ბარი, სადაც "ტოტენჰემის" გულშემატკივრებზე თავდასხმა მოხდა
ევროპალიგის პლეი ოფის შეხვედრაში "სტად დე ჟერლანზე" "ლიონმა" "ტოტენჰემს" განმეორებით შეხვედრაში უმასპინძლა.

ფრანგებმა ფეხბურთის დაწყებამდე ბევრად ადრე გადაწყვიტეს სტუმრებთან ანგარიშის გასწორება. ხუთშაბათს, გამთენიისას, ლონდონელ ფანებს ადგილობრივი ნიღბიანი და ნაცისტურსიმბოლიკიანი ხულიგნები ქალაქის ერთ-ერთ ბარში (სახელად Smoking Dog) დაესხნენ თავს. მართალია, ადგილზე 150 ლონდონელი იმყოფებოდა, მაგრამ როგორც მოწმეები აცხადებენ, თავდასხმა მომენტალურად დაიწყო. ისროდნენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ, მათ შორის, სკამებს, თეფშებს, ქვებს. პაბში მყოფმა ინგლისელებმა ისღა მოახერხეს, რომ მაგიდები ამოატრიალეს და თავი შეაფარეს. საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა.

ამბულატორიული დახმარება სულ სამ ადამიანს დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოლონდონელთა თაყვანისმცემლებზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის. 20 ნოემბერს რომში, ამ მხრივ, "ლაციოს" ფანებმაც გამოიჩინეს თავი. ოღონდ მაშინ შედეგები უფრო მძიმე იყო - "ულტრასებმა" ხუთი ადამიანი დანით დაჭრეს. "ბიანკააძურის" ფანებმა "დეზებს" არც სტადიონზე დააკლეს ხელი. სტუმართა შავკანიანი ფეხბურთელები რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლნი გახდნენ. ამ ყოველივეს გამო უეფამ "ლაციო" 120 ათასი ფუნტით დააჯარიმა.

ისევე, როგორც რომში, თავდასხმა ამჯერადაც კარგად დაგეგმილი იყო. აი, რას აცხადებს ლიონური პაბის ინგლისელი მეპატრონე დეივ ილსი:

"დარბაზში უამრავი ინგლისელი იჯდა. ისინი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას ადევნებდნენ თვალს. მოულოდნელად 50-მა ადამიანმა გარეთა ფასადის შუშებს ჯერ ქვები და შემდეგ მინის მსხვრევადი საგნები დაუშინა. ისინი სწრაფად გაიქცნენ, მაგრამ მალევე დაბრუნდნენ და იგივე გაიმეორეს. ოღონდ ამჯერად უფრო ცოტანი იყვნენ, ალბათ 20-25 კაცი. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ. დახმარება სამ ადამიანს დასჭირდა. აქედან ერთს თავი ჰქონდა გატეხილი. ასეთი კატეგორიის ადამიანებთან შეხვედრა ძალიან საშიში ყოფილა. აქამდე არაფერი ამის მსგავსი არ მინახავს".

"გარდიანის" მტკიცებით, ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფები ილსს წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ ინგლისელთა მასობრივ თავშეყრას არ დაუშვებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიონში ჩასული ლონდონელი ფანები დაარბიეს

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა