ევროლიგაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" და ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ"
ევროლიგაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" და ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ".

პირველმა სტუმრად რუსული "ხიმკი" 87:82 დაამარცხა, ხოლო ვიქტორის გუნდმა შინ ესპანეთის "კახა ლაბორალს" სძლია - 85:74.

განსაკუთრებით საინტერესო სანახავი "ხიმკი"-"ოლიმპიაკოსი" გამოდგა, რომლის მესამე პერიოდში რუსები 12 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ ბერძენთა მწვრთნელმა აქცენტი პერიმეტრზე გადაიტანა, მისმა შეგირდებმა მეოთხე პერიოდში 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდეს და თამაშიც შემოატრიალეს.

შერმადინმა მწვრთნელის ტაქტიკური შეხედულებების გამო (ბოლო პერიოდში ტანდაბალი ხუთეულით ითამაშა) მხოლოდ 11 წუთი ითამაშა, 4 ქულა და თითო მოხსნა-დაფარება მიითვალა.

სანიკიძემ მოედანზე უფრო ნაკლები, 6 წუთი გაატარა და თავი მხოლოდ ერთი მოხსნით დაგვამახსოვრა.

გთავაზობთ ჯგუფის კალენდარს, შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში 4 საუკეთესო გავა, ხოლო ამ ეტაპის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი და დასკვნები თავად გამოიტანეთ.

გუნდი მოგ-წაგ

1. ბარსელონა (ესპ) 6-1

2. მონტეპასკი (იტ) 6-1

3. ხიმკი (რუს) 4-3

4. კახა ლაბორალი (ესპ) 4-3

5. ოლიმპიაკოსი (საბ) 4-3

6. მაქაბი (ისრ) 2-5

7. ფენერბაჰჩე (თურ) 2-5

8. ბეშიქთაში (თურ) 0-7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა