16 თებერვალს კიევში თავისუფალ ჭიდაობაში "სახელოვან უკრაინელ მწვრთნელთა და სპორტსმენთა მემორიალი" იწყება
16 თებერვალს კიევში ტრადიციულად ძლიერი საერთაშორისო ტურნირი - "სახელოვან უკრაინელ მწვრთნელთა და სპორტსმენთა მემორიალი" იწყება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

მწვრთნელებმა იქ გასაგზავნად თავიდან ხუთი კაცი შეიგულეს - ბექა ლომთაძე (60), ზურაბ იაკობაშვილი (66), მამუკა კორძაია (96), დავით მოძმანაშვილი, გიორგი საკანდელიძე (ორივე - 120), მაგრამ ბოლო დღეებში მათ გიორგი სანოძეც (74) დაამატეს და უკრაინაში ექვსკაციანი გუნდით გამოვალთ. წინასწარი მონაცემებით, შეჯიბრებაში 19 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს.

უკრაინაში ჩვენებს მწვრთნელად დავით პოღოსიანი გაჰყვა, რომლის ხელშიც, ერთი შეხედვით, მეორე შემადგენლობაა, თუმცა მძიმე წონაზე ამის თქმა ძალზე ძნელია - მოძმანაშვილი მსოფლიოს პრიზიორი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია, საკანდელიძე კი ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონია.

ჯერჯერობით წონის ლიდერად კვლავაც საქართველოს ჩემპიონი, 18 წლის გორელი გენო პეტრიაშვილი რჩება.

მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრები 19-24 მარტს თბილისში გასამართი ევროპის პირველობისთვის ემზადება და არაა გამორიცხული, ძირითად შემადგენლობაში კიევური გუნდიდანაც მოხვდეს ვინმე.

ამასობაში ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მეორე ნაწილი 21-22 თებერვალს თეირანში გასამართი მსოფლიოს თასისთვის ემზადება.

ჩვენები იქ 19 თებერვალს გაემგზავრებიან, შეჯიბრებაში კი გივი დავიდოვი (55), მალხაზ ქურდიანი (60), მალხაზ ზარქუა (66), იაკობ მაქარაშვილი (74), ნოდარ ეგაძე (84), ბექა ჭელიძე, თედორე ებანოიძე (ორივე - 96), თორნიკე ხიდეშელი (120) გამოვლენ.

თეირანში გუნდს ალექსანდრე კახნიაშვილი უხელმძღვანელებს, რომელსაც ძირითადად სათადარიგოები მიჰყავს, ვინაიდან ლიდერები ევროპის პირველობისთვის ემზადებიან.

ამ გუნდში შემავალი სპორტსმენები გუშინ საღამოს ეროვნული ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ბორჯომში გაემგზავრნენ, სადაც დღეიდან ორკვირიან შეკრებას დაიწყებენ. ზემოდასახელებული ფალავნებიც შეჯიბრებების მომთავრების შემდეგ მათ შეუერთდებიან.

როგორც ვხედავთ, ჩვენები შესუსტებული გუნდით გამოდიან მსოფლიოს თასზე, რომელიც, წესით, პრესტიჟული ტურნირი უნდა იყოს. არადა, საქართველო გამონაკლისი არაა და თეირანში უკლებლივ ყველა ევროპული გუნდი - აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბულგარეთი, რუსეთი, თურქეთი ლიდერთა გარეშე იჭიდავებს, რადგან მათ კონტინენტის პირველობისთვის ინახავენ.

ეს მთლიანად უხეიროდ შედგენილი კალენდარის ბრალია, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრებები დროში ემთხვევა ერთმანეთს.

ევროპელები კი არა, თეირანში ყაზახეთს და იაპონიასაც არ ჩაჰყავს უძლიერესი გუნდი. ირანში არც ამერიკელთა ლიდერები, ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონები - ჯორდან ბაროუზი (74) და ჯეკ უორნერი (96) იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ამათგან ბაროუზმა ოლიმპიადის ფინალში ირანელ სადეგ გოუდარზის სძლია. აზიელებიც და ამერიკელებიც ასევე თავიანთი კონტინენტების პირველობებისთვის ემზადებიან, თუმცა მათ აპრილში უტარდებათ ეს შეჯიბრება, ევროპისა კი ყველაზე ადრეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა