"კამპ ნოუზე" ერიკ აბიდალი ბრუნდება
ვაი, "სევილიის" ბრალი! შაბათს უნაი ემერის გუნდი "კამპ ნოუზე" გავა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფიასკოს გამო გავეშებული "ბარსა" დახვდება. "დეპორტივო"-"რეალი" ერთ დროს ძალიან მაგარი ჯახი იყო და იქნებ, არც დღეს გამოდგეს ურიგო თამაში. ლა ლიგის 25-ე ტური კი დიდი მოვლენით, ბასკური დერბით დაიწყო...

ერთ დროს დიდი დუელი

როცა "სამეფო კლუბი" გალისიაში ჩადიოდა, ეს იყო მოვლენა ესპანურ ფეხბურთში. "დეპორტივო" ძალიან მწარედ იჩხვლიტებოდა, თუმცა ახლანდელი "დეპორი" იმ გუნდის აჩრდილია - გუნდი ოფიციალურად ითვლება გაკოტრებულად და სპორტული თვალსაზრისითაც ვერ ბრწყინავს, 16 ქულით უკანასკნელ ადგილზეა.

მართალია, ლაკორუნიელები შემტევ სტილს არ ღალატობენ, მაგრამ ამას ვეღარ მოაქვს შედეგი, ფეხბურთელებიც ისეთი კარგები აღარ ჰყავს და მწვრთნელი, აგერ უკვე მესამედ შეიცვალა.

"რეალს" ლა კორუნიაში 0:4-იც წაუგია (1993 და 1999 წლებში), 0:3-იც (1995 და 2002) და 2:5-იც (2000). ბოლოს კი "სამეფო კლუბი" ანადგურებს გალისიურს - 6:1 (2010) და 5:1 (2012), მაგრამ ეს მადრიდში, ლა კორუნიაში კი თამაში ახლაც ჭირს.

მაგალითად, ზუსტად ერთი წლის წინათ "რეალმა" "რიასორზე" 2 ქულა დაკარგა - 0:0 ითამაშა. მოკლედ, იმის თქმა გვინდოდა, რომ "დეპორის" სატურნირო უმწეობის მიუხედავად, დღეს არაფერია გამორიცხული.

"დეპორტივოს" დისკვალიფიკაციამოხდილი კარლოს მარჩენა უბრუნდება, სრულფასოვნად ვარჯიშობს მარცხენა მცველი აიოსე, აი, მარჯვენა მცველი, ვეტერანი მანუელ პაბლო კი დისკვალიფიცირებულია, ტრავმირებულია ლაურე.

ჟოზე მოურინიო ალბათ როტაციას მიმართავს, რადგან წინ სათასო კლასიკო ელის. სერხიო რამოსი კი ისედაც ვერ ითამაშებს, რადგან წინა ტურში, "რაიო ვალეკანოსთან" უკვე მე-18 წუთზე მიიღო წითელი ბარათი.

* "დეპორტივო" ზედიზედ 5 ტურია, აგებს ლა ლიგაში.

* გალისიელებმა 24 ტურში 54 გოლი გაუშვეს, ყველაზე მეტი ჩემპიონატში.

* "დეპორტივომ" ამ სეზონში მხოლოდ სამი ოფიციალური მატჩი მოიგო "რიასორზე".

* "რეალმა" (ყველა შეჯიბრში) ბოლი 6 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

* ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5 "რეალმა" მოიგო.

* კრიშტიანო რონალდომ ბოლო 5 ტურში 8 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

დეპორტივო: არანსუბია - სილვიო, კაკა, მარჩენა, აიოსე - აგილარი, ბერგანტინიოსი - გამა, ვალერონი, პიცი - რიკი.

რეალი: დ. ლოპესი - არბელოა, პეპე, ალბიოლი, კოენტრაო - ხედირა, მოდრიჩი - კალეხონი, იოზილი, რონალდო - იგუაინი.

თასზე მოფიქრალნი

მან ბოლოს შარშან, 29 თებერვალს ითამაშა ფეხბურთი - საფრანგეთის ნაკრების მატჩი გერმანიის წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, ყველას ასე ეგონა, რომ ეს იყო მისი უკანასკნელი თამაში. შემდეგ ერიკ აბიდალმა ღვიძლი გადაინერგა... თუმცა "ბარსელონას" 33 წლის მცველს ნამდვილი მებრძოლი სული აღმოაჩნდა, მან კიდევ ერთხელ შეძლო გამოჯანმრთელება და ექიმებმა პირველად დართეს ნება, მიიღოს თამაშში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, მას "სევილიასთან" მატჩის სასტარტოში არ ველით, მაგრამ ეს უკვე დიდი გამარჯვებაა, რომელიც ადამიანმა ვერაგ დაავადებაზე მოიპოვა.

დავიდ ვილიას აღარ აწუხებს თირკმელი, ამიტომ მისი თამაში მოსალოდნელია. აი, ადრიანო კი ძალზე საეჭვოა გამოჩნდეს "კამპ ნოუზე". "მილანთან" მძიმე მატჩის შემდეგ, რომელსაც "რეალთან" არანაკლებ მძიმე შეხვედრა მოჰყვება, ჟორდი როურა ალბათ დაასვენებს ზოგიერთ წამყვან მოთამაშეს.

თავის მხრივ, იგივე შეიძლება გააკეთოს "სევილიას" თავკაცმა უნაი ემერიმაც - კლუბისთვის სათასო მატჩი პრიორიტეტულია - ანდალუსიელები საპასუხო შეხვედრაში "ატლეტიკოს" ეთამაშებიან. სტუმრებს საკადრო პრობლემები თავზე საყრელად აქვთ: პალოპი, სისინიო, პეროტი და ტროხოვსკი ვერ ითამაშებენ. ემირ სპაჰიჩი კი დისკვალიფიცირებულია.

* "ბარსელონამ" ბოლო 5 მატჩიდან (ყველა შეჯიბრში) მხოლოდ ორი მოიგო.

* კატალონიელებს 21 მატჩია, "კამპ ნოუზე" არ წაუგიათ.

* ლიონელ მესიმ ბოლო 14 ტურში გაიტანა.

* ბოლო 8 ურთიერთშეხვედრიდან "სევილიამ" 6 წააგო "ბარსასთან".

* "სევილიამ" სტუმრად "ბარსელონას" ბოლოს 2002 წლის დეკემბერში მოუგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ფაბრეგასი, სონგი, ტ. ალკანტარა - ტელიო, მესი, პედრო.

სევილია: ბეტო - კოკე, ფასიო, ბოტია, ნავარო - მადურო, მედელი, კონდობია - ხ. ნავასი, ნეგრედო, დელ მორალი.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXV ტური

22 თებერვალი

ბილბაო-სოსიედადი 1:3

23 თებერვალი

მალიორკა-ხეტაფე 19:00

დისკვალიფიკაცია: ხ. მარკესი (მალ)

ტრავმა: ლოპესი, ჟ. ვიქტორი, ჟერომელი (?), ბიგასი, არიზმენდი - როდრიგესი, ლაფიტა, ვალერა, მიჩელი, მანე, ლოპო

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +10=3-8, (32-30)

სარაგოსა-ვალენსია 21:00

დისკვალიფიკაცია: ტინო კოსტა (ვალ)

ტრავმა: ალამო, რომარიკი, სუკულინი, ლოოვენსი, ობრადოვიჩი - რამი, მატიო, ბანეგა

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 37 თამაში: +7=12-18, (42-55)

დეპორტივო-რეალი 23:00

დისკვალიფიკაცია: მ. პაბლო - ს. რამოსი (რეალ)

ტრავმა: აიტამი, ვასკესი, ლაურე - ჩაბი ალონსო (?), კასილიასი

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 37 თამაში: +12=8-17, (51-59)

ბარსელონა-სევილია 01:00

დისკვალიფიკაცია: სპაჰიჩი (სევ)

ტრავმა: ადრიანო, ვილია - კონდობია, სისინიო, კამპანია, ტროხოვსკი, პეროტი, პალოპი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 40 თამაში: +21=9-10, (73-41)

24 თებერვალი

ვალეკანო-ვალიადოლიდი 15:00

ტრავმა: ლაბაკა, როდრი - პერესი, ებერტი, ვალიენტე

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +7=2-10, (27-35)

სელტა-გრანადა 20:00

ტრავმა: დე ლუკასი, ლიორკა, მალიო, ტუნიესი, როდრიგესი - ბენიტესი, დიახატე, ფ. რიკო, ანგულო

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +1=2-2, (4-5)

ატლეტიკო-ესპანიოლი 22:00

ტრავმა: ბაენა (?) (ესპ)

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 35 თამაში: +13=10-12, (53-51)

ბეტისი-მალაგა 00:00

ტრავმა: სევილია, ლოპესი (?), ვილარჩაო, კასტრო, პოსუელო, მარტინესი (?) - ელიზეუ, დუდა, გამესი, ფერნანდესი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +5=7-5, (20-24)

25 თებერვალი

ლევანტე-ოსასუნა 00:00

დისკვალიფიკაცია: კარაბელასი (ლევ)

ტრავმა: მუნუა, ელ-ჟარი - პუნიალი, სისი, რიესგო, ტიმორი, ომვუ, ანანი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +7=1-9, (18-28)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 37 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 20 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 12 - არიც ადურისი (ბილბაო), რუბენ კასტრო (ბეტისი), რობერტო სოლდადო (ვალენსია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლა ლიგა. XXIV ტურის შეჯამება: ცაში ფრენა და თავი კუნძზე

ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია