თავისუფალ ჭიდაობაში ატლანტას 1996 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ბულგარელმა ვალენტინ იორდანოვმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის თავისი ოქროს მედლის დაბრუნება გადაწყვიტა
თავისუფალ ჭიდაობაში ატლანტას 1996 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ბულგარელმა ვალენტინ იორდანოვმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის თავისი ოქროს მედლის დაბრუნება გადაწყვიტა.

იორდანოვმა, რომელიც ბულგარეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია, ამ ხერხით გამოხატა პროტესტი ოლიმპიური პროგრამიდან ჭიდაობის ამოღების გამო.

სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე 53 წლის იორდანოვმა განაცხადა, რომ პირადად დაუბრუნებს მედალს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ჟაკ როგეს.

იორდანოვს მხარი დაუჭირეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა არმენ ნაზარიანმა და სერაფიმ ბარზაკოვმა, რომელმაც 2000 წელს მოიგო ვერცხლის მედალი. ისინი მზად არიან, სოკ-ის გადაწყვეტილება შიმშილობით გააპროტესტონ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის ორივე სახეობის ამოღების რეკომენდაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომიდან მოდის. ჭიდაობა არ შედის სპორტის სახეობების ძირითად სიაში და პროგრამაში შეიძლება მოხვდეს "დამატებითი" სახეობის სტატუსით. ჭიდაობის კონკურენტებია: ბეისბოლი/სოფტბოლი, კარატე, როლერ-სპორტი, სპორტული მეკლდეურობა, სქვოში, ვეიკბორდინგი და უშუ.

ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 2013 წლის სექტემბერში, ბუენოს აირესში მიიღებენ, სადაც გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო ზარალდება - 2020 წლის ოლიმპიადაზე ჭიდაობა, ალბათ, არ იქნება!

vaxtangi
ამოიღებენ და ძალიან კარგი. ეტყობა ეს სახელოვანი მოჭიდავეებიც ღრმად არიან გახვეული კორუფციულ სქემაში და იმიტომ გაწიწმატდნენ. ის როგორია მედლებს რომ ხსნიან მკერდიდან მოჭიდავეებს. გაისხენეთ ბოლო ოლიმპიადაზე ჩვენი მოჭიდავის ლადო გეგეშიძის ამბავი. მოგებული სხვაკტა წააგებინეს ამ დ,, . რაზე ვსაუბრობთ მაშინ? არა მარტო ჭიდაობა, ყველა ის სპორტული სახეობა, სადაც კორუფციაა ჩაბუდებული, უნდა ამოიღო თამაშებიდან და არა მარტო ოლიმპიური.
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის