უნგრული კლუბის მთავარი მწვრთნელი თბილისის "სასკოს" 19 წლის ფეხბურთელს თურქულ შეკრებაზე აკვირდებოდა
"გიორგი ქვილითაია უნგრული "დიორი ეტოს" მოთამაშეა. ქართველმა თავდამსხმელმა კონტრაქტი ნახევარი წლით გააფორმა და კლუბში ივნისამდე ითამაშებს", - იუწყება "დიორის" პრესსამსახური.

უნგრული კლუბის მთავარი მწვრთნელი ატილა პინტერი თბილისის "სასკოს" 19 წლის ფეხბურთელს თურქულ შეკრებაზე აკვირდებოდა და გადაწყვეტილებაც მიიღო.

შეთანხმება ასეთია: თუ სეზონის შემდეგ "დიორი ეტოს" თავკაცები ქვილითაიას დატოვებას გადაწყვეტენ, უფლება ექნებათ, რომ ზაფხულში ხელშეკრულება ხუთი წლით ავტომატურად გაახანგრძლივონ.

გიორგი ქვილითაიამ შედეგიანი თამაშით საქართველოსა და უცხოეთში არაერთი კლუბის ყურადღება მიიქცია - პირველი ლიგის "სასკოში" ჩატარებულ 16 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა ქართველი ამბიციურ და წარმატებულ კლუბში ჩაირიცხა: პირველი წრის შემდეგ "დიორი" უნგრეთის უმაღლეს ლიგას 38 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევრებს, მტკ-სა და "დებრეცენს" შესაბამისად, 6 და 10 ქულით უსწრებს.

შესაძლოა, უნგრეთის ჩემპიონატი წამყვანი ევროპული ლიგების ნუსხაში არ არის, მაგრამ საშუალო დონეზეა და იქ ასპარეზობით ქვილითაიას უკეთეს ევროპულ ლიგაში მოხვედრის პერსპექტივა გაუჩნდა.

ქვილითაიას გუნდში ქართველი თავდამსხმელი რატი ალექსიძე დახვდა, რომელმაც ამჯერად თავი პირად "ფრონტზე" გამოიჩინა: "დიორი ეტოს" პრესსამსახურმა 34 წლის ალექსიძეს მე-4 შვილის შეძენა მიულოცა, რასაც ჩვენც ვუერთდებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნელი
გიორგი!წარმატებებს გისურვებ!შეგიძლია!მიიღე დ ა ვ ა ლ ე ბ ა დ! გვასახელე!..
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა