"ოცნება" და "ნაცმოძი" ქართულ პოლიტიკაში ისევე თამაშობენ, როგორც ესპანეთის პრიმერადივიზიონში "ბარსელონა" და "რეალი"
ისევე, როგორც ზღვაში ქვიშის დათვლა, საქართველოში პოლიტიკური პარტიების დათვლაც ძნელია. ლამის თითო ოჯახზე თითო პარტია მოდის. ხალხიც ზომაზე მეტად არის პოლიტიზირებული. ამის მიუხედავად, უმაღლეს ლიგაში მხოლოდ რამდენიმე პარტია ახერხებს თამაშს.

ტრადიცია არც ბოლო არჩევნებისას დარღვეულა. ამჯერად პარლამენტში მხოლოდ 2 ძალა გავიდა.

"ოცნება" და "ნაცმოძი" ქართულ პოლიტიკაში ისევე თამაშობენ, როგორც ესპანეთის პრიმერადივიზიონში "ბარსელონა" და "რეალი".

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "ბარსელონა" აშკარად "ქართული ოცნებაა", "ნაცმოძი" კი "ბარსასგან" ჩაგრული "რეალი" გამოდის.

იქ, ესპანეთში, "რეალი" სამეფო გუნდია, აქაური "რეალი" საპრეზიდენტო გუნდი გახლავთ.

ჩვენებურ "ბარსელონას" მთავარი მეოცნებე ბიძინა ივანიშვილი უმაგრებს ზურგს. ერთი ხანობა გადავწყვიტეთ, ივანიშვილი ლიონელ მესისთვის შეგვედარებინა, მაგრამ არ გამოვა. ივანიშვილი თავის საქმეში მესიც არის და კიდევ უფრო მეტი. ამიტომ ბიძინა ბიძინად დარჩეს. გუნდის მწვრთნელობა კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მივანდოთ. ვილანოვას ფუნქცია დავით საგანელიძეს ეკისრება. ეგ აძლევს ხოლმე მითითებებს მოთამაშეებს.

მეკარე ვიქტორ ვალდესი ეკა ბესელია გამოდის, "ნაციონალების" დარტყმულებს კარგად იგერიებს ხოლმე. დანი ალვეში ზურა აბაშიძე უნდა იყოს. პიკე - ზაქარია ქუცნაშვილი, კარლეს პუიოლი - ზვიად ძიძიგური, ადრიანო - ოთარ ჩრდილელი, ბუსკეტსი - დათო ბერძენიშვილი, მასკერანო - მანანა კობახიძე, ჩავი - ელისო ჩაფიძე, ინიესტა კი - ბიძინა გუჯაბიძე.

პედრო აუცილებლად თინა ხიდაშელია. ის მოწინააღმდეგეს ხშირად აწიოკებს ხოლმე. აი, მისი მეუღლე კი ნამდვილი პოლიტიკური ლიონელ მესია. დავით უსუფაშვილის ფანკლუბი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა მრავალრიცხოვანი, რაც მან პრეზიდენტს თავისივე სასახლეში "მოაკეტინა". პარლამენტის სპიკერი შესანიშნავ პოლიტიკურ ფორმაშია.

"ნაცმოძი", როგორც უკვე ვთქვით, საპრეზიდენტო გუნდია. ივანიშვილის არ იყოს, სააკაშვილიც ერთადერთია. ამიტომ დავტოვოთ ისევ სააკაშვილად, მისი მსგავსი მაინც არავინაა დედამიწის ზურგზე.

ჩვენებური "რეალის" მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს აშკარად წააგავს მიშა მაჭავარიანი. არა, მაგის გაწვრთნილი გუნდი არსად გაიშვა, უბრალოდ, რაღაცით წააგავს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოურინიოს მზარეულს სახლში "ბარსელონას" მაისური აცვია. მაჭავარიანის ძმა ვანოც "ქართული ოცნების" მაისურით თამაშობს. უფრო ზუსტად, ოცნებობს.

"ნაციონალთა" იკერ კასილიასი დათო ბაქრაძე იყოს. მასავით უწყინარი ადამიანია და მოწინააღმდეგის სიმპათიებსაც იმსახურებს. პოლიტიკური ბურთების აღებაც მშვენივრად ეხერხება.

ალვარო არბელოა გიორგი კანდელაკი იყოს, კარგად თამაშობს დაცვაში. სერხიო რამოსი აკაკი მინაშვილია, პეპე - გოკა გაბაშვილი (მასთან შედარებით ცოტა პუტკუნაა, მაგრამ არა უშავს), მარსელო - ჩიორა თაქთაქიშვილი, მასაც ტრავმა აქვს მიღებული.

ხაბი ალონსო გია ბარამიძე იყოს - იმასავით ხან დაცვაშია, ხან თავდასხმაში. სამი ხედირა გოგა ხაჩიძეა - ორივეს ბლანჟე აქვს და იმიტომ. მესუთ იოზილი - პავლე კუბლაშვილი გახლავთ, ანხელ დი მარია - დავით დარჩიაშვილი.

კრიშტიანუ რონალდუობა კონკურსგარეშე ეკუთვნის დავით საყვარელიძეს. მასავით სიმპათიურია და საკმაოდ კარგად თამაშობს - პოლიტიკურად, თორემ მაგის ნათამაშები ფეხბურთი, მგონი, არავის უნახავს. ქარიმ ბენზემა კი ნუგზარ წიკლაური იყოს. ახლა არ მკითხოთ, რატომო. წიკლაურს ძირითადის მიღმა ვერ დავტოვებდი და ვიღაცისთვის ხომ უნდა შემედარებინა?

ქართული პოლიტიკური "ელ კლასიკო" იმ "ელ კლასიკოსგან" ძალიან განსხვავდება. ამის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოება მაინც უყურებს ამათ ორთაბრძოლებს. სხვა გამოსავალი საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს, ქართულ პოლიტიკურ ავანგარდში მხოლოდ 2 გუნდია მოხვედრილი.

ნამდვილი "რეალისა" და "ბარსელონასგან" განსხვავებით, ესენი რაღაცას ხლართავენ. იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს რეალური ოპონირება გაუწიონ, კოჰაბიტაციობენ.

(იხილეთ სტატია სრულად)

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა"

ნუკრი
უწვალია ავტორს ,როგორ უნდა გაგეცინოს ადამიანს?
giorgi
ეგ რა შედარებააა რა
123
გაიცინეთ, რაა?
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა