"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ჩეხურ "ვიქტორია პლზენთან" დამარცხების შემდეგ თავისი შეგირდებისადმი გულისწყრომა არ დამალა
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ, რომლის გუნდმაც 14 თებერვალს მოულოდნელად წააგო ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში ჩეხურ "ვიქტორია პლზენთან", თავისი შეგირდებისადმი გულისწყრომა არ დამალა.

ნეაპოლელებმა საშინაო შეხვედრაში სამარცხვინოდ - 0:3 წააგეს.

"თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ. თითქოს გვეძინა. სხვათა შორის, იგივე მოხდა "ლაციოსთან", მაგრამ როგორც ჩანს, სათანადო დასკვნები ვერ გამოვიტანეთ.

მართალია, მეორე ტაიმში სრულიად განსხვავებულად ვმოქმედებდით და შვიდი საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ. და ეს მაშინ, როცა "ვიქტორიამ" ორნახევარი შანსიდან ორი გაიტანა.

ეს ფეხბურთია. დღეს საკუთარ თავს არ ვგავდით. რაღას ვიზამთ, ახლა "სამპდორიასთან" თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ", - აქვეყნებს მაცარის ნათქვამს football-italia.net.

"მთავარი პრობლემა ის კი არაა, სამი მცველით ვთამაშობდით თუ ოთხით, არამედ - საქმისადმი დამოკიდებულება. ის სულ სხვანაირი უნდა იყოს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ზოგიერთი ფეხბურთელი "ვიქტორიას" არასერიოზულად მოეკიდა - ფიქრობდა, გამარჯვება უკვე ჯიბეში გვქონდა.

ასეთი რამ დაუშვებელია. არასდროს მითქვამს, რომ სერია A ევროპალიგაზე მნიშვნელოვანია. თუ გუნდში ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, შეეძლო ეს ჩემთვის ეთქვა", - დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.

კითხვაზე, დაკარგული აქვთ თუ არა 1/8-ფინალში გასვლის შანსი, მაცარიმ უპასუხა:

"კარგად მახსოვს ჩვენი შარშანდელი დაპირისპირება "ჩელსისთან", როდესაც პირველ მატჩში 3:1 მოვიგეთ, მეორეში კი 1:4 წავაგეთ და გამოვვარდით. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია".

საპასუხო მატჩი "ვიქტორია პლზენსა" და "ნაპოლის" შორის ჩეხეთში 21 თებერვალს გაიმართება.

ასევე იხილეთ:

ევროპალიგა: შოკი მადრიდსა და ნეაპოლში [VIDEO]

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა