიმუმ ორი ასპროცენტიანი შანსი გვქონდა. იყო ბრწყინვალე გადაცემები, რომლებიც, სამწუხაროდ, გატანილი გოლებით არ დასრულდა. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყო, რომ სისწრაფეში მოვიკოჭლებდით", - თქვა არგენტინელმა.

"რა ვიგრძენი, როდესაც ტრიბუნებიდან მისტვენდნენ? ბიჭებო, მერამდენე თამაშია, შინ არ წაგვიგია? მგონი, 20. მოდით, ეს ფაქტი იმას შევახსენოთ, ვინც უსტვენდა. თქვენ კი არ უნდა გვისტვენდეთ, უნდა ამაყობდეთ ჩვენით.

რა დასამალია, ჩვენ საკუთარ შეტევებს კოორდინირებულად ვერ წარვმართავდით. რაც შეეხება დაცვას - არ ვმოქმედებდით ისე შეთანხმებულად, როგორც ერთი გუნდის მოთამაშეებს შეეფერებათ.

საფეხბურთო სეზონი გრძელია და ახლა არცთუ სახარბიელო პერიოდი გვიდგას. ამის გამო ვითარების შეცვლა გაორმაგებული ძალისხმევით უნდა ვცადოთ.

არ ვფიქრობ, რომ "ატლეტიკოს" ერთბაშად სამი ტურნირისთვის ძალები არ ჰყოფნის. თუკი სამ ფრონტზე ბრძოლა არ შეგიძლია, მაშინ არც ჩემპიონატში მაღალი ადგილის დაკავებას აქვს აზრი.

კი ბატონო, დღეს არცთუ საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. ვერც შეცვლებმა გვიშველა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძალა გამოცლილი გვაქვს".

42 წლის სპეციალისტმა იმ ეპიზოდზეც ისაუბრა, როდესაც 94-ე წუთზე პაბლო ორბაისმა "ატლეტიკოს" ცარიელი კარი აიღო.

"სინამდვილეში ფეხბურთი - ეს რისკიანი თამაშია და რისკავს ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს.

ჩვენი მეკარის "რუბინის" საჯარიმოში ჩასვლა - ეს მთლიანად ჩემი ინიციატივა იყო და ამ რისკისთვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. გვინდოდა, ანგარიში 1:1 გაგვეხადა და საპასუხო მატჩის წინ ვითარება შეგვეცვალა.

რა მოგვიტანა ამ გადაწყვეტილებამ? ის, რომ მოსკოვში ერთით მეტი გოლის გატანა დაგვჭირდება", - თქვა სიმეონემ.

საპასუხო მატჩი "რუბინსა" და "ატლეტიკოს" შორის მოსკოვში 21 თებერვალს გაიმართება.

ასევე იხილეთ:

ევროპალიგა: შოკი მადრიდსა და ნეაპოლში [VIDEO]

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა