ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მესაფლავეები მაწანწალების წინააღმდეგ

მესაფლავეები მაწანწალების წინააღმდეგ

“ცრვენა ზვეზდასა” და “პარტიზანის” დიდი დაპირისპირებების ისტორია
მარადიული დერბი-ასე ჰქვია სერბეთის ორი გრანდის, “ცრვენა ზვეზდასა” და “პარტიზანის” დაპირისპირებას, რომელზე საუბარსაც დღევანდელ ნომერში ვაპირებთ. ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ სერბული ორთაბრძოლა არაფრითაა გამორჩეული, მაგრამ ამ სტატიის წაკითხვისას ბევრ საინტერესო ფაქტს გაეცნობა. მოდით, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ...

კლუბების შექმნის ისტორია

ორივე გუნდი 1945 წელს დაარსდა. “პარტიზანი” სახალხო არმიის კლუბი იყო, ხოლო “ცრვენა ზვეზდა” იუგოსლავიის სახალხო პარტიამ, “ანტი-ფაშისტურმა ალიანსმა” შექმნა. ქვეყნის პირველობაზე თუ თასზე ამ გუნდების გზები ხშირად იკვეთებოდა და ბოლოს ისე მოხდა, რომ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ.

გულშემატკივრები

“მარადიული დერბი” ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სახელმწიფოში პოპულარულია. სერბეთის შემდეგ ამ გუნდებს გამორჩეულად მონტენეგროში და ბოსნიაში გულშემატკივრობენ. სერბთა 50% “ცრვენა ზვეზდას” ქომაგია, ხოლო “პარტიზანს” 32.2% უჭერს მხარს. საფეხბურთო ექსპერტები იმასაც კი ამბობენ, ბელგრადული ჯახი ფანების ქმედებებით უფრო მიმზიდველია, ვიდრე თამაშის ხარისხითო. მატჩის დღეს სტადიონზე მართლაც განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს. გიჟამჟი ბელგრადელი ქომაგები, რომლებიც ორ მტრულ ბანაკად არიან გაყოფილნი, ათასგვარ სიმღერებს მღერიან, უშველებელ დროშებს აფრიალებენ და ორიგინალურად მოფიქრებულ ცეკვებსაც ასრულებენ, რაც ძალიან შთამბეჭდავი სანახავია. თუმცა, იშვიათად თამაში ისე დასრულდეს, რომ ფანებს შორის სერიოზული შეტაკება არ მოხდეს. ხანდახან, მოწინააღმდეგე მხარეებს შორის ჩხუბი მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება და დერბის დასრულების შემდეგ კიდევ კარგა ხანს გრძელდება. ამიტომაცაა “ცრვენა ზვეზდა”-“პარტიზანის” დაპირისპირება ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გასაკონტროლებელ შეხვედრად რომ ითვლება. 2009 წელს ინგლისურმა გაზეთმა, “დეილი მეილმა” უეფას ზონის ათ ყველაზე ძალისმიერ დერბიში “ცრვენა ზვეზდა”-“პარტიზანის” დაპირისპირებას მე-4 ადგილი არგუნა.

“პარტიზანის” მთავარ ფან-კლუბს Gრობარი ჰქვია, რაც ქართულად მესაფლავეს ნიშნავს. ეს დაჯგუფება 1970 წელს დაარსდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, “პარტიზანელ” ფანებს ხსენებული სახელი მოსისხლე მტრებმა მოუფიქრეს. საქმე იმაშია, რომ “პარტიზანის” სათამაშო ფორმაში შავი ფერი სჭარბობს. სერბეთში კი დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები სწორედ ამ ფერის ტანსაცმელს ატარებენ. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ეს თიკუნი იმ ქუჩის სახელიდან გამომდინარეობს, რომელზეც კლუბის სტადიონი მდებარეობს. ამ ქუჩას რატომღაც “საფლავის ქვა” ჰქვია. პირველი გაერთიანებული გულშემატკივრების ჯგუფი საყვარელი გუნდის მატჩს 1950 წელს დაესწრო. 1966 წელს “პარტიზანმა” ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა (რეალთან 1:2 დამარცხდა), რითაც კიდევ უფრო მეტი ქომაგი შეიძინა. სწორედ, იმ პერიოდში გადაწყვიტა ფან-კლუბმა სამხრეთ ტრიბუნის დაკავება და ამ ტრადიციას დღმედე მიყვება. 70-იან წლებში ევროპელმა ფეხბურთის მოყვარულებმა მატჩებზე დროშების, ტრანსფარანტების შეტანა დაიწყეს. შეიკერეს სპეციალური ფორმები და შარფები, რამაც სტადიონზე სიტუაცია უფრო გაალამაზა. სხვებს არც “მესაფლავეები” ჩამორჩნენ და ამ მხრივ ბებერ კონტინენტზე სამაგალითონიც გახდნენ.

1980 წლისთვის “გრობარი” უკვე ფინანსურადაც მოძლიერებული იყო და საყვარელ გუნდს სხვა ქვეყნებშიც დაყვებოდა. ნელ-ნელა უკვე მათი გიჟმაჟური ხასიათიც იკვეთებოდა. არ არსებობდა ფან-კლუბი ამ დაჯგუფებისთვის რაიმე კომპონენტში ეჯობნა. განსაკუთრებით აგრესიული თვისებებით გამოირჩეოდნენ. ამიტომაც, სხვა კლუბების გულშემატკივრები მათ “ბუნტისთავებს” ეძახდნენ. “ბუნტისთავები” კი საყვარელ გუნდს ინგლისურ სტილში, ხმამაღალი შეძახილებითა და განუწყვეტელი სიმღერებით ქომაგობდნენ და სულ არ ედარდებოდათ, სხვების თვალში რა შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. დღეისათვის “გრობარი” სამი დიდი კონტიგენტისგან შედგება. ესენია: ჟუზნი ფრონტ, გრობარი 1970, გრობარი Bეოგრად.

“ცრვენა ზვეზდას” გულშემატკივრების გაერთიანება შედარებით გვიან, 1989 წლის 7 იანვარს მოხდა. საკუთარ თავს “მებრძოლები” უწოდეს და სტადიონზე ჩრდილოეთ იარუსი დაიკავეს. თავიანთი არენის ჩრდილოეთ მხარის საკმებს სულაც Dელიჯე, ანუ მებრძოლები დააწერეს. საწყის პერიოდში “წითელი ვარსკვლავების” (გუნდის მეტსახელი) ფანები დაფანტულნი იყვნენ და საერთო ჯამში 7-8 დაჯგუფებას წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, გუნდს უამრავი რიგითი სერბი ფეხბურთის მოყვარული ქომაგობს. რასაკვირველია, “პარტიზანის” ბანაკში მოსისხლე მტრებს ვერ იტანენ და შეურაცხყოფის მიზნით “მაწანწალებსაც” ეძახიან. მეტი გაღიზიანებისთვის კი ამ სიტყვას სიმღერებშიც იყნებენ, თანაც ისე, რომ მთელი მატჩის მანძილზე არ ჩერდებიან.

ინციდენტები

როგორც უკვე გითხარით, დერბის წინა დღეებში, დერბის მიმდინარეობისას და მას შემდეგაც ბელგრადში დიდი არეულობაა. ორივე კლუბის ფანები საშინლად გამძინვარებულნი არიან, ერთი სული აქვთ მოწინააღმდეგე ხელში ჩაიგდონ და საკადირსად გაუსწორდნენ. შედეგად, ქალაქის მთელი პოლიცია სრულად მობილიზებულია. მიუხედავად ამისა, ინციდენტების თავიდან აცილება მაინც ვერ ხერხდება. ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა 1999 წლის 30 ოქტომბერს მოხდა. “მარადიული დერბი” “პარტიზანის” სტადიონზე მიმდინარეობდა. შუა მატჩის დროს მავანმა გადარეულმა მასპინძელმა ფანმა ხელნაკეთი ყუმბარით მეტოქე გუნდის 17 წლის გულშემატკივარი მოკლა. თუმცა, ვალში არც “წითელი ვარსკვლავები” დარჩენილან. 2006 წელს დერბის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოწინააღმდეგე ფან-კლუბები ერთმანეთს წაეკიდნენ. სამართალდამცავების მიერ ჩხუბის ლიკვიდაციის შემდეგ ერთი “პარტიზანელი” გულშემატკივარი მკვდარი იპოვნეს. მას დანა ჰქონდა ჩარტყმული. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით, მსგავსი არეულობების სიხშირის გამო დერბიზე დასწრების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

ურთიერთშეხვედრები და მიღწევები

ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 1947 წლის 5 იანვარს შეხვდნენ. მაშინ, “წითელმა ვარსკვლავებმა” 4:3 იმარჯვეს. ამასთანავე, “ცრვენა ზვეზდა” ერთადერთი სერბული გუნდია, რომელმაც უეფას ტურნირის მოგება შეძლო. 1991 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში ბელგრადელებმა “მარსელი” პენალტების სერიაში დაამარცხეს, მერე კი საკონტინენტთაშორისო თასიც “მიაყოლეს”. ევროპის სუპერ თასზე გამარჯვება კი ვეღარ შეძლეს და “მანჩესტერთან” დამარცხდნენ. საქმე იმაშია, რომ სერბეთის ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე უეფამ გადაწყვიტა სუპერ თასის ოქროს მედალოსანი ერთ შეხვედრაში გამოვლენილიყო (მაშინ ორმატჩიანი რაუნდი იყო). ფინალი კი მანჩესტერში გაიმართა. 1979 წელს “ცრვენა ზვეზდა” უეფსა თასის მოგებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ფინალში “გლადბახთან” წააგო. “ცრვენა ზვეზდა” პრინციპულ მეტოქეს შიდასარბიელზეც სჯობნის. ქვეყნის ჩემპიონატი 25-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო თასი 22-ჯერ. მისი რეკორდის, სერბეთის პირველობაზე ზედიზედ 17 მატჩის მოგების გამეორება კი დღემდე ვერ ხერხდება.

სამაგიეროდ, “პარტიზანი” აღმოსავლეთ-ევროპის პირველი გუნდი იყო, რომელმაც ჩემპიონთა თასის ფინალში გასვლა შეძლო. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს 1966 წელს მოხდა და სერბულმა გუნდმა “რეალთან” წააგო. არადა, ნახევარფინალში “მანჩესტერი” ჰყავდა გამოგდებული. რაც შეეხება შიდატურნირებს, “პარტიზანი” ქვეყნის ჩემპიონი 22-ჯერ გახდა, ხოლო თასის 11-ჯერ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის