ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალის პირველი მატჩის წინ
19 თებერვალს, "არსენალისა" და "ბაიერნის" მძაფრი დუელის პარალელურად, პირინეის ნახევარკუნძულზე შედარებით ნაკლებად საინტერესო, მაგრამ არანაკლებ დაძაბული მატჩი გაიმართება: პორტუგალიის ჩემპიონი "პორტუ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების უმთავრეს აღმოჩენას, "მალაგას" უმასპინძლებს.

"მალაგა" ჩემპიონთა ლიგაში დაუმარცხებელია (3 მოგება და 3 ფრე ჯგუფურ ეტაპზე) და ცხადია, ესპანელების მიზანი "ესტადიო დრაგაოზეც" არწაგება იქნება.

ფაქტია, რომ "მალაგას" "პორტუსთან" ამ მიზნის მიღწევა გაუჭირდება, რადგან პორტუგალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამ საშინაო მატჩში შვიდი გოლი გაიტანეს და სამივე მატჩი მოიგეს.

"მალაგას" დაცვაში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. დიდი შანსია, რომ მანუელ პელეგრინიმ სამშაბათს ვერც ელიზეუ გამოიყენოს, ვერც ხესუს გამესი და ვერც მარტინ დემიკელისი.

ფლანგის მცველების გამოჯანმრთელება დიდად საეჭვოა, დემიკელისმა კი ფეხზე დადგომა შეიძლება მოასწროს. ელიზეუს არყოფნა "მალაგასთვის" დიდი დანაკლისი იქნება და ეს უკანასკნელი ძირითად შემადგენლობაში, დაცვის მარცხენა ფრთაზე ანტუნეშმა უნდა შეცვალოს.

"პორტუს" თავკაც ვიტორ პერეირას კი ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს. რაც მთავარია, სრულ მზადყოფნაშია პორტუგალიელთა მთავარი დამრტყმელი ძალა ჯეიმს როდრიგესი.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებს დასასვენებლად ერთით მეტი დღე ჰქონდათ, რადგან კალენდარული მატჩი "ბეირა მართან" (2:0) პარასკევს ჩაატარეს.

აქვე ვთქვათ, რომ "პორტუმაც" და "მალაგამაც" ჯგუფური ეტაპი უპრობლემოდ დაძლიეს. ესპანელებმა პირველ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და აქტივში "მილანის" დამარცხება (1:0) ჩაიწერეს, ხოლო "პორტუმ" ჯგუფში ოთხი თამაში მოიგო და მაინც მეორე ადგილი დაიკავა...

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. პირველი მატჩი

პორტუ-მალაგა 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუ (4-3-3): ელტონი - დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო - ჟოაო მოუტინიო, ფერნანდო, ლუჩო გონსალესი - იზმაილოვი, ჯეკსონ მარტინესი, ჯეიმს როდრიგესი.

მალაგა (4-2-3-1): ვილი - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - ტულალანი, იტურა - ხოაკინი, ისკო, პორტილიო - სავიოლა (ან სანტა კრუსი).

არბიტრი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

ურთიერთშეხვედრები

ჩემპიონთა ლიგაში არ უთამაშიათ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯექსონ მარტინესი: "პორტუს" მეოთხედფინალში გასვლაც შეუძლია და მეტიც

არსენალი VS ბაიერნი - ლონდონში ბრძოლას ვნახავთ

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა