„კიკერის“ კორესპონდენტმა მიხაელ ებერტმა ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო
ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს და რაც დრო გადის, თანხები უფრო და უფრო იზრდება. აუცილებელი სულაც არ არის, რომ ფეხბურთელი იყო, რათა ფეხბურთში მოღვაწეობდე და დიდი ფული იშოვო. თუ ფეხბურთელობის ნიჭი არ გაქვს, ერთ-ერთი საუკეთესო და დიდშემოსავლიანი პროფესია აგენტობაა. ასეთ სამსახურზე ოცნებობს ყველა, ვისაც ფეხბურთთან შეხება აქვს, რადგან ფეხბურთელების აგენტები ძალიან ბევრ ფულს გამოიმუშავებენ. მოგეხსენებათ, სადაც ბევრი ფული იშოვება, კორუფციაც სწორედ იქ იღვიძებს ხოლმე. ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი კი ამტკიცებს, რომ „მისი“ ორგანიზაცია კორუმპირებული არ არის, მაგრამ ყველაფერი, რაც გერმანული სპორტული ჟურნალის, „კიკერის“ ორშაბათის ნომერში დაიწერა, შავით თეთრზე იკითხება და ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ხსენებული გამოცემის კორესპონდენტმა ჩაატარა, ფიფასთვის კატასტროფული შედეგით დასრულდა. დასკვნა: ფიფა კორუმპირებული ორგანოა! მივყვეთ თანმიმდევრობით.

იმისათვის, რომ საფეხბურთო აგენტი გახდე, ფიფასგან სპეციალური ლიცენზიის მიღებაა საჭირო, რომლის აღება ძალიან ძნელია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან აგენტებს ძალიან დიდი შემოსავალი აქვთ. იმისათვის, რომ გამდიდრდე, სულაც არაა აუცილებელი, რომ მაინცდამაინც კრიშტიანო რონალდოს ან ლიონელ მესის აგენტი იყო. საკმარისია, რამდენიმე საშუალო დონის ფეხბურთელის ოფიციალური მრჩეველი (აგენტი) გახდე, რომ ცხოვრებას შესანიშნავად აიწყობ. მაგალითად, პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბები აგენტებს წელიწადში, საერთო ჯამში დაახლოებით 45 მილიონ ევროს უხდიან.

აგენტობისთვის ფიფას ლიცენზიის აღება საკმაოდ რთულია, რადგან მსურველს უძნელესი გამოცდების ჩაბარება უწევს. უპირველესი მოთხოვნა ის არის, რომ კანდიდატმა ფიფას რეგლამენტი ზეპირად უნდა იცოდეს. რეგლამენტი კი 1000-გვერდიანი წიგნია. მოკლედ, ლიცენზიის აღება ურთულესია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უფრო სწორად, როგორც „კიკერის“ კორესპონდენტმა გამოარკვია, არსებობს გაცილებით იოლი, უმარტივესი გზაც და ალბათ უკვე მიხვდით, რაზეცაა საუბარი.

„კიკერის“ კორესპონდენტმა მიხაელ ებერტმა ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო. მან ჯერ ჩვეულებრივი გზით სცადა ლიცენზიის მოპოვება, მაგრამ გამოცდაზე ჩაიჭრა. მერე კი, ფიფას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მას თვითონვე შესთავაზა ის მარტივი გზა, რომელზეც ზემოთაც ვისაუბრეთ და ქვემოთ უფრო დეტალურად გიამბობთ. მოკლედ, ებერტმა მასთან წინადადებით მისულ პიროვნებას 2000 ევრო გადაუხადა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მეორე გამოცდის დაწებამდე 15 წუთით ადრე, ჩვენს გერმანელ კოლეგას მობილურ ტელეფონზე, ტექსტური შეტყობინების სახით კითხვებზე სწორი პასუხები მიეღო. გამოცდაზე სულ 20 კითხვაა. კანდიდატი ვალდებულია, მინიმუმ 14 კითხვას სწორი პასუხი გასცეს. პიროვნებამ, რომელმაც ებერტისგან 2000 ევრო აიღო, „კიკერის“ ჟურნალისტს 15 პასუხი გაუგზავნა. ებერტმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და აგენტის ლიცენზიაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ 20 კითხვიდან, 15 ფიფასგან იგზავნება, დანარჩენი 5 კი ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეადგინოს.

ფიფაში ყოველთვის ამაყობდნენ იმით, რომ გამოცდებს უამრავი კონტროლიორი ესწრება, მაგრამ რის მაქნისია თუნდაც ასი კონტროლიორი, როცა გამოცდაზე გასულმა კანდიდატმა კუთხვების პასუხები წინასწარ იცის? ყველაზე მთავარი კითხვა, რაც ბლატერმა ახლა თავის თავს, უფრო სწორად, ქვეშემრდომებს უნდა დაუსვას, ასე ჟღერს: რატომ უგზავნის ფიფა კითხვებსა და პასუხებს 70 ფედერაციას გამოცდამდე ერთი კვირით ადრე? ამ ყველაფრის შესაბამისად, გამოცდა თავიდან ბოლომდე ფარსია!

ახლა წარმოიდგინეთ, რა ხდება სხვა, გაცილებით ჩამორჩენილ ქვეყნებში, როცა გერმანიაში გამოცდის ჩაბარების მსურველი კანდიდატი პასუხებს 2000 ევროდ ღებულობს? ფაქტია, რომ აგენტობის გამოცდების ჩაბარების სისტემას ახლა მთლიანად გადახედავენ. მართალია, გვიანია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ფაქტი კი ის არის, რომ ფეხბურთი სწორედ ასეთი მაქინაციებით დაბინძურდა. თანაც, ძალიან მაგრად...

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფიფა კორუფციულ სკანდალში ეხვევა. ცოტა ხსნი წინ, ინგლისური გამოცემის, „სანდი თაიმსის“ ორმა ჟურნალისტმა ფიფას წარმომადგენლებთან კორუფციული გარიგების თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყება მოახერხეს. ფიფას ერთ-ერთი წარმომადგენელი მათ დეტალურად უხსნიდა, რომელი ფუნქციონერის მოსყიდვა შეიძლება და რითი. როგორც გაირკვა, ყველა ფულზე არ იყიდება - ზოგს ფულს მომხიბვლელი ქალბატონები ურჩევნია.

გასულ კვირას კი ფიფამ თვითონ გამოამჟღავნა აღმასრულებელი კომისიის წევრების, ამოს ადამუსა (ნიგერია) და რეინალდ ტამარიის (ტაიტი) დანაშაულებრივი ქმედებები. ისინი მზად იყვნენ, მსოფლიოს 2018 და 2022 წლის ჩემპიონატების მასპინძლობის მსურველი ქვეყნებისგან ხმის მიცემის სანაცვლოდ დიდი ფული აეღოთ. ტამარიისა და ადამუსთან ერთად, ფიფამ კიდევ ოთხი ეჭვმიტანილის ვინაობა გაამხილა. ესენი არიან: სლიმ ალოულუ (ტუნისი), ამადოუ დიაკიტე (მალი), აჰონგალუ ფუსიმალოჰი (ტონგა) და ისმაელ ბამჯეე (ბოცვანა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის