NBA-ს მოქმედ ჩემპიონ "მაიამისთან" მატჩში ქართველი ცენტრი ატლანტელთა სასტარტო ხუთეულში იყო
NBA-ს მოქმედ ჩემპიონ "მაიამისთან" მატჩში ზაზა ფაჩულია ატლანტელთა სასტარტო ხუთეულში იყო და ამის მიზეზი არ ყოფილა ვინმეს ტრავმა.

ქართველ ცენტრს თავიდანვე ანდეს მოედანზე ადგილი და "ქორებიც" ბოლო მეოთხედამდე ამარცხებდნენ მრისხანე მეტოქეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. "მაიამიმ" ატლანტელები 103:90 დაამარცხა.

ბოლო პერიოდის დაწყებამდე ატლანტელები 10 ქულით იგებდნენ. გადამწყვეტ 12-წუთეულში მაიამელებმა მეტოქეს, რომ იტყვიან, საკალათბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს: მეოთხედი 40:17 მოუგეს და ცხადია, გამარჯვებაც მოიპოვეს.

ფაჩულიამ 24,40 წუთი ითამაშა და მოედანი 4 ქულით, 7 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დატოვა.

ზაზამ 3-იდან 1 ორქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო. ატლანტელთაგან 27 ქულით და 9 მოხსნით ალ ჰორფორდი გამოირჩა, ხოლო სამარქაფო კაილი კორვერმა 12 ქულა მიითვალა.

ატლანტელებს 29 მოგების წილ 22 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 საფეხურზე არიან.

განაცხადში ისევ ვერ მოხვდა თორნიკე შენგელია, რომლის "ბრუკლინმაც" სტუმრად "მილუოკი" 97:94 დაამარცხა. ბრუკლინელების მონაგარი 32 მოგება, 22 წაგება და აღმოსავლეთის ცხრილში მე-4 ადგილია.

მომდევნო მატჩში, 22 თებერვალს, ბრუკლინელები "ჰიუსტონს" უმასპინძლებენ, ხოლო ამავე დღეს "ატლანტა" "საკრამენტოს" მიიღებს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა