დღეს ენდი როდიკი ისვენებს ამერიკის ერთ-ერთ პლაჟზე
დღეს ენდი როდიკი ისვენებს ამერიკის ერთ-ერთ პლაჟზე, პერიოდულად ხელში იჭერს გოლფის ჯოხს და სპორტის ახალ სახეობაში ცდილობს თავისი ოსტატობის დახვეწას. და სწორედ აქ ირკვევა, რომ მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ყველაფერი წესრიგში აქვს საჩოგბურთო რეიტინგის მხრივ, არადა, ენდი უკვე ნახევარი წელია გამოეთხოვა ჩოგბურთს.

ორშაბათს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, აშშ-ის ღია პირველობის 2003 წლის გამარჯვებულმა ATP-ის კლასიფიკაციაში ორი საფეხურით მაღლა აიწია (!!!). ამერიკელის “წარმატებას” ხელი შეუწყვეს სერბმა ვიქტორ ტროიცკიმ და რუსმა ნიკოლაი დავიდენკომ, რომლებმაც, შესაბამისად, ორი და ექვსი ადგილით დაიწიეს უკან.

ცხადია, რომ თანამედროვე რეიტინგი, რომელიც ბოლო 52 კვირის შედეგებს ითვალისწინებს, ნამდვილად არ არის სრულყოფილი. თუ თქვენ შეძლებთ წინა წელს მოპოვებული ტიტულის დაცვას, საუკეთესო შემთხვევაში შეინარჩუნებთ ქულების რაოდენობას და არაფერი მოგემატებათ. ყველაზე კურიოზული შემთხვევა მოხდა 2010 წლის აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ. კიმ კლაისტერსმა მოიგო ტურნირი და რეიტინგში ორი ადგილით დაქვეითდა - მესამედან მეხუთეზე (!!!). ეს იმიტომ, რომ ბელგიელმა მხოლოდ დაიცვა თავისი ტიტული და წინა წელს მოპოვებული ქულები, ვენუს უილიამსმა და ვერა ზვონარევამ კი დიდი პროგრესი (შესაბამისად, ნახევარფინალსა და ფინალში გავიდნენ) განიცადეს 2009 წელთან შედარებით.

სარეიტინგო კურიოზები ამით არ ამოიწურება. ერთხელ, ტრავმირებული სერენა უილიამსი ისე დაბრუნდა კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში, რომ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. გასულ კვირას, ვიქტორია აზარენკამ, როგორც იქნა, დაამარცხა უმცროსი უილიამსი და მოიგო დოჰას ტურნირი, მაგრამ მაინც დაკარგა პირველი ადგილი. ხოლო, როცა ბელარუსი კლასიფიკაციის უმაღლეს საფეხურზე იყო, სერენა კი ყველა ტურნირს იგებდა, სამართლიანად გაისმოდა შეკითხვა – რატომ არ იყო ამერიკელი პირველი ნომერი? ნუთუ ამისთვის საკმარისი არ იყო უიმბლდონის, ამერიკის ღია პირველობის, ოლიმპიადისა და წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგება?

2009 წელს, რეიტინგში ქულების დარიცხვის სისტემა ოფიციალურად შეიცვალა. ტურნირები უფრო მკაფიო გრადაციით დაყვეს. “დიდი სლემის” ტურნირებმა და “მასტერსებმა” ორჯერ მოიმატეს “ფასში” – 2000 და 1000 ქულა. ამასობაში, ATP-მ უარი თქვა საჩემპიონო რბოლაზე, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა წლის შემაჯამებელი ტურნირის მონაწილეთა სია. თუმცა, რეალურად, დასკვნით ტურნირზე ჩოგბურთელები წლის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით იღებენ მონაწილეობის უფლებას.

ცხადია, რომ ცვლილებები საჭიროა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ენდი როდიკი დაბრუნდა TOP40-ში. ლამაზი რიცხვია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წელს მამაკაცთა და ქალთა ასოციაციები თავიანთი არსებობის 40 წლისთავს აღნიშნავენ.

სხვათა შორის, როდიკი მაშინვე გამოეხმაურა შექმნილ სიტუაციას და უკვე გაგზავნა დოკუმენტები ATP-ში ტურიდან მისი “გარიცხვის” შესახებ. ახლა, მის რეიტინგს მომავალ კვირას ოფიციალურად გააუქმებენ.

მკაცრად დაისაჯნენ

საკმაოდ ძვირად დაუჯდათ ბელარუს ვიქტორია აზარენკასა და ამერიკელ სერენა უილიამსს ამ კვირას დუბაის ტურნირის გამოტოვება. ამ ჩოგბურთელებმა გასულ კვირას, დოჰას ტურნირის ფინალში ითამაშეს, რის შემდეგაც ტრავმა მოიმიზეზეს და საემირების კორტებზე აღარ გავიდნენ. ბელარუსმა მიზეზად ტერფის დაზიანება და დაღლილობა დაასახელა, ამერიკელმა - ზურგის ტრავმა.

მიუხედავად ამისა, WTA-მ საკმაოდ სოლიდური ჯარიმები გამოუწერა ჩოგბურთელებს: ვიქტორია 100 ათას გადაიხდის, სერენა - 50 ათასს. ბელარუსი მოთამაშისთვის ჯარიმა ორჯერ მეტია იმის გამო, რომ აზარენკამ ზედიზედ მეორედ თქვა უარი დუბაიში თამაშზე.

"უკეთესი იქნება, თუ სპორტსმენები ასე მკაცრად არ დაისჯებიან. როცა სერენა ვნახე, ის ძალიან შეწუხებული იყო იმის გამო, რომ თამაში ვერ შეძლო. მაგრამ გულშემატკივრებისაც გვესმის. ზოგიერთი ძალიან შორიდან ჩამოვიდა იმის გამო, რომ ვარსკვლავების თამაში ენახა. მაგრამ, ორივე ჩოგბურთელი დაგვპირდა, რომ მომავალ წელს ჩამოვა აქ სათამაშოდ. ასე რომ, დღეისთვის საკითხი დახურულია", - განაცხადა დუბაის ტურნირის დირექტორმა სალაჰ თალაქმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერენა უილიამსი: რეიტინგზე ყოველდღე არ ვფიქრობ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს