ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რუსებისთვის საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელი ურჩხულია

რუსებისთვის საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელი ურჩხულია

ერთ-ერთ რუსულ სარაგბო ვებგვერდზე საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებაზე საინტერესო წერილი გამოქვეყნდა
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მესამე ტურის მატჩში სტუმრად სოჭში, რუსეთის ეროვნულ გუნდს 23 თებერვალს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნები" ამ მეტად პრინციპული მატჩისთვის "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ემზადებიან და 20 თებერვალს ღია ვარჯიში გამართეს.

ვარჯიში 10 საათზე იყო დანიშნული, თუმცა გუნდი მოედანზე ნახევარი საათის დაგვიანებით გამოჩნდა.

მილტონ ჰეიგის მიერ გაფართოებულ შემადგენლობაში გამოძახებული ყველა მორაგბე სრულიად ჯანმრთელი იყო და წვრთნაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

სრული დატვირთვით ივარჯიშა მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმაც, რომელსაც ყვრიმალი ჰქონდა დაშავებული და შეძლებს თუ არა სოჭში თამაშს, 21 თებერვალს გაირკვევა.

ვარჯიში ტრადიციული მოთელვით, ოღონდ ამჯერად განსხვავებული, სახალისო სისტემით დაიწყო.

ოცწუთიანი გახურების შემდეგ ჰეიგმა გუნდის ერთ ნაწილს ყვითელი მოსაცმელები ჩააცვა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთთან მატჩში ძირითადი შემადგენლობა იქნება. ის არაფრით განსხვავდებოდა მეორე ტურში პორტუგალიის ნაკრებთან მატჩის შემადგენლობისგან.

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

პირველი ვარჯიში რაკში შესვლას, იქიდან სწრაფად გამოსვლასა და გადაწყობას დაეთმო. სამი მორაგბე რაკში შედის, სწრაფად გამოდის, გადაწყობაც მალევე ხდება და ისევ რაკში შედის.

ამას მოჰყვა სავარაუდო ძირითადი გუნდის დაცვაში ვარჯიში. სათადარიგოები უტევდნენ და ყვითელმოსასხამიანები ცდილობდნენ, მათთვის მოქმედების არეალი შეეზღუდათ.

დაცვაში ჰეიგმა თითქმის მთელი გუნდი ავარჯიშა. ის ხშირად ცვლიდა მორაგბეებს, ისე, რომ ყვითელი მოსასხამით გარჯა ყველას მოუწია.

მერე "ბორჯღალოსნებმა" აქამდე დამუშავებული შეტევის კომბინაციები გაიმეორეს, რომლებიც სათავეს სტატიკური მდგომარეობებიდან, შერკინებიდან და დერეფნიდან იღებდნენ.

აღსანიშნავია, რომ წვრთნაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს რაგბის კავშირის მიერ მოწვეული ახალზელანდიელი მსაჯი რიჩარდ კელი. ის თამაშის სხვადასხვა ეპიზოდის განსჯას ცდილობდა, რაც ჩვენს მორაგბეებს სათამაშო დისციპლინის დაცვაში ეხმარებოდა.

ვარჯიშის მიწურულს ჰეიგმა ცხრა ნომრები: გიორგი ბეგაძე და ვაჟა ხუციშვილი დაიმარტოხელა და ორმოცმეტრიანი ხაზიდან მეტოქის ზურგს უკან ბურთის აბრაგანით გადატანაში ავარჯიშა.

მოგვიანებით მათ გარემარბები ირაკლი მაჩხანელი და თამაზ მჭედლიძე შეუერთდნენ, რომლებიც დაკიდებულ ბურთებს იჭერდნენ.

ამ დროს ჰეიგის ასისტენტები ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე მორკინალებს შერკინების დახვეწაში ეხმარებოდნენ.

ცალკე საკმაოდ დიდხანს ურტყამდნენ კარში სხვადასხვა პოზიციიდან ფულბეკები: მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი ყიასაშვილი და ბექა წიკლაური.

ამასობაში სოჭში ინტენსიურად ემზადება რუსეთის ნაკრებიც, რომლის გაფართოებულ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა.

ტრავმების გამო საწვრთნელი ბანაკი დატოვეს მაქსიმ კისილიოვმა, ანდრეი გარბუზოვმა და მაქსიმ სტურზამ. მათ ნაცვლად რუსთა უელსელმა მწვრთნელმა კინგსლი ჯოუნზმა მოსკოვის "სპარტაკის" მესამეხაზელი დიმიტრი მალიაკინი და კრასნოდარის "ყუბანის" შერკინების ბურჯი მაგომედ დაუდოვი მიიწვია.

როგორც რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ახალგაზრდა დაღესტნელი პირველხაზელი, რომელმაც კლუბის შემადგენლობაში შარშანდელ სეზონში შესანიშნავად იასპარეზა, ნაკრებში "ყუბანის" მთავარ მწვრთნელთან, ალექსანდრ ალექსეენკოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიწვიეს, რადგან შერკინების მარცხენა ბურჯის პოზიციაზე სხვა კანდიდატები: სერგეი პოპოვი, სერგეი ნოვოსიოლოვი და ვლადიმირ ბოტვინნიკოვი ტრავმირებულნი არიან.

კიდევ ერთ რუსულ სარაგბო ვებგვერდზე, რომელიც ჩვენს კოლეგას სტას კოლპაკოვს ეკუთვნის, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებაზე საინტერესო წერილი გამოქვეყნდა სათაურით "ლანცელოტს ურჩხულის დამარცხება შეუძლია?" გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"რაც დრო გადის, მით უფრო ძნელი ხდება, შეარჩიო სიტყვები რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირების თაობაზე.

მატჩის შედეგი ადვილად პროგნოზირებადია, ამ ორ გუნდს შორის სათამაშო დონის სხვაობა სულ უფრო იზრდება, ოპტიმიზმის საფუძველი კი მცირდება.

ყოველ წელიწადს იძულებულნი ვართ, ჩამოვთვალოთ ის უპირატესობები, რაც საქართველოს ნაკრებს გააჩნია.

ამ გუნდის მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა საფრანგეთის კლუბებში თამაშობს. ნაკრებს ზურგს უმაგრებს მსოფლიოს თასის სამი გათამაშების გამოცდილება და თანაც, რაგბი საქართველოში ერთი უცნაური თამაში არ არის, არამედ შესანიშნავი საშუალებაა, ცხოვრებაში რამეს მიაღწიო.

ცოდვა გამხელილი სჯობს და ყოველივე ამას ემატება ჩვენს სახელმწიფოთა შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა, რომელიც ცეცხლზე ნავთს ქართველებისთვის ასხამს.

ამასთან ერთად, ეჭვი მეპარება, რომ სოჭში რუსეთის ნაკრების მხარდასაჭერად იმის მეხუთედი ქომაგი მივიდეს, რაც საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად შარშან თბილისში ან თუნდაც უფრო ადრე ტრაბზონში მივიდა.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა: თამაში 23 თებერვალს, სამშობლოს დამცველის დღეს გაიმართება, რომელიც მანამდე საბჭოთა კავშირის წითელი არმიის დაარსების დღე იყო.

ჩვენს მეტოქეს მოტივაცია ისედაც არ აკლია და გამარჯვება იმ დღეს, რომელიც მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო ძლიერებას აღნიშნავს, განსაკუთრებულ ხიბლს იძენს.

- შეუძლია თუ არა რუსეთის ნაკრებს 23 თებერვალს დაამარცხოს საქართველოს ეროვნული გუნდი?

- შეუძლია. ოღონდ, თუ რკინაბეტონისებურ სათამაშო დისციპლინას დიდი ეშმაკობაც დაემატება, თუ უკიდურეს თავდადებას მივუმატებთ, მკაცრ გათვლას და ფორტუნაც თუ გაგვიღიმებს.

- ძალიან ბევრი "თუ" ხომ არ გამოვიდა?

- დიახ, ბევრია.

- მაგრამ რა ვქნათ, ჯერჯერობით სხვაგვარად არაფერი გამოდის."

საქართველო

პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე)

მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).

მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).

#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).

#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).

#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

რუსეთი

ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი), მიხაილ ბაბაევი, ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, იგორ კლუჩნიკოვი, სერგეი ტრიშინი, ალექსანდრ იანუშკინი (ყველა - ვვა), პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, ინოკენტი ზიკოვი, იგორ კურაშოვი, ევგენი პრონენკო, ანდრეი ტემნოვი, ალექსეი შერბანი (ყველა - ენისეი), ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, მაქსიმ კისილიოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ანდრეი ოტროკოვი, ანტონ რიაბოვი, მაქსიმ სტურზა, მაქსიმ ტიმოშუკი (ყველა - კრასნი იარი), ანდრეი იგრეცოვი (ფილი), პაველ კვერნაძე (სპარტაკი), კირილ კულემინი (ლონდონ ველში), იური კუშნარიოვი (ყუბანი), ანდრეი პოლოვალოვი, არტიომ ფატახოვი, სერგეი იანუშკინი (სამივე-აგროუნივერსიტეტი), სერგეი სუგრობოვი (სლავა).

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რუმინეთი 2 2 0 0 +21 8

2. საქართველო 2 2 0 0 +17 8

3. რუსეთი 2 1 0 1 -11 4

4. ბელგია 2 0 1 1 -4 3

5. ესპანეთი 2 0 1 1 -4 3

6. პორტუგალია 2 0 0 2 -19 1

III ტური. 23 თებერვალი

რუსეთი-საქართველო

ესპანეთი-რუმინეთი

პორტუგალია-ბელგია

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• mum

რა მეორე ადგილი ,რის მეორე ადგილი?ხომ არ გაგიჟდით!აქამდე საქართველოს ნაკრებს იმიტომ ცემენ პატივს რომ ყველა ტამაშზე ომობენ ბიჭები და რაც შეუზლიათ აკეთებენ.რუსებს რაც შეეხებათ უარყოფითად იმოქმედებს ჩვენებზე ის რომ პოლიტიკური სიტუაცია განიმუხტა და ის ჟინი შეიძლება აღარ ქონდეთ რაც აქამდე ქონდათ,..

• gio

1 ადგილი იმის გარანტიაა რომ ჯგუფში ერთ თამაშს მაინც მოვიგებთ მსოფლიოზე. იტალიასთან მოხვედრა მე არ მინდა, იტალია ამ ეტაპზე ჩვენზე 1 თავით მაღლა დგას.

• გიორგი

არ ვიცი რა ჭორები ვრცელდება,არ მომისმენია..მაგრამ მე მინდა ამ ჯგუფიდან გავიდეთ მე-2 ადგილიდან,რათა მსოფლიოზე მოვხვდეთ იტალიასთან ერტად ჯგუფში.ანუ მეორდება წინა შესარჩევის ვარიანტი.იტალიასთან ჯახი მაინტერესებს,თუ ირბ-ში ვინმესთვის რაღაცის დამტკიცება გვსურს,და გვსურს ექვს ერზე ჩვენი დამატების შანსი ჯერჯერობით იტალიასთან წარმატებული თამაშებზე გადის..რუსეთთან და რუმინეთთან მოგებები არაფერს გვძენს ამ კუთხით.. ტაქტიკური მანევრი შესაძლებელია საბოლოო მიზნის მისაღწევად.. რაგბიში ესეთი რამეები არ მოდისო,იტყვის ვიღაც..ძალიანაც კარგად მოდის..გააჩნია რა მიზანი აქვს გუნდს..

• aaa

ზალანდისს და ფიჯის ტამაშს ვიყურე და არაფერი ფიზიკური/ათლეტური/ბრძოლა მე არ დამინახია. ეტYობა საქართველოს ნაკრებს ფიზიკური თამაშით უკეთებს კომპენსაციას აზროვნების დეფიციტს მოედანზე.

• Bacho gelashvili

ღრუსებს რომ მოვუგებთ უეჭველია ჩვენი ბიჭები თავს არ დაზოგავენ! ამ შემადგენლობით საერთოდ მიწასთან გავასწორებდით 46:0 მოსაგონარი იქნებოდა !!! კაკოვინი ნატრიაშვილი ზირაქაშვილი დათუნაშვილი ვ.მაისურაძე Kოლელიშვილი ბასილაია გორგოძე "კაპ " მეკო ხმალაძე შარიქაძე კაჭარავა თოდუა ბ.ურჯუკაშვილი მაჩხანელი

• jinjin

სოჭიც ხომ აფხაზეთია ასე რომ სახლში გვაქვს თამაში

• jariskaci

რაგბი- იგივე ბრძოლაა უიარაღოთ, აქ მხოლოდ და მხოლოთ ერთი იარაღია- ბიჭებთან ერთად საქართველოს გული სძგერს. დიდება ჩვენს გმირებს. მიწა არ დათმოთ ბიჭებო მოედანზე, ეგ იგივე საქართველოს მიწაა.

• zizi

აფხაზეთზე ვეყომაროთ

• reportaji

ტელევიზიით რეპორტაჟი არ იქნება თუ იცით?

• mdaaa...

არანაერი დათმობა, პოლიტიკა სხვაა, რაგბი ჩვენ ქართულად მოვნათლეთ, ეს უფლის დამადლებული ნიჭია, არ დათმოთ რუსებთან არ გაქვთ უფლება!!!!

• არ გაბედოთ!!!!!

ჭორი გავრცელდა, საქართველოს ნაკრები თამაშს უთმობსო რუსებს და დამარცხდებიანო პოლიტიკის გამო და თან ტოტალიზატორით ფინანსურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებენო!!!! არ გაბედოთ დამარცხება არაფრის გამო, თორე ერი ეგრევე შეგიძულებთ!!!!

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

[VIDEO] თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა - რატომ აიძულებენ წასვლას?

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა