კობა ჟორჟიკაშვილი: "ელიტრაუნდის საგზური ღირსეულად მოვიპოვეთ"

კობა ჟორჟიკაშვილთან ერთად, ქართველთა პრესკონფერენციაზე ჩვენი ნაკრების ოთხი წევრიც მოვიდა: ბაჩანა არაბული, ლუკას ჰუფნაგელი, გურამ სამუშია და ავთო ენდელაძე.

კობა ჟორჟიკაშვილი: "ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას. ძალიან რთული მატჩი მოვიგეთ. იმის მიუხედავად, რომ შვედეთის ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, საქმე არცთუ სუსტ მეტოქესთან გვქონდა. შვედების მიერ ჩატარებული წინა ორი შეხვედრის ვიდეოჩანაწერი დეტალურად გავარჩიეთ და სათანადო დასკვნებიც გამოვიტანეთ. როგორც ნახეთ, აქცენტი დაცვაზე არ გაგვიკეთებია. პირველ ტაიმში გოლი რომ გაგვეტანა, გამარჯვება გაცილებით გაგვიადვილდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და შესვენების შემდეგ ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა. საბედნიეროდ, ყველა დაბრკოლება ღირსეულად გადავლახეთ და ელიტრაუნდის საგზური სამართლიანად მოვიპოვეთ.

ჩვენმა ფეხბურთელებმა დიდი ბრძოლები გადაიტანეს და დარწმუნდნენ, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეუძლიათ. სწორედ ესაა მთავარი, რაც ამ ტურნირმა მოგვცა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ელიტრაუნდისთვისაც ღირსეულად მოვემზადოთ.

დიდი მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ქართველი გულშემატკივრები, რომლებმაც ნამდვილი მეთორმეტე მოთამაშის როლი უმაღლეს დონეზე შეასრულეს".

გურამ სამუშია: "ჩემი გოლი დამუშავებული კომბინაციის შედეგია. უბედნიერესი ვარ, ამ გოლმა ქართველი გულშემატკივრები რომ გაახარა".

გაბრიელ თებიძე: "გუნდი ერთ ეპიზოდში გოლისგან გადავარჩინე. აუღებელი დარტყმა ნამდვილად არ იყო, მისი გაშვებნა არ ღირდა".

ავთო ენდელაძე: "დღევანდელმა გამარჯვებამ ძალიან გამახარა, მაგრამ მთავარი ინგლისთან მიღწეული დადებითი შედეგია. ისინი ხომ დიდი კლუბების სისტემაში თამაშობენ, ჩვენ კი – ჭაბუკთა ლიგაში".

ლუკას ჰუფნაგელი: "ძალიან დაძაბული თამაში იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, გამარჯვება ჩვენ რომ დაგვრჩა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, თბილისიდან მიუნხენში დადებითი ემოციებით აღსავსე ვბრუნდები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა