რაგბის ქართველ ქომაგთა თხოვნის თაობაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გააკეთა

რაგბის ქართველ ქომაგთა თხოვნის თაობაზე (იხილეთ სრულად) კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ გააკეთა.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ქომაგებს, ვინც ეს თემა წამოწია. თუმცა ამასთან ერთად, რამდენიმე განმარტება უნდა გავაკეთო.

ქართველმა რაგბის ქომაგებმა მინდა იცოდნენ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და "დინამო არენას" დირექცია ყოველთვის გვიდგანანა და შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირ დახმარებას გვიწევენ.

ამის გამო, ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. უფრო მეტსაც გეტყვით, ფეხბურთის ფედრაცია ყველანაირად ცდილობს, რომ 9 მარტს დანიშნული საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების თამაში გადაიტოანოს, თუმცა ეს მასზე სრულად დამოკიდებული არ არის.

ქომაგთა თხოვნაში ლაპარაკია იმაზე, რომ იჯარას არ უნდა ვიხდიდეთ. ნებისმიერ სტადიონს, როცა იქ მატჩი იმართება აქვს ხარჯები. შესაბამისად დამქირავებელმა ვინც არ უნდა იყოს ის იჯარა უნდა გადაიხადოს.

ფეხბურთის ფედერაცია ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად გვითმობს ხოლმე სტადიონს.

პრობლემა რეალურად არსებობს, რადგან მიდმივად დამოკიდებულნი ვართ სხვებზე, ამინდზე და სხვა გარემოებებზე.

ვინაიდან ეროვნულ ნაკრებს ვერ ეძლევა საშუალება ითამაშოს თბილისში არსებულ ორ საერთაშორისო დონის სტადიონზე, იძულებულნი ვართ "ავჭალის სარაგბო სტადიონზე ვითამაშოთ" რომელიც 2 ათას მაყურებელს იტევს. ეს პირდაპირ ურტყამს ჩვენს ავტორიტეტს.

გამოსავალი მოკლევადიან პერსპექტივაში არის ასეთი. წლის დასაწყისში მოხდეს შეთანხმება ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა ეროვნული ჩემპიონატის მატჩები არ დაემთხვას ჩვენი ნაკრების თამაშს.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი, აუცილებელია აშენდეს 25-30 ათასიანი სტადიონი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის.

ჩვენ გვესმის, რომ ეს საკმაოდ ძვირი ჯდება და სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ აქვს საჭირო თანხები.

მაგრამ მიგვაჩნია, რომ უკვე შეიძლება მუშაობა ისეთ თემებზე, როგორიცაა მიწის ნაკვეთის მოძიება და სტადიონის პროექტის შექმნა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
იპოდრომი მშვენიერი აზრია, მანდ შუა სარეკრეაციო ზონაში რო ვიღაცეებს კორპუსების აშენება უნდათ, არ უნდა მიეცეთ უფლება. ევროპაში მწვანე ადგილებს უფრთხილდებიან ჩვენან კიდე პირიქით
კახაბერი
ქუთაისში ცენტრალური სტადიონის გვერდზე შესანიშნავი სტადიონი აშენდება.ვეებერთელა ფართია.ყველაფერი თბილისში ხომ არ იქნება.
tata
ფეხბურთის ფედერაცია გვეხმარებოდა მაგრამ, ფეხბურთიის ჩემპიომატის გულისთვის სტადიონის არ დათმობა არ შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ეს ხომ ის ნაკრებია რომელმაც 3-ჯერ მოიპოვა მსოფლიო თასზე ასპარეზობა.
ramo
გია, იპოდრომზე, ყველაზე ნაღდია. დანგრეული ტრიბუნების წინ ნაკვეთი ვისია? აი ეგ უნდა გამოისყიდოთ. რა დაჯდება 1 ჰექტარი გეყოფათ. ტრიბუნებისადგილი ფაქტიურად მზადარის. მოედანი მილიონი დაჯდესმაქსიმუმ,ტრიბუნები და გასახდელები ალბათ მაქსიმუმ 3 მილიონი. მთავარია ნაკვეთი არ დაჯდეს ძვირი. მერე ნელ-ნელა გაადიდებთ ტრიბუნებს დაამატებთ.
ბესო
ნუღარ გადადებთ, პირდაპირ საქმეზე გადადით, დრო არ ითმენს.........
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა