კიშინიოვის "დაჩიას" მთავარმა მწვრთნელმა 19 წლის ქართველი ნახევარმცველი დუბლებიდან ძირითადში გადაიყვანა
ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონმა" კიშინიოვის "დაჩია" რომ გამოაგდო, მოლდოვასა და საქართველოს საფეხბურთო სამყაროს შორის პატარა საფეხბურთო ომი დაიწყო.

კიშინიოველთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ მაშინ გარკვევით თქვა, რომ მის გუნდში ქართველ ფეხბურთელს აღარ მიიწვევდა.

მაგრამ მოხდა ისე, რომ სწორედ მისი თანხმობით 2012 წელს "დაჩიაში" ქართველი ჩაირიცხა: 19 წლის ნახევარმცველი ლუკა თათხაშვილი ზაფხულში გუნდის დუბლშემადგენლობაში იყო, დეკემბრიდან კი ძირითად გუნდში გადაიყვანეს და ნელ-ნელა შემადგენლობაში იმკვიდრებს ადგილს.

ლუკა მოლდოვამდე გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით იმ "საბურთალოში" თამაშობდა, რომელიც ბოლნისის "სიონის" სახელით დუბლშემადგენლობების ჩემპიონატში ასპარეზობდა. მერე გორის "დილაში" გამოდიოდა, ბოლოს ისევ "სიონში".

როგორ მოიგო თათხაშვილმა ქართველებზე გამწარებული დობროვოლსკის გული?

"სიმართლე გითხრათ, დობროვოლსკის ასეთი დამოკიდებულების მიზეზი არ ვიცი, მაგრამ აშკარად კეთილგანწყობილია და პრესაში ჩემზე ისეთი თბილი კომენტარი გააკეთა, გამიკვირდა - ამ ბიჭმა ქართველებისკენ გამახედაო.

მესიამოვნა, რადგან დიდი ფეხბურთელი იყო, "ჯენოაში", "მარსელსა" და მადრიდის "ატლეტიკოში" უთამაშია და მისგან ასეთი დახასიათება ჩემთვის დიდი სტიმულია.

საერთოდ, მონდომება და თავდადება ნაღდად არ მაკლია და 2 თვის წინ ძირითადში გადმომიყვანა", - ამბობს თათხაშვილი.

ქართველმა შეკრებაზე "დაჩიაში" ხუთი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა:

"უმაღლესი ლიგის გუნდში ბევრად დიდი მოთხოვნებია და ყველაფერს ვაკეთებ, სეზონის დასაწყისს ოპტიმალურ ფორმაში რომ შევხვდე. შეკრებაზე გოლი არ გამიტანია, მაგრამ სამი საგოლე პასი მივეცი.

ჩემპიონატში თამაშები მომიწევს თუ არა, წინასწარ ამაზე არაფერს ვიტყვი, რადგან ფეხბურთში უამრავი გაუთვალისწინებელი ფაქტორი ხდება. მაგრამ მოსამზადებელ ეტაპზე უმაღლესი ლიგის გუნდებთან თამაში არც ფიზიკურად გამჭირვებია და არც ტექნიკურ-ტაქტიკური თვალსაზრისით.

როგორც მოგვიანებით გენერალური დირექტორისგან გავიგე, დობროვოლსკიზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მომიხდენია, კარგი თვალით მიყურებს და მოლდოველ ჟურნალისტთან ჩემზე ამის შემდეგ ილაპარაკა.

ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ნამდვილად არ მამშვიდებს. ფეხბურთში სულ ფორმაში თუ არ იქნები, ლეგიონერს კლუბში ადგილი გარანტირებული არ გექნება - შენ ყოველთვის ადგილობრივზე ორჯერ მეტს გთხოვენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მოლდოვური შთაბეჭდილებები: ყველამ თავის უ.....ს მიხედოს

დობროვოლსკი: "ზესტაფონი" თავის საჯდომზე მაღლა ვერ ახტება

jenera
საგოლ მურთაოზ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა