ცნობისთვის: თურქეთში 30-კაციანი ჯგუფის ორკვირიანი შეკრება მინიმუმ 20 ათასი ევრო ჯდება, კვიპროსში - 25-დან 40-მდე, ესპანეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - 50 ათასი
ფოტოზე: ასეთ სტადიონს ვინ ჩივის...

ახლა მოსამზადებელი ეტაპი მთავარი ქართული საფეხბურთო თემაა. სწორედ ამიტომ დაგვაინტერესა უკრაინულ სპორტულ ვებ-ვებგვერდზე გავრცელებულმა ინფორმაციამ: თურქეთში 30-კაციანი ჯგუფის ორკვირიანი შეკრება მინიმუმ 20 ათასი ევრო ჯდება, კვიპროსში - 25-დან 40-მდე, ესპანეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - 50 ათასი.

ორი აზრი არ არის, კვერცხებისა და "შლოპანცის" "ქანდაკების" დაფინანსებაზე სასურველი და რაც მთავარია, ქვეყნის ბიუჯეტისთვის სასარგებლო სპორტული-საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა იქნებოდა.

სამწუხაროდ, საფეხბურთო ბიზნესის ამ სეგმენტით საქართველოში დღემდე კერძო სექტორიც არ ინტერესდება. შედეგად, ჩვენს ზღვისპირა ზოლში სპორტული კლუბების მომზადებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა არ გვაქვს.

მოთხოვნა კი უდავოდ არსებობს, რადგან პოსტსაბჭოეთში ჩვენზე უკეთესი კლიმატის მქონე ზღვისპირა ქვეყანა არ არსებობს. მაგრამ ამ მშვენიერ შანსს საქართველო დღემდე ვერ იყენებს.

სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის თითი თითზე არავის დაუდია. ცხადია, ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე ცნობილ საკურორტო ცენტრებში უფრო თბილი და მშრალი კლიმატია და მათ ვერასოდეს შევეჯიბრებით. მდიდარი გუნდები კვლავ თურქეთში, კვიპროსში, ესპანეთსა და საამიროებში მოემზადებიან, მაგრამ აქ ლაპარაკია მეორეხარისხოვანი კლუბების ფინანსების ათვისებაზე. ისინიც ემზადებიან, ოღონდ ახლომდებარე ტერიტორიებზე, მგზავრობის თანხები რომ დაზოგონ და ეს არის ჩვენი შანსი.

ჩვენგან განსხვავებით, 4 წლის წინ ამაზე სოხუმში დაფიქრდნენ. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ახრიკ ცვეიბამ ლესელიძის ბაზების მოდერნიზაცია და ამით შემოსავლების გაზრდა მოახერხა.

იდეა რუსებისგან მოდიოდა, რადგან საბჭოთა პერიოდში ლესელიძის საწვრთნელი ბაზით ბევრი კლუბი სარგებლობდა, მათ შორის, თბილისის "დინამოც". შეკრებების დროს საინტერესო ტურნირებიც იმართებოდა. სწორედ გრანდების ვარჯიშების, მათი სპარინგების ცქერითა და ცნობილი მოთამაშეების მიბაძვით იზრდებოდნენ აფხაზეთის სანაპიროზე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები.

ახლა მსგავსი ცენტრები აღარ არსებობს. რუსეთის სანაპიროზე კლიმატი უვარგისია, უკრაინაში ნორმალური პირობებია, მაგრამ დღეისათვის ხმელთაშუაზღვისპირელთა დარი მოსამზადებელი ცენტრები მაინც არ აქვთ.

ისიც სათქმელია, რომ აფხაზეთის დარი შედარებით მშრალი კლიმატი საქართველოს სხვა კუთხეში არ არის, მაგრამ ურეკს, გრიგოლეთსა და ანაკლიას გარკვეული პერსპექტივები გააჩნიათ. ჩვენი ზღვისპირეთი კი უპერსპექტივო რომ იყოს, სომხები არ დაინტერესდებოდნენ.

კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. ოთხი წლის წინათ ერევნის "არარატის" თავკაცმა ურეკის ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეს აქციათა 51 პროცენტის გაყიდვა შესთავაზა. ის სწორედ ამ ჩვენი გამოუყენებელი რესურსის ათვისებაზე ფიქრობდა, ინფრასტრუქტურას მოვაწყობ, აქაურობას წალკოტად ვაქცევ, გუნდებსაც ჩამოვიყვან და მშვენიერი სპორტული ცენტრი გამოვაო.

სასტუმროს მეპატრონე ვალებში იყო ჩაფლული და უარის თქმა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ აქციები მაინც არ დათმო. მაგრამ მეორე და მესამე სასტუმროს მეპატრონეს იმავეს ვერ მოვთხოვთ.

საკითხი კი ასე დგას: შემოსავლის ამ წყაროს ვერ ვიყენებთ.

წლეულს ერთგვარი რეკორდი დაფიქსირდა: თურქეთში მოსამზადებლად უმაღლესი ლიგის ერთდროულად 9 და პირველი ლიგის 4 კლუბი გაემგზავრა. მარტივი არითმეტიკაა: თურქეთში გუნდის მომზადება, მოედნებისა და ადგილზე ტრანსპორტის დაქირავება მინიმუმ 20 ათასი ევრო ჯდება. მაგრამ იყოს 15 ათასი: უკრაინელები 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროებში შედიან, ზოგიერთი ქართული კლუბი კი 3-ვარსკვლავიანსაც სიამოვნებით თანხმდება და შესაბამისად, შედარებით ნაკლებ თანხას იხდის.

ამას დავამატოთ თვითმფრინავით მგზავრობის (მინიმუმ) 6-7 ათასი ევრო. ანუ მინიმალური გათვლებით, უცხოური შეკრება კლუბს 21 ათასი ევრო უჯდება.

გამოდის, 13-მა ქართულმა გუნდმა ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე მინიმუმ 273 ათასი ევრო დახარჯა. ცხადია, გუნდები ზაფხულშიც ემზადებიან და გამოდის, რომ ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ევრო უცხოეთში გადის.

აბსურდული იქნებოდა იმის თქმა, საქართველოს ზღვისპირეთში საუკეთესო ინფრასტრუქტურა რომ იყოს, 13-ივე გუნდი აქ მოემზადებოდა. მაგრამ ჩვენთან ხშირად ჩამოდიან სომხეთისა და აზერბაიჯანის კლუბები. უკეთესი პირობებით სხვებიც დაინტერესდებიან, ღარიბი ქართული გუნდები და სხვა სახეობები კი ისედაც ადგილზე ემზადებიან.

ეს იმ დროს, როდესაც ამ რეგიონების მოსახლეობა სოფლის მეურნეობის პროდუქციას პოსტსაბჭოეთში ძველებურად ვეღარ ასაღებს, საკურორტო სეზონიც მაქსიმუმ 2,5 თვე გრძელდება და შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდა. მათ ჯერ სხვა ბიზნესი ვერ აითვისეს. ზღვისპირეთში სპორტული კლუბების ჩასვლით კი ამ პერიოდის 6 თვემდე გახანგრძლივება და მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა შესაძლებელი უნდა იყოს.

ამდენად, ეს მხოლოდ სპორტული მნიშვნელობის საკითხი არ არის და ასეთი პროექტების განხორციელება სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს. არ დაგვავიწყდეს, თურქები სპორტული-საკურორტო ბიზნესით ღარიბი რეგიონების განვითარების მიზნით დაინტერესდნენ: სასტუმროებს წყლის გადასახადი მოუხსნეს და მათი მეპატრონეები მიხვდნენ, რომ მოედნების მოწყობა მომგებიანი იქნებოდა. ასე სეზონი მნიშვნელოვნად გაახანგრძლივეს და დღეისათვის თურქულ სანაპიროებზე მოსამზადებლად მთელი მსოფლიოდან დადიან.

თურქებმა ააშენეს არა უბრალოდ მოედნები, ის ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემოსავლის, დასაქმებისა და განვითარების წყაროდ აქციეს. ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესიც სწორედ ეს უნდა იყოს და მას ფეხბურთი ლოგიკურად მიებმება.

სხვათა შორის, თავის დროზე ეს საკითხი ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს განსახილველად პროფლიგის იმდროინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი რამიშვილმა შესთავაზა, მაგრამ რად გინდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
ანაკლია იდეალურია შედარებით მშრალი კლიმატი აქვს და იაფი აუთვისებელი დიდი ტერიტორიები
beso
რამდენადაც მახსოვს ანალოგიურის გაკეთება ანაკლიაში იგეგმებოდა, ამითაც დაინტერესდით ერთი, მარტო შლოპანცებზე რომ წერთ ავტორო ეს არა მგონია ობიეკტურობა იყოს
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
"არსენალმა" "დორტმუნდის" შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო
"მადრიდის რეალზე" ფიქრის დრო საერთოდ არ მრჩება" - კაზემირო
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
[VIDEO] უიმედოდ, უგერგილოდ - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან განადგურდა
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს