მილანი დიდი ფეხბურთის მოლოდინში
მილანურ დერბის ყურადღება არასდროს აკლდა, მაგრამ ლომბარდიულ გრანდთა ევროარენაზე წარმატებულმა ასპარეზობამ მოახლოებულ პაექრობას თითქოს მეტი ინტერესი შესძინა.

"ინტერმა" რომ "კლუჟი" დაამარცხა, ეს არავის გაკვირვებია, აი "მილანის" მიერ "ბარსელონას" ძლევა კი იტალიურ საფეხბურთო სამყაროში დღემდე განხილვის საგანია. მოკლედ, "დერბი დელა მადონინას" ორივე გუნდი ამაღლებული განწყობით ხვდება, დანარჩენზე კი ქვემოთ...

ინტერი

"ფიორენტინასთან" განადგურებით წახდენილი ხასიათი "ინტერის" ფეხბურთელებმა "კლუჟთან" შეხვედრაში გამოისწორეს. მილანური გრანდი იოლად გაცდა რუმინულ მეტოქეს და ორი მატჩის ჯამში 5:0 გაიმარჯვა.

ბევრს ეგონა, რომ ევროპის ლიგაზე ანდრეა სტრამაჩონი წამყვან ფეხბურთელებს დაასვენებდა, მაგრამ ასე არ მოხდა - "კლუჟთან" "ნერაძურიმ" ძირითადი შემადგენლობით ითამაშა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, უპრობლემოდ მოიგო,

"ინტერის" გულშემნატკივართა ნაწილი უკმაყოფილოა სტრამაჩონის გადაწყვეტილებით, რადგან მათ წამყვან მოთამაშეთა დასვენება ერჩივნათ, თუმცა ანდრეამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, სტრამაჩონი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს, შეტევის წინა ხაზზე კი კვლავაც ანტონიო კასანოს და როდრიგო პალასიოს ტანდემს გაამწესებს.

კაცმა რომ თქვას, ანდრეას სხვა არჩევანი არც აქვს. გამთამაშებლის პოზიციაზე ფრედი გუარინი გაირჯება, საყრდენ ხაზს კი კუჟმანოვიჩი, კოვაჩიჩი და კამბიასო გაამაგრებენ.

სტრამაჩონის დაცვის ხაზში აქვს პრობლემები, რადგან ანდრეა რანოკიამ ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, დერბის გამოტოვებს.

ჟუან ჟესუსთან ერთად დაცვის ცენტრში კრისტიან კივუ გაირჯება, რომელიც მარცხენა ფრთაზე თამაშსაა მიჩვეული. "ინტერის" დაცვა ისედაც ვერ ბრწყინავს და რანოკიას დაშავება მწვრთნელისთვის უდავოდ დიდი პრობლემაა.

ანდრეა სტრამაჩონი (ინტერის მთავარი მწვრთნელი): "წინ დიდი მატჩი გველის, რომლის დაწყებასაც მოუთმენლად ველოდები. მიმდინარე სეზონში, უკვე დავამარცხეთ "როსონერი" და იმედია, კიდევ ერთ გამარჯვებას მოვიპოვებთ. არ დაგვავიწყდეს, რომ პირველ წრეში გასვლაზე "იუვენტუსსაც" ვძლიეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი მატჩების მაღალ დონეზე ჩატარება შეგვიძლია. ბევრი ფავორიტად "მილანს" მიიჩნევს, მაგრამ ამ მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები".

სავარაუდო შემადგენლობა

ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ძანეტი, ჟუან ჟესუსი, კივუ, ნაგატომო - კუზმანოვიჩი, კოვაჩიჩი, კამბიასო - გუარინი - კასანო, პალასიო.

მილანი

"ბარსელონასთან" მოგებით "მილანმა" გაიხსენა, რომ მსოფლიო ფეხბურთის გრანდია და "ინტერთან" მატჩისთვის სწორედ ამ განწყობით ემზადება.

მასიმილიანო ალეგრის კვლავაც აქვს საკადრო პრობლემები, მეტწილად კი ნახევარდაცვაში უჭირს, სადაც ანტონიო ნოჩერინო, მატია ფლამინი და ნაიჯელ დე იონგი აკლია, რომელსაც მძიმე ტრავმა აქვს.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, "ბარსასთან" შერჩეულ შემადგენლობაში ალეგრი მხოლოდ ერთ ცვლილებას მოახდენს, რომლის გამოცნობაც არ უნდა იყოს რთული...

მართალია, ჯამპაოლო პაცინიმ კატალონიელებთან ბევრი იბრძოლა და მთლიანობაშიკარგად ითამაშა, მაგრამ სერია A-ში მას მარიო ბალოტელის დუბლიორად უწევს ყოფნა. სუპერ-მარიო ცალკე სალაპარაკო თემაა, მას "ინტერის" გულშემატკივრები ალბათ ობსტრუქციას მოუწყობენ და როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, ამისთვის მზადაა.

"ინტერის" ქომაგები მარიოზე მაშინაც არ გიჟდებოდნენ, როდესაც მათ საყვარელ გუნდში ასპარეზობდა და ადვილი წარმოსადგენია, როგორი განწყობით შეხვდებიან მთავარი მეტოქის ამპლუაში. ვნახოთ, როგორ გაირჯება ბალოტელი და მთლიანად, "მილანი"...

მასიმილიანო ალეგრი (მილანის მთავარი მწვრთნელი): "ჩემპიონთა ლიგა დროებით უნდა დავივიწეოთ და დერბიზე გადავერთოთ. უშუალო კონკურენტს ვხვდებით და ქულების მოპოვება აუცილებელია. ესეც რომ არა, დერბი ყოველთვის დერბია და განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. გადაღლილი ხომ არ არის გუნდი? - ვფიქრობ, "ბარსელონასთან" გამარჯვებამ ჩემი შეგირდები ენერგიით აავსო".

სავარაუდო შემადგენლობა

მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი - ამბროზინი, მონტოლივო, მუნტარი - ბოატენგი, ელ შაარავი, ბალოტელი.

სხვები

ლიდერი "სიენას" მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურინში ორი "ბიანკონერის" ჯახი შედგება. ტოსკანელებმა წინა ტურში "ლაციო" გაანადგურეს და იმუქრებიან, რომ იოლად არც "იუვენტუსს" დანებდებიან.

ანტონიო კონტე ტრადიციულ 3-5-2 ტაქტიკას შეარჩევს და შეტევაში სებასტიან ჯოვინკოსთან ერთად, ფაბიო კვალიარელას გაამწესებს. ამ უკანასკნელმა თადარიგში ჯდომა გააპროტესტა და როგორც ჩანს, მიზანსაც მიაღწია.

"ნაპოლი" და "ლაციო" თავიანთ შეხვედრებს ორშაბათს გამართავენ. რომაელები საკუთარ კედლებში "პესკარას" მიიღებენ და წესით, უნდა დაამარცხონ მეტოქე. შუა კვირაში, "ბიანკოჩელესტემ" ევროპის ლიგაზე გაინავარდა და დებიუტანტსაც ამაღლებულ განწყობაზე დახვდება.

რაც შეეხება "ნაპოლის", ვალტერ მაცარიმ ჩეხურ "პლზენთან" ევროპაექრობაში ძირითადი შემადგენლოობა დაასვენა, რათა "უდინეზესთან" ჯახს გუნდი იდეალურ ფორმაში შეხვდეს. "ფრიულიზე" მოგება იოლი არაა და ვნახოთ, გაართმევენ თუ არა ამოცანას თავს სამხრეთელები.

იტალია. სერია A. XXVI ტური

23 თებერვალი

პალერმო-ჯენოა 23.45

ტრავმა: ერნანდესი, მანტოვანი - იანკოვიჩი, ფლორო ფლორესი, კასანი, ოლივერა.

ბოლო 6 მატჩი

+0=4-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +5=7-5, (21-22)

24 თებერვალი

სამპდორია-კიევო 15.30

ტრავმა: პალომბო, მარესკა - სარდო, სტოიანი, სპიროპულოსი, სკუიცი.

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +8=10-3, (25-17)

ატალანტა-რომა 18.00

დისკვალიფიკაცია: დელ გროსო - გუბერტი, ტოტი, დე როსი.

ტრავმა: კაპელი, ჩიგარინი, ფერი, ბელინი, მარილუნგო - კასტანი, დესტრო.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +8=2-18, (29-46)

ბოლონია-ფიორენტინა 18.00

დისკვალიფიკაცია: პისარო (ფიორენტინა).

ტრავმა: ნატალი, პაპონი, სორენსენი - კამპორეზე, მატი ფერნანდესი, როსი, აგაცი.

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +4=11-8, (24-28)

კალიარი-ტორინო 18.00

ტრავმა: ბაკიჩი, სანტანა, ჯონატასი (ტორინო).

ბოლო 6 მატჩი

+3=3-0 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +6=7-8, (19-24)

იუვენტუსი-სიენა 18.00

დისკვალიფიკაცია: ვიტიელო, ტერცი (სიენა).

ტრავმა: დე ჩელიე, ბენდტნერი, პეპე - ანჯელო.

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +12=2-1, (31-8)

პარმა-კატანია 18.00

დისკვალიფიკაცია: ბიაჯანტი (კატანია).

ტრავმა: მარიგა, სანტაკროჩე, გალოპა - შაკა, კაპუანო, ბარიენტოსი, კანი, ალმირონი.

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +2=5-6, (14-20)

ინტერი-მილანი 23.45

დისკვალიფიკაცია: პერეირა (ინტერი).

ტრავმა: მილიტო, მუდინგაი, კასტელაცი, სამუელი, ობი, რანოკია - ბონერა, დე იონგი, სალამონი, ამელია, ანტონინი, ნოჩერინო, ფლამინი.

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +4=2-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 45 თამაში: +17=10-18, (62-65)

25 თებერვალი

უდინეზე-ნაპოლი 22.00

დისკვალიფიკაცია: ანჯელა - კოლომბო.

ტრავმა: ბრკიჩი, პინცი, ლაძარი (უდინეზე).

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +3=3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +7=8-6, (30-31)

ლაციო-პესკარა 00.00

დისკვალიფიკაცია: სიანი - ძანონი, ბლაზი, ვეისი.

ტრავმა: სტანკევიჩუსი, კლოზე, ბროკი - დაგოსტინო, კუინტერო, ტონი, სფორცინი.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +0=1-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +1=0-0, (3-0)

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა – 2, სამპდორია – 1, ტორინო – 1.

ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 15 – ელ შაარავი (მილანი); 14 - დი ნატალე (უდინეზე); 11 - ოსვალდო (რომა), ლამელა (რომა), იოვეტიჩი (ფიორენტინა); 10 - კლოზე (ლაციო), პაცინი (მილანი), ჯილარდინო (ბოლონია), საუ (კალიარი); 9 - ჰამშიკი (ნაპოლი), ტოტი (რომა), მილიტო (ინტერი), დენისი (ატალანტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს