თეირანში მიმდინარე მსოფლიოს თასზე თავისუფალ ჭიდაობაში ჩვენი ნაკრები მეექვსე ადგილზე გავიდა
თეირანში მიმდინარე მსოფლიოს თასზე თავისუფალ ჭიდაობაში ჩვენი ნაკრები მეექვსე ადგილზე გავიდა.

22 თებერვალს. მათ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში იაპონიას 4:3 სძლიეს, რაც იაკობ მაქარაშვილის (74), ნოდარ ეგაძის (84), თედორე ებანოიძის (96) და თორნიკე ხიდეშელის (120) გამარჯვებებმა განაპირობეს; გივი დავიდოვი (55), მალხაზ ქურდიანი (60) და მალხაზ ზარქუა (66) კი დამარცხდნენ.

ამ მოგებით ჩვენებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, რაკი აშშ-მ პარალელურად მიმდინარე ორთაბრძოლაში, მოლოდინისამებრ, ბულგარეთი მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 7:0.

მეხუთე ადგილისთვის პაექრობაში ჩვენებურთა მეტოქე თურქეთის ნაკრები აღმოჩნდა. მთლად უძლიერესი შემადგენლობით არც ისინი იყვნენ - რამდენიმე ლიდერი აკლდათ, თუმცა სახელოვანი ფალავნები უფრო მეტად მოეპოვებოდათ. სამწუხაროდ, მათ დიდი ანგარიშით გვაჯობეს - 6:1.

ალექსანდრე კახნიაშვილმა აქაც ზუსტად ის შვიდეული დააყენა, რომელმაც იაპონიასთან იჭიდავა, იმათგან კი მხოლოდ მაქარაშვილმა გაიმარჯვა, სხვებმა წააგეს და მეხუთე ადგილიც თურქებს დარჩათ.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა