საქართველოს წყალბურთელებმა ლენ ტროფის მეორე რაუნდში თამაშით კარგი გამოცდილება მიიღეს
ევროპელ წყალბურთელთა ლენ ტროფის გათამაშების მეორე რაუნდში 32-მა კლუბმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო ილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის გუნდი "ლიგამუსი-თბილისი", რომელიც წილისყრით E ჯგუფში მოხვდა კოტორში (ჩერნოგორია) "კატაროსთან", ათენის "პანიონიოსთან", და თურქეთის "იუზმესთან" ერთად. ჩვენებს (მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი) სასტარო შეხვედრა მასპინძლებთან - ამ საპატიო თასის 2009-2010 წლების გამარჯვებულთან ჰქონდათ. პირველი პერიოდი კოტორელებმა 4:1 მოიგეს, მეორე სტუმრებმა - 4:2. მესამე პერიოდში ერთი ბურთის გაქვითვასაც წინ არაფერი ედგა, რადგან მასპინძლები დაჯარიმდნენ და რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ მსაჯებმა - გერმანელმა რეინინკ გერვინმა და ჰოლანდიელმა ფან დერ ლუუ პეტერმა თბილისელთა საუკეთესო მცველი მარკო კორდიჩი თამაშის ბოლომდე გააძევეს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებმა, სწორედ, "კატაროდან" გადმოიბირეს მარკო წლეულს და, ეტყობა, კოტორელებმა მასზე მსაჯების მეშვეობით ჯავრი იყარეს. ოთხი წუთის განმავლობაში კაცნაკლულმა ქართველებმა მეტოქის იერიშებს ვერ გაუძლეს და 4 "მშრალი" ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. გულგატეხილებმა მე-4 პერიოდი 2:3 წააგეს და საბოლოოდ 7:13 დათმეს შეხვედრა.

როგორც ჩანს, მასპინძლებმა ჯგუფში ჩარჩენის შიშით პირველსავე შეხვედრაში თავი დაიზღვიეს. მეორე ტურში ჩვენები სტამბოლის არცთუ ძლიერ "იუზმეს" დაუზავდნენ (8:8), ხოლო "პანიონიოსთან" სულაც დამარცხდნენ 6:17. პირველ ტურში თურქების მძლეველმა (15:4) ბერძნებმა ასპარეზობის მეორე დღეს თბილისელებსაც მოუგეს 16:6 (5:1, 5:2, 2:2, 4:1. ამ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო კორდიჩს არ უთამაშია). გუშინ ბოლო ტურში "იუზმეს" წინააღმდეგ "ლიგამუსი-თბილისი" უფრო ყოჩაღად გრძნობდა თავს და გაიმარჯვა კიდეც 11:10 (4:2, 3:1, 3:3, 1:4). ბურთები გაიტანეს - რურუამ (3), კორდიჩმა (2), ჩომახიძემ (2) და თითო ხვედელიანმა, ბაღათურიამ, გეგელაშვილმა და ნიკოლეიშვილმა.

თ მ ფ წ ბ ქ

პანიონიოსი 3 3 0 0 48:16 9

კატარო 3 1 1 1 27:32 4

ლიგამუსი-თბ. 3 1 0 2 24:39 3

იუზმე 3 0 1 2 22:34 1

მერვედფინალში "პანიონისი" და "კატარო" გავიდნენ. საქართველოს წყალბურთელებმა, მართალია, შემდეგი ეტაპის საგზური ვერ მოიპოვეს, მაგრამ ორ საკვალიფიკაციო რაუნდში თამამი თამაშით გამოცდილება მიიღეს, რაც ეროვნულ გუნდში საასპარეზოდ გამოადგებათ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ შეხვედრას თბილისის "ოლიმპიკის" აუზში 30 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის წყალბურთელებთან გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

irakli
I LOVE THIS GAME
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა