იტალიის ნაკრები: ჩერჩიმ პრანდელი გააოცა
გასულ კვირას ჩეზარე პრანდელი "ტორინო"-"ატალანტას" შეხვედრას დაესწრო, რამაც ბევრი გააკვირვა, რადგან პარალელურად სერია A-ს ეგიდით უფრო საინტერესო მატჩებიც იმართებოდა, თუნდაც "სკუადრა აძურას" კანდიდატთა სიმრავლის გადასახედიდან. მოკლედ, სენიორ ჩეზარე მოულოდნელად ტურინს ესტუმრა და "გრანატას" გამარჯვების მოწმე გახდა, 2:1. პრანდელიმ ოლიმპიურ სტადიონზე სტუმრობის მიზეზი გუშინღა გაამხილა:

"ბუნებრივია, ტურინში ეროვნული ნაკრების კანდიდატებს ვაკვირდებოდი, განსაკუთრებით კი - ორ მოთამაშეს. ერთი ალესიო ჩერჩი გახლავთ, ხოლო მეორე ანჯელო ოგბონა. ეს უკანასკნელი ახალი გამოჯანმრთელებულია და საუკეთესო ფორმისგან შორსაა; აი, ჩერჩიმ კი მართლაც გამაოცა... შესანიშნავად ითამაშა, კარგი გოლი გაიტანა და უბურთოდაც დაუღალავად ირბინა. თუ ასე გააგრძელა, ალესიო აუცილებლად მოხვდება ნაკრებში".

ჟურნალისტები 25 წლის ჩერჩისაც შეეხმიანნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს:

"თამაშამდე მითხრეს, რომ სტადიონზე პრანდელი მოვიდა და მაშინვე ვიყნოსე, რომ დაკვირვების სუბიექტი ვიქნებოდი. გამოგიტყდებით და ასეთი მონდომებით არასდროს მითამაშია. თავდაუზოგავად ვირბინე და დაღლა არც კი მიგრძვნია. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სენიორ ჩეზარე გამადიდებელი შუშით მაკვირდებოდა - ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა".

ამასობაში პრესას 19 წლის მაურო იკარდიც გაესაუბრა და განაცხადა, რომ მისი ოცნება არა იტალიის, არამედ არგენტინის ნაკრებში თამაშია: "დიდი მადლობა ჩეზარე პრანდელის ყურადღებისთვის და მთლიანად იტალიას, მაგრამ მე არგენტინელი ვარ. შესაბამისად, ჩემი ქვეყნის ეროვნულ გუნდში მსურს თამაში და ამის დიდი იმედიც მაქვს. მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე და საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იმ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშია, სადაც დავიბადე და გავიზარდე".

შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდიმ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში რამდენჯერმე გაიბრწყინა და უმალ მოექცა ყურადღების ცენტრში. მაუროს იტალიური პასპორტი აქვს და მისი მომავალი "სკუადრა აძურას" დაუკავშირეს - თუმცა ამას მყისვე გამოეხმაურნენ არგენტინელები და კონტრზომებიც მიიღეს... გენუაში "ალბისელესტეს" მთავარი მწვრთნელი ჩავიდა, ფეხბურთელს პირადად გაესაუბრა და როგორც ჩანს, გადაიბირა კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალიის ნაკრები: პრანდელის რჩეულები

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა