ფეხბურთელები, რომელთაც კლუბები კეთროვანივით უნდა ერიდონ
მსოფლიოში არიან ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა გუნდთან ერთად, უმაღლესი ლიგიდან გავარდნილან. არიან ისეთებიც, ვისაც უმაღლესი დივიზიონი ერთი გუნდის რიგებში რამდენჯერმე დაუტოვებიათ და არის ისეთი, ვინც ზედიზედ ორი სეზონი მსოფლიო ფეხბურთის გრანდებში ითამაშა, მაგრამ...

ადალბერტო რომანი

ადალბერტო რომანი "რივერ პლეიტის" პარაგვაელი ფეხბურთელია, რომელიც ამ გუნდში 2010 წელს "ლიბერტადიდან" გადავიდა. პარაგვაული ფეხბურთის გრანდთან ერთად, რომანმა ქვეყნის ჩემპიონატი 4-ჯერ მოიგო, 2009 წელს კი ნაკრებშიც გამოიძახეს. ამის შემდეგ ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა გრანდმა მიიწვია...

თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ რომანის პრობლემები სწორედ არგენტინაში დაიწყო. "რივერმა" საშინელი სეზონი ჩაატარა და ისტორიაში პირველად, პრიმერა დივიზიონიდან გავარდა. ყველა სიკეთესთან ერთად, გულშემატკივრებმა ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ სწორედ პარაგვაელი ფეხბურთელი მიიჩნიეს. ამ და სხვა მიზეზების გამო ადალბერტო გუნდიდან წავიდა, ოღონდ იჯარით და ბრაზილიას მიაშურა, სადაც... "პალმეირასში" ჩაირიცხა.

სეზონი ბრაზილიური გუნდისთვის შესანიშნავად დაიწყო: "პალმეირასმა" ბრაზილიის თასზე იმარჯვა და კოპა ლიბერტადორესის საგზური მოიპოვა, მაგრამ ჩემპიონატში გუნდს საქმეები ცუდად წაუვიდა და შედეგად, "პალმეირასი", ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი, სერია A-დან გავარდა.

წარმოიდგინეთ, როგორი უიღბლო უნდა იყო, რომ ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში სამხრეთამერიკული და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიო ფეხბურთის გრანდებში ითამაშო და ორივე ეს გრანდი შენი იქ ყოფნის პერიოდში ლიგიდან გავარდეს! თანაც, თუ "პალმეირასს" ასეთი რამ ისტორიაში მესამედ დაემართა, "რივერი" პირველად და ალბათ უკანასკნელად გავარდა.

25 წლის ფეხბურთელი იანვარში "რივერს" დაუბრუნდა და არგენტინის ახალ ჩემპიონატში ორივე შეხვედრაში ითამაშა. საბედნიეროდ, ქვეყნის 33-გზის ჩემპიონმა ორივე მატჩი მოიგო და წელს გავარდნა, ალბათ, არ დაემუქრება, თუმცა ვინ იცის, რომანი ხომ ისევ გუნდშია...

სერხიო გარსია

კიდევ ერთი უცნაური ბედის ფეხბურთელი ესპანეთში თამაშობს და მისი შემთხვევა შესაძლოა, ბევრი თქვენგანისთვის ცნობილია. საუბარია სერხიო გარსიაზე, "ბარსელონას" აღზრდილ ფეხბურთელზე, რომელიც აგერ, უკვე 3 წელია, "ესპანიოლის" ღირსებას იცავს. 29 წლის ფეხბურთელს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები (2 თამაში) და 2008 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა, კარიერის განმავლობაში სულ ხუთ კლუბში უთამაშია ("ბარსელონა", "ლევანტე", "სარაგოსა", "ბეტისი" და "ესპანიოლი") და აქედან, მისი გუნდში ყოფნის პერიოდში, მხოლოდ კატალონიური გუნდები არ გავარდნილან!

2004/05 წლების სეზონში გარსია "ბარსამ" "ლევანტეში" გაანათხოვრა, რომელმაც ჩემპიონატი მე-18 პოზიციაზე დაასრულა და პრიმერას დაემშვიდობა. ამის შემდეგ ფორვარდი "სარაგოსაში" გადავიდა, სადაც პირველი ორ სეზონში გაუჭირდა, მესამე სეზონში კი ძირითადში დამკვიდრდა, ყველა შეხვედრაში ითამაშა და სეზონის ბოლოს ევროპის ჩემპიონატზეც მოხვდა. თითქოს იდეალური სურათია... არაფერიც, "სარაგოსამ" იმ ჩემპიონატში მე-18 პოზიცია დაიკავა და სეგუნდაში ჩაეშვა.

აქვე დავამატოთ, რომ იმ სეზონის დაწყების წინ "სარაგოსა" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებლად მოიაზრებოდა, რადგან გუნდში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობდა. თავად განსაჯეთ, 2007/08 წლების სეზონში, სერხიო გარსიას გარდა, არაგონული კლუბის ღირსებას იცავდნენ: მეკარე სესარი, მცველები რობერტო აიალა, ხუანფრანი, კარლოს დიოგო, სერხიო, ნახევარმცველები პაბლო აიმარი, გაბი, ალბერტ სელადესი, პეტერ ლუქსენი, ანდრეს დალესანდრო, მათუზალემი, ფორვარდები რიკარდო ოლივეირა და დიეგო მილიტო...

მომდევნო სეზონი, უკვე ევროპის ჩემპიონის რანგში, სერხიომ "ბეტისში" დაიწყო. ჩემპიონატში 9 გოლიც გაიტანა, რაც მისთვის დღემდე საუკეთესო შედეგია, მაგრამ "ბეტისი" 38-ე ტურის შემდეგ... მე-18 ადგილზე აღმოჩნდა და ლიგიდან გავარდა. რა გასაკვირია, რომ ამის შემდეგ სერხიოს გადაბირებით არავინ დაინტერესდა. 2009/10 წლების სეზონი მან სეგუნდაში გაატარა და "ბეტისს" პრიმერას საგზურის მოპოვებაში დაეხმარა, რის შემდეგაც გუნდი ვალმოხდილმა დატოვა და "ესპანიოლს" მიაშურა.

პირველი ორი სეზონი უჩვეული გამოდგა, რადგან "ესპანიოლმა" მე-8 და მე-14 ადგილები დაიკავა. სამაგიეროდ, წელს ყველაფერი სერხიო გარსიასთვის ნაცნობი სცენარით ვითარდებოდა – კატალონიელები კატასტროფულ მდგომარეობაში იყვნენ და 13 ტურის შემდეგ 9 ქულით ბოლო პოზიციას იკავებდნენ. ამის შემდეგ "ესპანიოლის" ხელმძღვანელებმა გუნდში ხავიერ აგირე მოიყვანეს და გუნდი ერთიანად გარდაიქმნა.

მექსიკელის მოსვლის შემდეგ "ესპანიოლმა" პრიმერაში 11 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი, ისიც "ბარსელონასთან" წააგო, დანარჩენი 10 მატჩიდან კი 6 მოიგო, მათ შორის ბოლო 3 ზედიზედ.

ამჟამად სერხიო გარსიას გუნდი მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მე-18 პოზიციაზე მყოფ "სელტას" 12 ქულით უსწრებს. მოკლედ, სერხიო გარსია კი ეცადა, მაგრამ ხავიერ აგირემ მას გეგმები აურია. ასე რომ, დიდი ალბათობით, მორიგი გუნდის გასაგდებად, გარსიას მოცდა მომავალ სეზონამდე მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა