ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

არსენალი VS ბაიერნი - ლონდონში ბრძოლას ვნახავთ

არსენალი VS ბაიერნი - ლონდონში ბრძოლას ვნახავთ

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალის პირველი მატჩის წინ
"ბაიერნთან" მატჩი "არსენალისთვის" ამ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანია და ლონდონელებს სწორედ ასეთი შეხვედრის წინ წაუხდათ ხასიათი - არსენ ვენგერის გუნდი ასოციაციის თასზე ქვედალიგელ "ბლექბერნთან" 0:1 დამარცხდა და ამ ტურნირს გამოეთიშა.

ამრიგად, ლონდონელებმა მორიგი ტიტულის მოგების შანსი დაკარგეს, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ამ სეზონში იმედად მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა დარჩათ და სხვათა შორის, სულაც არ ფიქრობენ, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფ გერმანულ გიგანტთან უშანსოდ არიან.

2005 წელს "არსენალმა" ასოციაციის თასი მოიგო და მას მერე "მეთოფეებს" ტიტული აღარ ღირსებიათ. ახლა კი ვენგერის გუნდი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძველი სათასო ტურნირიდან სულაც ქვედალიგელმა გააგდო, რაც "არსენალის" ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

ამიტომაც იყო, "ემირეითსის" პუბლიკამ საყვარელ გუნდს ობსტრუქცია რომ მოუწყო, ვენგერმა კი აღიარა, რომ მისი გუნდი დღესდღეობით ყველა მატჩისთვის სათანადოდ განწყობას ვერ ახერხებს.

ვენგერი 0:0-ზეც თანახმაა, მაგრამ...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფრანგ სპეციალისტს ყველაზე რთული დროება უდგას მას მერე, რაც "არსენალში" მუშაობა დაიწყო (1996). "მეთოფეები" ორივე თასიდან გავარდნენ, პრემიერლიგაში ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩებიან და ნელ-ნელა ეგუებიან იმას, რომ ეს ზედიზედ მერვე უტიტულო სეზონი იქნება.

შესაბამისად, უფრო და უფრო ხშირად გაისმის საუბრები ვენგერის წასვლის შესახებ და ჩემპიონთა ლიგა და 19 თებერვალს გასამართი თამაში ლამის ერთადერთია, რასაც ვენგერისთვის პოსტის შენარჩუნება შეუძლია.

"ბაიერნთან" დუელები ჩვენთვის შესანიშნავი შანსია საიმისოდ, რათა ყველას დავუმტკიცოთ, რომ "არსენალი" ცოცხალია და ჯერ კიდევ მტკიცე ხასიათი აქვს, - განაცხადა პრესკონფერენციაზე 63 წლის სპეციალისტმა, რომელიც სულაც არ ფიქრობს, რომ მისი გუნდი ბავარიულ გრანდთან აუტსაიდერია, - ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია "ბაიერნის" დამარცხება. 2006 წელი მახსენდება და კერძოდ ის, რომ როცა მადრიდში მივდიოდით, "რეალში" ზიდანი, ბექჰემი, რაული და გუტი თამაშობდნენ, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ!"

"არსენალი" პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ატარებს და ფაქტია, რომ ლონდონელებმა ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთონ, რადგან გასვლით მატჩებში არასახარბიელო ისტორია აქვთ - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფებში სტუმრად ბოლო რვა შეხვედრიდან შვიდი წააგო!

ვენგერმა მატჩის წინა დღეს ამიტომაც თქვა, "ბაიერნთან" საშინაო მატჩში ნომერ პირველი ამოცანა კარის მშრალად შენახვა უნდა იყოსო.

"ცუდი შედეგი არც 0:0 იქნებოდა, მაგრამ, ცხადია, გოლების გატანაც გვინდა," - დასძინა ფრანგმა.

უილშირის იმედად

ლონდონელთა ერთ-ერთი უმთავრესი იმედი 21 წლის ჯეკ უილშირია, რომელიც თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ფორმაც აღიდგინა.

უილშირმა "ბლექბერნთან" მოედანზე 18 წუთი დაჰყო, ბრაზილიასთან ამხანაგურ მატჩში კი (2:1) ინგლისის ნაკრებში ძალიან კარგად იასპარეზა.

"უილშირს შეუძლია, რომ მსოფლიოში საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი გახდეს", - შეგირდს აქებს ვენგერიც. თავად ფეხბურთელს კი მიაჩნია, რომ "ბაიერნთან" დუელებში "არსენალმა" ლონდონის "ჩელსის" უნდა მიბაძოს.

ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენთვის "ჩელსი" მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. მართალია, წინა სეზონში "ჩელსის" ძალიან უჭირდა და ხშირ შემთხვევებში გაუმართლა კიდეც, მაგრამ ამ გუნდმა ხასიათი გამოავლინა და მედგრად იბრძოლა. ჩვენც ასე უნდა ვითამაშოთ!" - აცხადებს უილშირი.

მერტე და პოლდი ყურადღების ცენტრში

ყურადღების ცენტრში მოექცევიან ლონდონელთა გერმანელი ფეხბურთელებიც - პერ მერტეზაკერი და ლუკას პოდოლსკი, რომლებიც ვენგერმა "ბლექბერნთან" სწორედ იმიტომ დაასვენა, რომ "ბაიერნთან" დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვედროდნენ.

მერტე და პოლდი დღეს აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

ლონდონელებს ამ სეზონში გიბსის ტრავმის გამო განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე უჭირთ და მართალია, "მალაგადან" ნაჩო მონრეალი გადაიბირეს, მაგრამ ამ უკანასკნელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს.

რაკი ანდრე სანტოსი ბრაზილიაში გაუშვა, "ბაიერნთან" დაცვის მარცხენა ფლანგზე, სავარაუდოდ, თომას ვერმაელენს ათამაშებს. 18 თებერვლის საღამომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ცენტრალური მცველის, ლორან კოშელნის ასპარეზობაც და თუ "არსენალს" ეს უკანასკნელიც დააკლდა, მაშინ ვენგერს დაცვაში საკადრო პრობლემა ექნება. ასეთ შემთხვევაში არსენი დაცვის ცენტრში, მერტეზაკერთან ერთად, ალბათ ვერმაელენს გაამწესებს.

ჰაინკესი: სიფრთხილე გვმართებს!

ხუთი გამარჯვება, ბურთების შეფარდება 13:0 - "ბაიერნმა" სეზონის ნახევარი იდეალურად დაიწყო და გერმანიაში ქვას ქვაზე არ ტოვებს. ახლა კი ბავარიულ გიგანტს "არსენალი" გამოსცდის. მიუნხენელები ლონდონში თავდაჯერებულები გაემგზავრნენ, თუმცა რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა შეგირდებს მოუწოდა, ნუ დაგაბრმავებთ ის, რომ ლონდონური კლუბი "ბლექბერნთან" დამარცხდაო.

"ამ გუნდით აღფრთოვანებული ვარ. დიდი ხანია, "ბაიერნით" ასე კმაყოფილი არ ვყოფილვარ, მაგრამ აქამდე ჩვენს შესაძლებლობებს მხოლოდ ბუნდესლიგაში ვამტკიცებდით, ახლა კი ჩემპიონთა ლიგაშიც უნდა გავიბრწყინოთ," - განაცხადა ლონდონში გამგზავრებამდე "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"ლონდონისკენ ლონდონის გავლით!" - ასე ჟღერს მიუნხენელთა საჩემპიონთალიგო დევიზი ამ სეზონში, რადგან ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის ფინალი 25 მაისს სწორედ ინგლისის დედაქალაქში, "უემბლიზე" უნდა გაიმართოს.

"ამ თასის მოგება ძალიან მინდა და თან, რაც შეიძლება, სწრაფად! სწორედ ამიტომ ჩემი მიზანი წელს ისაა, რომ ეს არ იყოს ჩვენი ბოლო ვიზიტი ლონდონში," - აცხადებს თომას მიულერი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში. 23 წლის მიულერი ჩემპიონთა ლიგის თასთან შარშანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მიუნხენში გამართულ ფინალში მის მიერ 83-ე წუთზე გატანილი გოლი რეკორდმაისტერს არ ეყო და გეხსომებათ, ფინალი "ჩელსიმ" მოიგო.

"არსენალი" ძალიან კარგად უტევს და მინდა, ჩემი შეგირდები კიდევ ერთხელ გავაფრთხილო - ნუ დაბრმავდებიან იმით, რომ ლონდონელები "ბლექბერნთან" დამარცხდნენ და ამ სეზონში არსახარბიელოდ გამოიყურებიან. გადახედეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ლონდონელთა წინა ხაზზე მოქმედებენ და მიხვდებით, რომ "არსენალთან" ურთულესი მატჩები გველის: პოდოლსკი, უოლკოტი, კასორლა, ჟირუ - მათ ნებისმიერის გამწარება შეუძლიათ," - ეს კი ჰაინკესის სიტყვებია, რომელსაც "ვოლფსბურგთან" მოპოვებული გამარჯვების (2:0) შემდეგ, რითაც "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში 15-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, ხავი მარტინესი უბრუნდება. ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში ლუის გუსტავოს შეცვლის.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი

არსენალი-ბაიერნი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, ვერმაელენი - უილშირი, არტეტა - უოლკოტი, კასორლა, პოდოლსკი - ჟირუ.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი.

არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

ურთიერთშეხვედრები

09.03.2005

არსენალი-ბაიერნი 1:0

გოლი: 1:0 ანრი (66)

22.02.2005

ბაიერნი-არსენალი 3:1

გოლები: 1:0 პისარო (4), 2:0 პისარო (58), 3:0 სალიჰამიჯიჩი (65), 3:1 კოლო ტურე (88)

14.03.2001

ბაიერნი-არსენალი 1:0

გოლი: 1:0 ელბერი (10)

05.12.2000

არსენალი-ბაიერნი 2:2

გოლები: 1:0 ანრი (4), 2:0 კანუ (55), 2:1 ტარნატი (56), 2:2 შოლი (66)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იუპ ჰაინკესი: "არსენალის" შეუფასებლობა არ შეიძლება

პორტუ VS მალაგა - დარჩება "მალაგა" დაუმარცხებელი?

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია

ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს

[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა