თეირანი, მსოფლიოს თასი
თეირანში მიმდინარე თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა მსოფლიოს თასზე აშშ-სთან 2:5 წაგების შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა მეორე შეხვედრაც დათმო.

ამჯერად მასპინძელ ირანთან დამარცხდა, თანაც მშრალი ანგარიშით - 7:0.

ამის შემდეგ ჩვენებმა ბულგარელებს სძლიეს - 6:1. ჩვენგან გივი დავიდოვმა (55), მალხაზ ზარქუამ (66), იაკობ მაქარაშვილმა (74), ნოდარ ეგაძემ (84), თედორე ებანოიძემ (96) და თორნიკე ხიდეშელმა (96) იმარჯვეს, ხოლო ის ერთადერთი შეხვედრა მალხაზ ქურდიანმა (60) დათმო, ვინც პირველ წრეში ამერიკელი ოლიმპიური პრიზიორი ლუის სკოტ კოლემანი დაამარცხა.

22 თებერვალს ჩვენები ჯგუფის ბოლო შეხვედრაში იაპონელებს ხვდებიან, რომლებსაც ასევე ერთი მოგება აქვთ. თუ აშშ ბულგარეთთან დამარცხდება, ხოლო ჩვენები გაიმარჯვებენ, მაშინ ამერიკელებს მოგებებით დაეწევიან.

უკვე ცნობილია, რომ ფინალში რუსეთი და ირანი იჭიდავებენ - ჯგუფებში მათ ვერავინ დაეწევა. ირანმა ერთი პრინციპული ბრძოლა უკვე მოიგო, როცა აშშ-ს 6:1 სძლია. ამ პაექრობაში ამერიკელთაგან ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯორდან ბაროუზმა კი იჭიდავა, მაგრამ ირანელებმა ლონდონურ ფინალში მისი მეტოქე - სადეგ გოუდარზი აღარ დააყენეს და მის ნაცვლად აბას ეზატოლა აკბარიზარინკოლაეი აჭიდავეს, მაგრამ ამერიკელმა იმასთანაც უპრობლემოდ იმარჯვა.

თავად ტურნირი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს - მოჭიდავეებმა სოკ-ის მისამართით პლაკატი გამოფინეს, რომლითაც შეახსენებენ მას, რომ არც ერთი ოლიმპიადა არ ჩატარებულა ჭიდაობის გარეშე. ამით ისინი სოკ-ის ბიუროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ჭიდაობა, შესაძლოა, 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან ამოიღონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშება მარცხით დაიწყო

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა