"ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გორის "დილასთან" საქართველოს სუპერთასის მატჩის მოლოდინზე ისაუბრა
22 თებერვალს 2013 წლის პირველი ტიტული თამაშდება, საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი სუპერთასის აწევისთვის იბრძოლებენ.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვედრა 17 საათზე დაიწყება და დასწრება უფასო იქნება.

მოკლედ, "ზესტაფონი" და "დილა" დაეჯახებიან ერთმანეთს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასის საპრიზო ფონდისთვის 50 000 ლარი გამოყო - გამარჯვებული 30 000 ლარს მიიღებს, დამარცხებული - 20 000 ლარს.

მატჩის წინა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორივე გუნდმა ივარჯიშა. მოედანზე ჯერ გორის "დილა" გავიდა. ვარჯიში დახურული იყო, ჟურნალისტებს ბოლო 15 წუთით გაუღეს კარი. შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა, მერე კი მოედანზე "ზესტაფონი" გავიდა, რომლის ვარჯიში ყველასთვის ღია იყო.

კახა კაჭარავა, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი:

- როგორც იცით, თურქულ შეკრებაზე ვიყავით, ახლა კი სუპერთასის მატჩისთვის ვემზადებით. "ზესტაფონი" შარშან საქართველოს ჩემპიონი რომ გახდა, მას მერე გუნდი ათმა ფეხბურთელმა დატოვა. ეს "ზესტაფონი", ფაქტობრივად, ახალი გუნდია ახალი ფეხბურთელებით.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი არ იბრძოლებს სუპერთასისთვის, ჩემპიონობისა და საქართველოს თასისთვის.

ჩვენი მოწინააღმდეგე კარგად დაკომპლექტებული გუნდია. სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ "დილა" არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა მათ ნაცვლად არანაკლები ფეხბურთელები მიიწვიეს.

დანარჩენი ხვალ გამოჩნდება. ვისაც უფრო გაუმართლებს, ის მოიგებს.

- შანსებს მაინც როგორ შეაფასებდით?

- წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, შანსები 50/50-ზეა. ახალი გუნდი ვართ, შეთამაშება გვჭირდება, თუმცა ამის გამო, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არ გავურბივართ.

- "ზესტაფონში" თქვენი მისვლის შემდეგ რამდენად არის მოსალოდნელი გუნდის სათამაშო სტილის შეცვლა?

- ყველა მწვრთნელს საკუთარი ხელწერა აქვს. ისე კი, გუნდის სათამაშო სტილი იმის მიხედვით ყალიბდება, ფეხბურთელთა რა კონტინგენტიც ჰყავს.

უწინდელი "ზესტაფონიდან" გუნდში 4-5 ფეხბურთელია დარჩენილი, დანარჩენები ახალგაზრდა მოთამაშეები არიან. იმისთვის ვმუშაობთ, რომ "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატის და თასის გათამაშების გარდა, ევროსარბიელზეც ღირსეულად გამოვიდეს. ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დილა VS ზესტაფონი - სეზონი სუპერთასის მატჩით განახლდება!

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა