შოთა ჭანუყვაძე: პრობლემა მხოლოდ მე არ შემქმნია
საბჭოთა პერიოდში თბილისის "დინამოსა" და ბევრი წამყვანი კლუბის მოთამაშეები შეღავათებით სარგებლობდნენ. მათ ჯარში არ იწვევდნენ ან საამისოდ არსებობდა არმიის საფეხბურთო კლუბები, სადაც ვარჯიშისა და ფორმის შენარჩუნების მინიმალური საშუალება მაინც ჰქონდათ.

ცხადია, საქართველო პატარა ქვეყანაა და იმის ფუფუნების უფლება არ გააჩნია, ყველა სპორტსმენი სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან რომ დაიხსნას. რამდენიმე ქვეყანაში მკაცრი წესები მოქმედებს - მაგალითად, ისრაელსა და საბერძნეთში. ომარ თეთრაძე რუსეთის ნაკრების წევრი გახლდათ, მაგრამ წარმოშობით ბერძენი საბერძნეთის პასპორტსაც ფლობს და როდესაც სალონიკის პაოკ-ში ჩაირიცხა, სავალდებულო სამსახური შეახსენეს და ვარჯიშზე ჯარიდან დადიოდა.

მაგრამ ეს გამონაკლისებია. ქვეყნების უმრავლესობა გამორჩეულ სპორტსმენებს სავალდებულო სამსახურისგან ათავისუფლებს, რადგან ქვეყნის ინტერესი სპორტულ სარბიელზეც არის დასაცავი. საქართველოში კი ჯერ ეს ამბავი მოუგვარებელია. ჩვენი წერილი სწორედ ამას ეხება.

უკვე 4 წელია, რაც შოთა ჭანუყვაძე საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრია. 23 წლის ფეხბურთელს მალე ნაკრებთან ერთად შეკრება და ჰოლანდიაში გასამართი ელიტ რაუნდის მნიშვნელოვანი შეხვედრები ელის. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, ნაკრების ნაცვლად, ჯარში აღმოჩნდეს.

"საქართველოს ნაკრებში 2010 წლიდან სისტემატურად მიძახებენ. წლეულს ორჯერ ვიყავი მალტაზე, ტურნირიც ვითამაშე და შესარჩევის შეხვედრებიც. მაგრამ ახლა არ ვიცი, ნაკრების დახმარებას მოვახერხებ თუ არა.

საქმე ისაა, რომ ოთხი თვის წინ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა მივიღე. ასეთი წესია: ფოსტით მოგიტანენ უწყებას, რომელსაც ხელი უნდა მოაწერო და კომისარიატში გამოცხადდე. კომისარიატში ვიყავი და მითხრეს, რომ ჯარიდან გათავისუფლება მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა.

საქმეში ჩაერთო ფუტსალის ასოციაცია, მიმართა სპორტის სამინისტროს, რომელმაც პრეზიდენტს შესაბამისი წერილი გაუგზავნა, მაგრამ 4 თვეა, რაც არაფერი ისმის, არც თანხმობა და არც უარი.

ამ დღეში მარტო მე არ ვარ. იგივე პრობლემა ფუტსალის ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრსა და კანდიდატს შეექმნა - ზურაბ ლუკავას და რატი ხოსრუაშვილს, რომლებმაც პორტუგალიასთან მოგებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

მე რაც ვიცი, მსგავსი დაბრკოლება ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთ წევრსაც ჰქონდა: თემურ ქეცბაიამ გამოიძახა, მაგრამ შეკრების პერიოდში ჯარში გაიწვიეს და ნაკრებში ვერ გამოცხადდა.

ნაწილობრივი გამოსავალი არსებობს, 2000 ლარს გადავიხდი და დროებით არ წავალ, მაგრამ, მალე მაინც გამიწვევენ და ისევ ამ პროცედურის გავლა მომიწევს. გვერდში მიდგას ჩემი გუნდის, თსუ-ს ხელმძღვანელობა, ნაკრების მენეჯერი, მთავარი მწვრთნელი, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი და სპორტის მინისტრი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიქცე", - ამბობს ჭანუყვაძე.

ახალგაზრდა ფეხბურთელს კლუბზეც ველაპარაკეთ. "ლელოს" მკითხველს ეცოდინება, რომ საქართველს ჩემპიონატის ორი ტური თსუ-მ არ ითამაშა. მიზეზი ისაა, რომ გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა, მაგრამ ჭანუყვაძე ამბობს, რომ თსუ არ იშლება:

"ჩვენ შეგუებულები ვიყავით, რომ გუნდი იშლებოდა. მაგრამ გადავრჩით, სეზონის ბოლომდე დაგვაფინანსებენ და ჩემპიონატს დავასრულებთ. მერე რა მოხდება, წარმოდგენა არ მაქვს. თუმცა, იმედს არ ვკარგავ.

თსუ ჩვენს ფუტსალში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და იმედია, მის მომავალზე კვლავაც იზრუნებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

karlo
მესმის ამ ბიჭის,ისეთი პოლიტიკა იყო აქამდე რომ არც სპორტი უნდოდათ და არც კულტურა,ჯერ ისედაც რა დღეშია ერთიც და მეორეც და ახლა კიდე უარესი გახდება :(((ეს არის რეალობა,ჯარში წასვლა რომ შველოდეს საქმეს ყველა წავიდოდა ბავშვიც და ქალიც......ამიტომ სპორტის და კულტურის წარმომადგენლები შეღავათით უნდა სარგებლობდნენ...
gio
მერე არასწორია ნიჰათი თუ გაიწვიეს ეს თურქეთისთვის არის ცუდი, მინდორზე უფრო მეტის გაკეტება შეეძლო ქვეყნისთვის ვიდრე ავტომატით ხელში.ამ ბიჭის შემთხევვაში რა პრობლემაა ვერ გამიგია ხო არ იძახის რომ არ წავალ ჯარში არასდროსო? ესეთი ელემენტარული შეღავათი ნაკრების წევრისთვის ისე უნდა გაეკეთებინათ, რომ არ გაბაზრებულიყო ესეტი მაშტაბით, სირცხვილია რა.
WWW
ფეხბურთელი კი არა ვინც გინდა ის იყოს ჯერ ჯარი და მერე ბურთაობა ეგეც ვარსკლავებს არ ეთამაშებოდეს სუ ერთი და იგივე ხალხს რო ეძახიან ომში და უბედურებაში ეგრე არ არის ყველამ უნდა დაიცვას ქვეყანა და თუ თავის სამშობლო არ უყვარს მაგის გულშემატკივრის დედა ვატირე
megi10
ბაჩან ოლეგიჩ )) მოკლედ გასაგებია რომ ყველამ უნდა მოიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახური, თქვენც ალბათ ფრენით გაფრინდით ერთ დროს ჯარში.))))) აქ სხვა რამეზეა საუბარი, ახლაგზარდა ბიჭია, რომელმაც ეხლა უნდა ითამაშოს და არ დაკარგოს თავისი შესაძლებლობები. ისედაც ყველასგან მიგდებული და მიყრუებულია ეს სპორტის სახეობა სადაც ასპარეზობს, ნაკრებში 30 კაციდან არჩევენ ფეხბურთელებს, ერთი ფეხბურთელის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან განთავისუფლება არ უნდ აიყოს პრობლემა, როდესაც თავის სპორტულ კარიერას დაანებებს \თავს, აუცილებლად მოიხდის ვალდებვულობას სამშობლოს მიმართ დარწუმნებული ვარ, უბრალოდ ეხლა ყველამ უნდა შეუწყოს ხელი რომ სპორტს არ ჩამოშორდეს.
daviit
ხომ მარა წელიწად ნახევარი რომ ვიმსახურებთ ჯარში მერე გუნში ვინღა აგვიყვანს წელიწად უთამაშებელი,ყველა ქვეყანაშია კანონები სპორცმენებზე,მეც ანალოგიური სიტუაცია მაქვს თურქეთში ვთამაშობ როგორია ჩამოხვიდე და მერე ერთი წლის მერე გუნში არავინ აგიყვნას უთამაშებელს. მაგრამ ჩვენ ხომ გამორჩეული ერი ვართ...შეგზიზღდება კველაფერი რა. რა მოტივაციით უნდა წავიდე ჯარში როდესაც კარიერა გენგრევა უარს არ ვამბობ ჯარზე წასვლაზე.თურქეთში არის კანონი როდესაც 37 წლისები მიყავთ ჯარში დამტავრე კარიერა და წადი მერე ოგონდ 5 თვით მიყევხარ ხელს გიწყობენ , მითუმეტეს როდესაც საზღვარგარეთ ხარ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თავის ხალხზე და როდესაც კონტრაქტი გაქვს დარღვევისთვის ტუ გადაიხდიან 150 000 ამერიკულ დოლარს მაშინ უპრებლემოდ ჩამოვალ...150 000 დოლარი უნდა გადავიხადო პლუს კარიერა ინგრევა რომელსაც მთელი ცხოვრება შევწირეთ და მერე საქართველოს უნდა ვესახუროთ ვალებში ???
nanuli
მართლაც აუცილებელია მიიღონ რაღაც ზომები. ყველას არ აქვს შესაძლებლობა 2000 ლარი გადაიხადოს. სპორტსმენი რომ ჯარში წავა ის ხომ კარგავს თავის მომავალს მერე. გთხოვთ ვინმემ დაეხმაროთ სპორტსმენებს ამ საკითხის მოგვარებაში
bachan olegich
თურქეთში ნიჰათი ლამის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნეს ჯარი უწევდა :D მაგანაც მოიხადა უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო. ჩვენთანაც სავალდებულოა და ამ ბიჭსაც მოუწევს წასვლა მიუხედავად მაგის ფეხბურთელი რო არის. თუ სავალდებულოა ყველასთავის სავალდებულო იყოს და მართო იმათთვის არა ვისაც არგვაქვს ეგეთი საპრივილეგიო ფეხბურთის ფედერაციები თუ სხვა დაწესებულებები
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს