"ბაფალო სეიბრზის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პოსტიდან დაითხოვა მთავარი მწვრთნელი ლინდი რაფი
"ბაფალო სეიბრზის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პოსტიდან დაითხოვა მთავარი მწვრთნელი ლინდი რაფი. განთავისუფლების საბაბი გახდა გუნდის სუსტი სტარტი ახალ რეგულარულ ჩემპიონატში. "სეიბრზმა" 17 მატჩიდან 11 წააგო და 13 ქულით მე-13 ადგილი უკავია აღმოსავლეთ კონფერენციაში. სეზონის ბოლომდე "ბაფალოს" უხელმძღვანელებს რონ როლსტონი, რომელიც "სეიბრზის" ფარმ-კლუბში - "როჩესტერ ამერიკენში" მუშაობდა.

რაფმა "ბაფალო" 1997 წლის 21 ივლისს ჩაიბარა და ამ გუნდთან ერთად 1165 მატჩის ჩატარება მოასწრო. ის გახდა მეორე მწვრთნელი ჩრდილოამერიკული პროფესიული ლიგების ისტორიაში, ვინც ამდენი ხანი უწყვეტად იმუშავა ერთ კლუბში. რაფზე უფრო დიდი ხანია მოღვაწეობს NBA-ს კლუბ "სან ანტონიო სპურსში" გრეგ პოპოვიჩი (1996 წლიდან).

1999 წელს ლინდი რაფმა "ბაფალო" სტენლის თასის ფინალში გაიყვანა, მაგრამ იქ მისმა გუნდმა "დალას სტარზთან" წააგო. 2005-06 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, რაფი NHL-ის საუკეთესო მწვრთნელად გამოაცხადეს.

სათამაშო დღის პირველ ვარსკვლავად დასახელდა "ფილადელფიას" ჩეხი ფორვარდი იაკუბ ვორაჩეკი, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა "პიტსბურგთან" შეხვედრაში. ვორაჩეკი ბოლო ერთი კვირაა, ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას ახდენს. მაგალითად, "ფილადელფიას" წინა შეხვედრაში მან ოთხი საგოლე პასის შესრულება შეძლო.

დღის მეორე ვარსკვლავია რუსი გოლკიპერი სემიონ ვარლამოვი. "კოლორადოს" მეკარემ "სენტ ლუისთან" მატჩში "შათაუტი" შეასრულა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი "ლოს ანჯელესის" ფორვარდმა ჯეფ კარტერმა მიიღო. მან "კალგარისთან" მატჩში ორ გოლში (1+1) მიიღო მონაწილეობა.

"ანაჰაიმმა" ახალი კონტრაქტი გააფორმა 30 წლის მეკარე ვიქტორ ფასტთან, - იტყობინება TSN. ხელშეკრულება ორწლიანია, რომლის დროსაც მეკარე 5.8 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

წლევანდელ სეზონში ფასტმა ცხრა მატჩი ჩაატარა და არც ერთი არ წააგო.

პიტსბურგი-ფილადელფია 5:6

2:2, 0:1, 3:3

გოლები: 1:0 ნისკანენი-2 (ლეტანგი-9), 2:0 მალკინი-4 (მარტინი-8, ჯ. ნილი-4), 2:1 გროსმანი-1 (ნუბლი-4, კუტურიე-5), 2:2 სიმონდსი-5 (ბრიერი-4), 2:3 ვორაჩეკი-4 (სიმონდსი-6, ბ. შენი-10), 2:4 ვორაჩეკი-5 (ქობურნი-4, ჟირუ-9), 3:4 ტაილერ კენედი-2 (მარტინი-9, ორპიკი-3), 3:5 სიმონდსი-6 (ტელბოტი-4, ჟერვე-1), 4:5 ჯ. ნილი-12 (მალკინი-16, კროსბი-18), 5:5 ბ. სატერი-4 (მარტინი-10, კუკი-4), 5:6 ვორაჩეკი-6 (ჟირუ-10).

კოლორადო-სტ ლუისი 1:0 (ო)

0:0, 0:0, 0:0, 1:0

გოლი: 1:0 დ. ჯონსი-2 (ჰანვიკი-1).

კალგარი-ლოს ანჯელესი 1:3

1:2, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 დ. ბრაუნი-4 (კოპიტარი-6, სკუდერი-2), 1:1 ბროდი-1 (იგინლა-9, ჰუდლერი-6), 1:2 ტ. ლუისი-1 (ჯ. კარტერი-2, სკუდერი-3), 1:3 ჯ. კარტერი-8 (მ. რიჩარდსი-6, კლიფორდი-6).

აღმოსავლეთი

თ მ წ ო-წ ქ

1. მონრეალი* 16 11 4 1 23

2. ნიუ ჯერსი* 16 9 3 4 22

3. კაროლინა* 14 8 5 1 17

4. პიტსბურგი 17 11 6 0 22

5. ბოსტონი 13 9 2 2 20

6. ტორონტო 17 10 7 0 20

7. ოტავა 17 9 6 2 20

8. ტამპა ბეი 15 8 6 1 17

9. რეინჯერსი 15 8 6 1 17

10. ფილადელფია 18 8 9 1 17

11. ვინიპეგი 15 6 8 1 13

12. აილენდერსი 16 6 9 1 13

13. ბაფალო 17 6 10 1 13

14. ფლორიდა 15 4 7 4 12

15. ვაშინგტონი 15 5 9 1 11

დასავლეთი

თ მ წ ო-წ ქ

1. ჩიკაგო* 16 13 0 3 29

2. ანაჰაიმი* 15 12 2 1 25

3. ვანკუვერი* 15 8 3 4 20

4. ნეშვილი 17 8 4 5 21

5. სტ. ლუისი 17 9 6 2 20

6. სან ხოსე 15 8 4 3 19

7. ფინიქსი 16 8 6 2 18

8. დალასი 16 8 7 1 17

9. დეტროიტი 16 7 6 3 17

10. ლოს ანჯელესი 15 7 6 2 16

11. მინესოტა 15 7 6 2 16

12. კოლორადო 15 7 7 1 15

13. ედმონტონი 15 6 6 3 15

14. კალგარი 15 5 7 3 13

15. კოლამბუსი 16 4 10 2 10

* - დივიზიონის ლიდერი

გოლი+პასი

ტომაშ ვანეკი (ბაფ) 25 (12+13)

სიდნი კროსბი (პიტ) 25 (7+18)

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 22 (10+12)

პატრიკ კეინი (ჩიკ) 22 (9+13)

მარტინ სან ლუი (ტ-ბეი) 22 (4+18)

ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 21 (5+16)

ჯონ ტავარესი (აილ) 20 (11+9)

ევგენი მალკინი (პიტ) 20 (4+16)

კრის კუნიტცი (პიტ) 19 (6+13)

პატრიკ ელიაში (ნ-ჯერ) 19 (4+15)

გოლი

ჯეიმს ნილი (პიტ) 12

ტომაშ ვანეკი (ბაფ) 12

ჯონ ტავარესი (აილ) 11

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 10

დევიდ კლარკსონი (აილ) 10

პატრიკ მარლო (ს-ხოს) 10

ჯიემს ვან რიმსდიკი (ტორ) 9

პატრიკ კეინი (ჩიკ) 9

პატრიკ ბერგლუნდი (სტ. ლ) 9

პასი

მარტინ სან ლუი (ტ-ბეი) 18

სიდნი კროსბი (პიტ) 18

ევგენი მალკინი (პიტ) 16

ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 16

პატრიკ ელიაში (ნ-ჯერ) 15

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა