საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიუსელდორფსა და ვარშავაში წასაყვანი შემადგენლობები დაასახელა
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ 15 თებერვალს, საღამოს ვარჯიშის შემდეგ დაასახელა დიუსელდორფსა და ვარშავაში წასაყვანი შემადგენლობები.

გერმანიაში "დიდი პრიზის" ტურნირი 23-24 თებერვალს ტარდება და იქ ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი, შალვა ქარდავა (66), ამბაკო ავალიანი, ზურაბ ნოზაძე (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), გიორგი ნოზაძე, იოსებ მსხალაძე (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).

როგორც ვხედავთ, გუნდშია ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც პირველად იჭიდავებს შემოდგომაზე გაკეთებული საზარდულის ოპერაციის შემდეგ.

უზნაძემ შანსი ამჯერად რამდენიმე ახალგაზრდასაც მისცა. ტურნირის დასრულების შემდეგ ნაკრები დიუსელდორფში დარჩება ერთობლივ ვარჯიშებზე, სადაც გუნდს თბილისიდან სპეციალურად ამ შეკრებისთვის ჩასული ლაშა ტაველური და ბექა ღვინიაშვილიც შეუერთდებიან.

ამ წვრთნების დასრულების შემდეგ ნაკრები ვარშავაში გადაინაცვლებს და 2-3 მარტს "ევროპის ღია თასზე" იჭიდავებს. იქ ტაველურიც იასპარეზებს, უმეტეს წონებში კი მონაწილენი შეიცვლებიან. ვაჟა მარგველაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), შავდათუაშვილი, ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), პაატა ღვინიაშვილი, ხვიჩა ხუციშვილი (81), ტაველური (90) და ლორიაშვილი (100).

თუ დიუსელდორფში შეკრებას კარგად გაივლის, შეიძლება, პოლონეთში ბექა ღვინიაშვილიც გამოვიდეს. იმავე ვარჯიშებზეა დამოკიდებული ოქრუაშვილისა და მატიაშვილის გამოსვლაც, თუმცა მთავარი მოულოდნელობა - შეიძლება, ვარშავაში ტატამს ლომერ ჟორჟოლიანიც დაუბრუნდეს, რომელიც ამჟამად ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნავსი გატყდა - ვალერი ლიპარტელიანი პარიზული ტურნირის ჩემპიონია! [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა