ლიაიჩი ნაკრებიდან მოვკვეთე
სინიშა მიხაილოვიჩი დღეს სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ახლო წარსულში კი "ფიორენტინას" ედგა სათავეში. სინიშას თავკაცობით ფლორენციულმა გუნდმა ვერაფერი შედეგი აჩვენა, მისი მემკვიდრე ვინჩენცო მონტელა კი წარმატებით მუშაობს.

"გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი მიხაილოვიჩს შეეხმიანა და საინტერესო თემებზე ჩამოუგდო სიტყვა...

ფიორენტინა

ვინჩენცო მონტელა შესანიშნავად მუშაობს, რაც ძალიან მახარებს, რადგან "ფიორენტინას" ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ფლორენცია საოცარი ქალაქია, რომლის მაცხოვრებლებიც იმსახურებენ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდს. მე რა დამაკლდა წარმატების მისაღწევად? - ამაზე ბევრი ვიფიქრე და გარკვეულ აზრამდე მივედი. მონტელამ კლუბის მესვეურთა დახმარებით სწორი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარა, ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი და შედეგიც შესაბამისი აქვს. სამწუხაროდ, მე ასეთი არჩევანი არ მქონია.

სტევან იოვეტიჩი

ვფიქრობ, რომ სტევან იოვეტიჩი "ფიორენტინაში" ვეღარ ვითარდება და დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებს კიდეც გუნდს. ეს შესაძლოა "ფიორენტინასთვისაც" უკეთესი იყოს, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იოვეტიჩმა მოუკლო. მართალია, "ინტერთან" საოცარი შეხვედრა ჰქონდა, მაგრამ ძველებურად სტაბილური ვეღარ არის. სტევანის სანაცვლოდ აღებული თანხა ფლორენციელებმა ისევ ტრანსფერებში უნდა დახარჯონ და გუნდი კიდევ უფრო გააძლიერონ, იოვეტიჩი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თავდამსხმელია და ვფიქრობ, რომ შესაძლებლობები ბოლომდე ჯერ არ უჩვენებია.

ადემ ლიაიჩი

ადემ ლიაიჩი ეროვნული ნაკრებიდან მოვკვეთე და მხოლოდ მაშინ დავაბრუნებ, თუ უაზრო ახირებაზე უარს იტყვის. სერბეთის ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე მან პრინციპული უარი განაცხადა, რასაც ვერაფრით ვაპატიებ. უბრალოდ რომ არ ემღერა, ამას არც მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ პრინციპული უარი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ადემი კოსოვოსთან ახლოს, ალბანურ გარემოცვაში, ბოსნიელთა ოჯახში დაიბადა და სხვადასხვა საკითხებზე თავისი მოსაზრებები აქვს, თუმცა ეს ჩემი პრობლემა არაა - თუ მას სერბეთის ჰიმნი თავისად არ მიაჩნია, არც ნაკრებში ითამაშებს. იმედია, აზრს შეიცვლის და ეს გაუგებრობაც მოგვარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

/სერია A-ში კონტრაქტებს ითხოვენ და გაურბიან

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა