გერმანული ტურნირი და ჩვენი მეტოქეები
ამ უქმეებზე დიუსელდორფში „დიდი პრიზის“ ტურნირი ტარდება ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით წარსდგება:

ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი, შალვა ქარდავა (66), ამბაკო ავალიანი, ზურაბ ნოზაძე (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), იოსებ მსხალაძე, გიორგი ნოზაძე (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).

ამათგან ნოზაძეებს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნებათ საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ჩვენთვის მთავარი ამბავი ისაა, რომ ოპერაციით გამოწვეული პაუზის შემდეგ ტატამს უბრუნდება ოლიმპიური ჩემპიონი შავდათუაშვილი. ვნახოთ, როგორ იჭიდავებს თავის პირველ პოსტოპერაციულ შეჯიბრებაზე, თუმცა ამ ეტაპზე მისთვის შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი, რამდენად არის მზად საჭიდაოდ.

პაპინაშვილს პირველ მეტოქედ ახალბედა ბელგიელი სენე ვინსი ერგო, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ყაზახ იერკებულან კოსაიევსა და ყირგიზ ადილეტ ბოტოკანოვს შორის მოგებულს შეხვდება. ყაზახი ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე. მასთან ერთად მეოთხედფინალამდე ჩვენებურის ყველაზე საშიშ მეტოქეებად ებრაელი არტიომ არშანსკი და ამერიკელი ნიკოლას კოსორი მიგვაჩნია, თუმცა ისინი პირველ წრეში ერთმანეთს ხვდებიან ანუ ერთი მათგანი თავიდანვე გამოაკლდება კონკურენციას. თან პაპინაშვილს ორივე დანამარცხები ჰყავს.

შუკვანი თავიდან ასევე უცნობ ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს ეჭიდავება, მეორე წრეში კი ბრიტანელ ეშლი მაკენზისა და რუს არამ გრიგორიანს შორის მოგებულს შეხვდება. ავსტრიელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ლუდვიგ პაიშერი, ჩეხი პაველ პეტრიკოვი, მონღოლი ბოლდბაატარ ჩიმენ-იონდონი და იაპონელი ჰინორორი იშიკავა - აი, ამ კვარტეტში გაირკვევა მეოთხედფინალში ჩვენებურის მეტოქე, იქამდე თუ მივა. მთლიანობაში ამ წონაში წილისყრაზე დიდი სამდურავი არ გვეთქმის.

შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ჰოლანდიელ იესპერ დე იონგს ხვდება. შეგახსენებთ - ის ჩვენებურისთვის ერთ-ერთი კონკურენტი იყო ლონდონის ლიცენზიისთვის ბრძოლაში, თუმცა დროთა განმავლობაში მარათონს ჩამორჩა. ამას საფუძველი შავდათუაშვილმაც ჩაუყარა, როცა შარშან თბილისის ტურნირზე პირადი შეხვედრა მოუგო ჰოლანდიელს - ჯერჯერობით ეს მათი ერთადერთი პაექრობაა კარიერაში. მესამე წრეში ჩვენებურის სავარაუდო მეტოქეთა შორის კორეელი ოლიმპიური პრიზიორი იუნ-ჰიუნ ჩოცაა, რომელიც, ალბათ, უპრობლემოდ მოიგებს მანამდე ყველა ბრძოლას, მასთან ჭიდაობა კი ლაშასთვის არ იქნება იოლი.

ამ წონაში პირველ წრეში ქარდავაც ისვენებს და მისი მომავალი მეტოქეც, უკრაინელი გევორგ გევორქიანიც. ტურნირში ავალიანიც მეორე წრიდან ჩაებმება ტუნისელ რაჯებ კარჩოუდთან შეხვედრით, ნოზაძე კი საწყის ეტაპზევე ეჭიდავება ესპანელ ხავიერ რამირესს. სამაგიეროდ, მერე ამ წყვილში გამარჯვებულს ჰოლანდიელი ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დექს ელმონტი ელოდება.

ჩვენები მეორე წრიდან იწყებენ გამოსვლას 81-შიც - ჭრიკიშვილს ბრიტანელი ტომას დევისი ერგო, წიკლაურს - რუსი ივან ვორობიოვი. წიკლაური ამას თუ გასცდება, იქვე საშიში კონკურენტი ელოდება - მასპინძელი სვენ მარეში. უკეთეს დღეში არც ჭრიკიშვილია - სავარაუდოდ, მას ახალგაზრდებში ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ლუის პიეტრი შეხვდება, ვისთანაც კარიერაში სამჯერვე დამარცხებულა.

ალბათ, ამ ტურნირში ჩვენებურთაგან ყველაზე მეტად ლიპარტელიანს გაუმართლა - ნახევარფინალამდე არავინ ჰყავს ისეთი, ვისიც საგანგებოდ უნდა გვეშინოდეს იმის მიუხედავად, რომ მეტოქეთა შორის იაპონელი შოჰეი შიმოვადა და კორეელი დონ ჰან კვაკი არიან. პირველ შეხვედრას ჩვენებური შვედ იოაკიმ დვარბისთან გამართავს. გოგოჭური ჯერ შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსს ხვდება, თუმცა მეორე წრის სავარაუდო მეტოქეთაგან მისთვის საჩუქარი არც პოლონელი რობერტ კრავჩუკი იქნება და არც - ყაზახი ისლამ ბოზბაიევი. 100-ში მსხალაძე მეორე წრეშია დაშვებული, სადაც ბრაზილიელი რაფაელ ბუზაკარინისა და მონღოლ ენკბატ ერდენებილეგის შეხვედრის შედეგს დაელოდება, გიორგი ნოზაძეს კი საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი მეტოქე ერგო - გერმანელი დინო პფაიფერი.

პირველ წრეში ოქრუაშვილიც თავისუფალია, მისი მეტოქე კი იაპონელი რიუტა იშისა და ბელგიელი ბენჟამენ ჰარმეგნიეს ორთაბრძოლაში გაირკვევა, მატიაშვილი კი პირველსავე წრეში მონღოლ ბაცუური ნამსრაიჯანთან მოსინჯავს ძალას.

შაბათს დიუსელდორფში 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები - კვირას ტურნირის დასრულების შემდეგ ჩვენები იქვე დარჩებიან ერთობლივ ვარჯიშებზე, სადაც ლაშა ტაველური და ბექა ღვინიაშვილიც (ორივე - 90) დაემატებიან, კვირის ბოლოს კი ნაწილი თბილისში დაბრუნდება, ნაწილიც პოლონეთში გადავა და 3-4 მარტს ვარშავაში ევროპის ღია თასზე იჭიდავებს. მათ რამდენიმე მოჭიდავე თბილისიდანაც დაემატება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი უზნაძემ ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - ლაშა ბრუნდება!

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა