"8 ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში შემთხვევის წყალობით ვერ იქნები"

როგორც ედი რეიამ განაცხადა, როდესაც ჩემპიონატის დაწყებიდან რვა ტურია გასული და სატურნირო ცხრილში კვლავაც პირველ ადგილზე ხარ, შემთხვევითობაზე საუბარი შეუძლებელია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ლაციოს" მწვრთნელი ილუზიებშია და სკუდეტოს მოპოვებაზე ფიქრობს. ამაზე მისი კომენტარი მეტყველებს:

"სკუდეტო? - ამაზე სხვა გუნდებმა უნდა იფიქრონ, მაგალითად "ინტერმა", "იუვენტუსმა" ან "მილანმა". ჩვენი მიზანია, რომ ექვსეულში მოვხვდეთ და ევროტურნირის საგზური მოვიპოვოთ. მართალია, სრულიად კანონზომიერია ის, რომ ცხრილს სათავეში ვუდგავართ, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩემპიონატის სტარტზე საკმაოდ კარგი კალენდარი შეგვხვდა. ძლიერი გუნდების უმეტესობასთან წინ გვაქვს თამაშები და ვნახოთ, რა შედეგს ვაჩვენებთ მათთან. ასე რომ, ჯერ მაღალ მიზნებზე საუბარი ძალიან ადრეა".

იტალიაში "ლაციოს" 1985 წლის "ვერონას" ადარებენ, გუნდს, რომელმაც ყველასათვის მოულოდნელად სკუდეტო მოიგო. რეია ამ საკითხზეც აკეთებს კომენტარს: "მე თუ მკითხავთ, "ვერონას" მაშინ იდეალური გუნდი ჰყავდა და სრულიად ლოგიკურად გახდა იტალიის ჩემპიონი. მართალია, ფავორიტებად არ ითვლებოდნენ, მაგრამ შემადგენლობა არავისზე ნაკლები არ ჰყავდათ. მაშინ, სერია A-ში გაცილებით ცოტა ლეგიონერი თამაშობდა და საშუალო ფინანსური შესაძლებლობების გუნდებს წარმატების მიღწევის მეტი შანსი ჰქონდათ. დღეს კი, ნამდვილად ვერ დავიკვეხნით, რომ შემადგენლობით გრანდებს ვუტოლდებით. როდესაც "მილანის" და "ინტერის" სახელფასო ფონდი ოთხჯერ აღემატება ჩვენსას, ძნელია სკუდეტოზე და უმაღლეს მიზნებზე იფიქრო. მიუხედავად ამისა, თითოეულ პაექრობაში, თუნდაც გრანდებთან მხოლოდ სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ".

რეიას თქმით, "ლაციოს" ჩემპიონატის სტარტზე იოლი კალენდარი შეხვდა, მაგრამ შეგვიძლია ერთი მოარული ფრაზა გავიხსენოთ, რომლის მიხედვითაც ჩემპიონი ხდება ის, ვინც სუსტ გუნდებთან არ კარგავს ქულებს. მართალია, "ლაციოს" სასკუდეტო პერსპექტივაზე საუბარი ჯერ მართლაც ძალიან ადრეა, მაგრამ თუ ასე გააგრძელეს დედაქალაქელებმა, წესით ოთხეულისთვის ყველა შემთხვევაში უნდა იბრძოლონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა