თანამედროვე მედიცინა საშუალებას იძლევა, ფაბრის მუამბას მსგავსი შემთხვევების რისკი მინიმუმამდე დავიდეს
სამწუხაროა, მაგრამ უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში ფეხბურთელთა სიკვდილიანობამ ძალიან იმატა.

მიზეზი ძირითადად შემთხვევებში გულის შეტევაა. ვიკიპედიაზე შესაბამის სტატისტიკასაც წავაწყდით, საიდანაც ირკვევა, რომ მარტო XXI საუკუნეში 28 ფეხბურთელია დაღუპული უშუალოდ თამაშების მიმდინარეობისას ან ვარჯიშის დროს. ყველაზე გახმაურებული შემთხვევებიდან კატალინ ჰალდანის (დინამო ბუქარესტი), სერგეი პერხუნის (ცსკა), მარკ ვივიენ ფოეს (კამერუნის ნაკრები), მიკლოშ ფეჰერის (ბენფიკა), ანტონიო პუერტას (სევილია), უგო კუნიასა (ლეირია) და პიერმარიო მოროზინის (ლივორნო) გახსენება შეიძლება.

ტრაგიკულმა შემთხვევებმა საფეხბურთო საზოგადოება შეაშფოთა. "ინდეპენდენტის" ცნობით, საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭო (IFAB), ორგანიზაცია, რომელიც ფეხბურთის წესებში შესატანი ცვლილებების მომზადებაზეა პასუხისმგებელი, 3 მარტს ედინბურგში დანიშნულ სხდომაზე სპეციალური მიკროჩიპის დანერგვის პერსპექტივაზე იმსჯელებს, რაც გუნდების სამედიცინო შტაბებს საშუალებას მისცემს, ფეხბურთელთა მდგომარეობას 90 წუთის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ადევნოს თვალი. გაკონტროლდება სპორტსმენის გულის რიტმი და სხეულის ტემპერატურა. დამატებით ის საშუალებას მოგვცემს, ზუსტად გავიგოთ თამაშის განმავლობაში რა მანძილი დაფარა კონკრეტულმა ფეხბურთელმა. მონაცემები ცოცხალ რეჟიმში გადაეცემა კომპიუტერზე და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება აღარ დაგვიანდება.

სიკვდილიანობის გარდა სისტემა პრაქტიკულად გამორიცხავს ფაბრის მუამბას თავს გადამხდარ ისტორიას, როცა "ბოლტონის" ფეხბურთელს ინფარქტი მატჩის მიმდინარეობისას დაემართა. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ექიმებმა დეფიბრილატორების დახმარებით შეძლეს ფეხბურთელის გადარჩენა, თუმცა მუამბას 23 წლისას მოუხდა საფეხბურთო კარიერის დასრულება. ვარაუდობენ, რომ მიკროჩიპი მაისურებზე ყელთან ახლოს დამაგრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფაბრის მუამბამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა