თეირანში შესუსტებული შემადგენლობით მოასპარეზე ჩვენმა ნაკრებმა ცუდი სტარტი აიღო - პირველი შეხვედრა ამერიკის ნაკრებთან 2:5 დათმო
21 თებერვალს თეირანში დაიწყო მსოფლიოს თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში. სამწუხაროდ, შესუსტებული შემადგენლობით მოასპარეზე ჩვენმა ნაკრებმა ცუდი სტარტი აიღო - პირველი შეხვედრა ამერიკის ნაკრებთან 2:5 დათმო.

ჩვენებიდან მალხაზ ქურდიანმა (60) და თედორე ებანოიძემ (96) გაიმარჯვეს - პირველმა ოლიმპიური პრიზიორი სკოტ კოლემანი დაამარცხა, მეორემ - ჯეიმს ბერგმანი.

გივი დავიდოვი (55) ობენსონ ბლანკთან დამარცხდა, მალხაზ ზარქუა (66) - ბრენტ მეტკალფთან, იაკობ მაქარაშვილი (74) - ოლიმპიურ ჩემპიონ ჯეიმზ ბაროუზთან, ვინც წინასწარი განცხადებების მიუხედავად, მაინც დააყენეს ნაკრებში.

ნოდარ ეგაძემ (84) მაქსველ ასკრენთან წააგო, თორნიკე ხიდეშელმა (120) - ტერველ დლაგნევთან.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში აშკარად მოგებაზე დაგეშილმა მასპინძელთა ნაკრებმა იაპონია 7:0 გაანადგურა.

მეორე ტურში ჩვენები ისვენებენ, ირანმა კი მეორე ბრძოლაც მოიგო, ამჯერად - ბულგარეთთან, რომელთანაც ერთი პაექრობა დათმო და 6:1 აჯობა.

იაპონია-აშშ-ის შეხვედრა ჯერ არ დაწყებულა, ჩვენებს კი მესამე ტურში უძნელესი ბრძოლა ელით მასპინძლებთან. დარჩენილ ორ პაექრობას ალექსანდრე კახნიაშვილის შეგირდები ბულგარეთსა და იაპონიასთან გამართავენ ასეთივე თანმიმდევრობით. ჯგუფის მთავარი შეხვედრა კი, მეოთხე ტურში, გაიმართება ირანსა და აშს-ს შორის.

დიდი შანსია, აქ ლონდონის ოლიმპიადის ფინალი განმეორდეს ამერიკელ ბაროუზსა და ირანელ საედ სადეგ გოუდარზის შორის - ორივე მათგანი განაცხადშია.

ასევე იხილეთ:

თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: წილისყრამ არ დაგვინდო

soso
ირანთან სამარცხვინოდ წავაგეთ 7:0
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა