როშფორში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ორი ქართველი დიდოსტატიც მონაწილეობს
როშფორში (საფრანგეთი) დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ორი ქართველი დიდოსტატიც მონაწილეობს.

მე-7 ტურში დავით ჯოჯუამ ერთპიროვნულად დაწინაურებულ კარენ გრიგორიანს სძლია და 5,5 ქულით ლიდერს გაუთანაბრდა.

დაზავდნენ სამველ ტერ-საჰაკიანი - ანდრეი ისტრატესკუ, ალექსეი ბარსოვი - ვლად-კრისტიან იანუ, დანიელ პულვეტი - ადრიან დემუტი, თორნიკე სანიკიძე - ნად-ტიტუს პეტრე. დრაგან ბარლოვმა ალექსანდრუ მანეას, ხოლო კორე აკშაირაჯმა ჩი-მინ ნგუენს აჯობა.

შვიდი ტურის შემდეგ 5,5-5,5 ქულით გათამაშების ცხრილს დავით ჯოჯუა და კარენ გრიგორიანი ედგნენ სათავეში.

ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით 6 მოჭადრაკე ჩამორჩებოდა. 21 თებერვალს მეწინავეთა პარტიები ასე დამთავრდა: ანდრეი ისტრატესკუ - დავით ჯოჯუა 0:1, კარენ გრიგორიანი - კორე აკშაირაჯი 0.5:0.5, ქუენთინ ლოსიე - სამველ ტერ-საჰაკიანი 0:1, ვლად-კრისტიან იანუ - დრაგან ბარლოვი 1:0. გაიმარჯვა თორნიკე სანიკიძემაც - შავი ფიგურებით დანიელ პულვეტს სძლია და 5 ქულა მოაგროვა.

ბოლო ტურის წინ 6,5 ქულით ჯოჯუა დაწინაურდა. ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ტერ-საჰაკიანი, გრიგორიანი და იანუ; აკშაირაჯსა და ნიკოლაი ნინოვს 5.5-5.5 ქულა აქვთ.

საპრიზო ადგილების ბედი 22 თებერვალს სწორედ ამ პარტიებში გადაწყდება: ჯოჯუა-ტერ-საჰაკიანი, იანუ-გრიგორიანი, აკშაირაჯი-ნინოვი.

პირველი მარცხი

ისლანდიაში, მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე, 21 თებერვალს მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა.

სოფიკო გურამიშვილი შავი ფიგურებით ალექსანდრ იპატოვს (თურქეთი) დაუპირისპირდა.

შუა თამაშში მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა და პირველი მარცხი იწვნია. მეწინავეთა დუელი კი ასე დამთავრდა: ბართოშ სოჩკო (პოლონეთი) - ანიშ გირი (ჰოლანდია) 0.5:0.5, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - ერვინ ლამი (ჰოლანდია) 1:0, ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი) - ვლადიმირ ბაკლანი (უკრაინა) 0.5:0.5, იუ იანი (ჩინეთი) - იური შულმანი (აშშ) 1:0, სტეინ გრეტარსონი (ისლანდია) - უესლი სოუ (ფილიპინები) 0.5:0.5, პაველ ელიანოვი (უკრაინა) - ალოიზას კვეინისი (ლიტვა) 1:0, გჟეგორჟ გაიევსკი (პოლონეთი) - ანდრეუ მური (შოტლანდია) 1:0, იუ ვეი (ჩინეთი) - დინ ლიჟენი (ჩინეთი) 0.5:0.5.

ამდენად, ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ვაშიე-ლაგრავი, იუ იანი, ელიანოვი და გაიევსკი დაწინაურდნენ.

22 თებერვალს მე-5 ტურის პარტიები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა