ძიუდოს აკადემიაში ახალგაზრდა "თავისუფალთა" საქართველოს ჩემპიონატი დამთავრდა
ძიუდოს აკადემიაში დამთავრდა ახალგაზრდა "თავისუფალთა" საქართველოს ჩემპიონატი.

პირველის მსგავსად, გუშინდელმა დღემაც საინტერესო ორთაბრძოლებში ჩაიარა და ახალი კადრებიც ბევრნი გამოჩნდნენ

თუმცა 22 თებერვალს ახალგაზრდული ნაკრების ძველმა ლიდერებმაც ისახელეს თავი და გაამართლეს ფავორიტის იმიჯი.

მაგალითად, მძიმე წონაში კვლავაც შეუდარებელი იყო გენო პეტრიაშვილი, ვინც ამ სეზონში ქვეყნის ჩემპიონი უფროსებშიც გახდა.

ფინალში არც გია ბადაშვილი იყო ჯაბანი, მაგრამ პეტრიაშვილი მაინც სხვა დონეა და მეტოქე ბეჭებით გააკრა ხალიჩას.

მანამდეც ყველაფერი გამოსდიოდა - ჩოქბჯენშიც იოლად ჩაიყვანა, თავისუფლადაც დაატრიალა და თავსაც კარგად იცავდა. უფროსთა პირველობის არ იყოს, პეტრიაშვილმა ახლაც ძალზე ჭკვიანურად და დაკვირვებით იჭიდავა.

ნაკრების ძველი სახეა 84-ში გამარჯვებული ლევან გოგრიჭიანიც. მან წინასწარ შეხვედრებშიც კარგად იასპარეზა და ტექნიკური, უხვქულიანი ჭიდაობით დაგვამახსოვრა თავი.

ფინალშიც ისე ჩანდა, რომ, როცა დასჭირდა, მაშინ მოიპოვა ქულა - პირველ პერიოდში ბექა როჭიკაშვილმა ანგარიში გაუთანაბრა, მაგრამ დარჩენილ რამდენიმე წამში იძალა და ძალისმიერი ორთაბრძოლით, წრიდან გაყვანით მაინც მოიპოვა მომგებიანი ქულა.

22 თებერვალს ისევ გამოიჩინეს თავი ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა თუ იქიდან ახალგადმოსულებმა - ბექა ბუჯიაშვილმა, რამაზ დარჩიძემ (ორივე - 55), დავით ბუზიაშვილმა, ომარ გურჯიძემ, ტარიელ გაფრინდაშვილმა (ყველა - 66).

ძალიან საინტერესო იყო გურჯიძისა და გაფრინდაშვილის პაექრობა, რომელშიც გაფრინდაშვილმა კი იმარჯვა, მაგრამ გურჯიძესაც ქების მეტი არაფერი ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ორივე ჯერ ისევ ჭაბუკთა ნაკრების წევრია.

ტურნირის დასრულების შემდეგ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი გოგშელიძეს გავესაუბრეთ, რომელიც პირველ ტურნირს ატარებდა ახალ ამპლუაში. "ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და, საბედნიეროდ, სპორტული მხარეც კარგი იყო.

ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოდის, ვისთანაც კარგი მუშაობის შედეგად შესაძლებელია ევროპისა და მსოფლიოს პირველობების მედლების მოპოვება, თუმცა ზოგიერთ წონაში საამისოდ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.

დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდება. ცხადია, რამდენიმე სპორტსმენი უფრო მეტად მომეწონა, მაგრამ კონკრეტულად არავის დავასახელებ. იმედია, შრომას არ დაიზარებენ და კიდევ უფრო მოუმატებენ.

24 თებერვალს ბაკურიანში მივდივართ შეკრებაზე, იქიდან დაბრუნებულები კი რიგაში წავალთ საერთაშორისო ტურნირზე.

ამის შემდეგ ცოტას დავისვენებთ და ევროპის პირველობისთვის მზადებასაც დავიწყებთ - ჯერ ისევ ბაკურიანში გავივლით შეკრებას, მერე ზღვაზე გვინდა წასვლა, რასაც ბორჯომი მოჰყვება" - გვითხრა მან.

კვარცხლბეკი

55 კგ. 1. ბექა ბუჯიაშვილი (გორი); რამაზ დარჩიძე (აჭარა); 3. გიორგი ბრეგაძე, თორნიკე ღლონტი (ორივე - ქუთაისი).

66 კგ. 1. დავით ბუზიაშვილი (ხაშური); 2. კახა ელბაქიძე (გორი); 3. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი), ომარ გურჯიძე (ქუთაისი).

84 კგ. 1. ლევან ანზორის ძე გოგრიჭიანი (თბილისი); 2. ბექა როჭიკაშვილი (საგარეჯო); 3. გიორგი ჩხარტიშვილი (თბილისი), საბა დეკანოიძე (საჩხერე).

120 კგ. 1. გენო პეტრიაშვილი (გორი); 2. გია ბადაშვილი (ყაზბეგი); 3. ლევან თენგიზის ძე გოგრიჭიანი, ზურაბ აქუბარდია (ორივე - თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა