საქართველოს საქმიანი ვიზიტით ჭადრაკის დიდოსტატი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე სტუმრობს
საქართველოს საქმიანი ვიზიტით ჭადრაკის დიდოსტატი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე - გარი კასპაროვი სტუმრობს.

კასპაროვი 18 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეწვია, სადაც ლეგენდარულმა მოჭადრაკემ მინისტრის პირველ მოადგილე - ზურაბ აზმაიფარაშვილთან ერთად, მედიისათვის პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციას ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი გიორგაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები - თამაზ თევზაძე და რატი ბრეგაძე დაესწრნენ.

პრესკონფერენციაზე კასპაროვმა ჭადრაკის სასკოლო-საპილოტე პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს 100 საჯარო სკოლაში დაინერგება. პროგრამა ქართულ ენაზე ითარგმნა და ქართულ სკოლებში არსებულ სასწავლო პროგრამასთან ადაპტირდა.

ბრიფინგზე კასპაროვმა კომენტარი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად აქამდე დახარჯული 50 მილიარდი დოლარისა, რუსეთის ფედერაციას ოლიმპიური თამაშების ორგანიზების მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს და დღევანდელი გადასახედიდან, ოლიმპიადის ჩატარება შესაძლოა კატასტროფის წინაშე დადგეს.

სამინისტროში ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ კასპაროვმა პროგრამის - "ჭადრაკი სკოლაში" თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის მსვლელობას პარალელურ, "ონლაინ" რეჟიმში ქუთაისის 21-ე და ფოთის მე-2 სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

გარი კასპაროვი: "ყოველთვის მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით. ამჯერად ჩემს ვიზიტს მხოლოდ სპორტული მნიშვნელობა აქვს. ძალიან კარგია, რომ გასულ წელს დაგეგმილი სასკოლო ჭადრაკის პროგრამის რეალიზება მიმდინარეობს და ჭადრაკს სახელმწიფოს მხრიდან კვლავ აქვს მხარდაჭერა.

საქართველოს სკოლებში ჭადრაკის სასკოლო პროგრამის დანერგვა, ვფიქრობ, ზოგადად ჭადრაკის პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და ასევე, გავლენას იქონიებს მოზარდების სამომავლო განათლებასა და აზროვნების დახვეწაზე."

ზურაბ აზმაიფარაშვილი: "მართლაც სასიხარულოა, რომ საქართველოს ასეთი დონის მოჭადრაკე სტუმრობს, როგორიც გარი კასპაროვია.

კასპაროვთან ერთად ჩვენ საქართველოს სკოლებში ჭადრაკის სწავლების იმ თანამედროვე პროგრამის დანერგვას ვცდილობთ, რომელიც მოსწავლეებს არა მხოლოდ ჭადრაკს, არამედ სწრაფად აზროვნებას შეასწავლის.

ეს ყოველივე კი, მოზარდების შემეცნების და განათლების თვალსაზრისით, ძალზედ მნიშვნელოვანია."

გიორგი გიორგაძე: "პროგრამა "ჭადრაკი სკოლაში" ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია.

ასევე, სასიხარულოა, რომ გარი კასპაროვის საჩვენებელ გაკვეთილებში საქართველოს რეგიონული სკოლებიც ჩაერთვებიან და ქუთაისისა და ფოთის სკოლების მოსწავლეებსაც მიეცემათ შანსი, მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკის გაკვეთილები მოისმინონ.

ასე რომ, დასაწყისი ძალზე კარგია და იმედი გვაქვს, აღნიშნული პროგრამა სამომავლოდ დიდ წარმატებას მოგვიტანს."

msy.gov.ge

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა