22 თებერვალს, 17:00 სთ-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასი გათამაშდება
22 თებერვალს, 17:00 სთ-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასი გათამაშდება. ტიტულს ერთმანეთს 2011/2012 წლების სეზონის ჩემპიონი "ზესტაფონი" და თასის მფლობელი გორის "დილა" შეეცილებიან.

სტადიონზე შესვლა თავისუფალი იქნება, მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი I არხი შემოგვთავაზებს.

სუპერთასის მატჩის წინა დღეს შეხვედრის მონაწილეებმა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" და თასის მფლობელმა "დილამ" "მიხეილ მესხზე" ივარჯიშეს.

16 საათზე სტადიონის საფარზე გორელები გავიდნენ. მათი მთავარი მწვრთნელის, ლიტველი ვალდას ივანაუსკასის გადაწყვეტილებით, "დილას" ვარჯიშის უმეტესი ნაწილი დახურული იყო და მსურველებს საწვრთნელი პროცესის ხილვის საშუალება მხოლოდ ბოლო 15 წუთის განმავლობაში მიეცათ.

17 საათზე "ზესტაფონის" ვარჯიში დაიწყო და ფეროელთა თავკაც კახა კაჭარავას, კოლეგისგან განსხვავებით, მედიისა და ქომაგებისთვის შეზღუდვები არ დაუწესებია.

მეტოქეთა ვარჯიშები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა - როგორც მატჩის წინა დღეს ხდება ხოლმე, გუნდები დიდად არ დატვირთულან და უმეტესად, კომბინაციებისა და სტანდარტული მდგომარეობის დახვეწაზე იმუშავეს.

22 თებერვალს ტრავმების გამო "ზესტაფონს" თედორე გრიგალაშვილი და რატი წინამძღვრიშვილი დააკლდებიან.

ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდის ბანაკში ხალისიანი განწყობა შეინიშნებოდა. აშკარაა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთელები ოფიციალურ მატჩებს დანატრებულნი არიან.

უნდა ითქვას, რომ "მიხეილ მესხის" მოედნის საფარი საკმაოდ ხარისხიანად გამოიყურება და იმედია, ასეთივე ფეხბურთს ვიხილავთ.

სეზონი საკმაოდ საინტერესო მატჩით უნდა განახლდეს და ვნახოთ, ვისთვის გამოდგება ტიტულის მომტანი 2013 წლის რიგით პირველი ოფიციალური შეხვედრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კახა კაჭარავა: შანსები 50/50-ზეა და ვისაც უფრო გაუმართლებს, ის მოიგებს

ვალდას ივანაუსკასი: ფეხბურთი ყველას მოენატრა

საქართველოს სუპერთასი, რომელსაც უცნაურობა დაებედა...

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა