ქართველმა დიდოსტატმა ფრანგულ როშფორში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა
ქართველმა დიდოსტატმა დავით ჯოჯუამ შესანიშნავად იასპარეზა ფრანგულ როშფორში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე - დაუმარცხებლად განვლო შეჯიბრება და 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

22 თებერვალს ბოლო ტურში იგი თეთრი ფიგურებით სომეხ სამველ ტერ-საჰაკიანს დაუზავდა.

ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ ვლად-კრისტიან ჟიანუ (რუმინეთი) და კარენ გრიგორიანი (სომხეთი), ინდოელმა კორე აკშაირაჯმა ბულგარელი ნიკოლაი ნინოვი დაამარცხა.

ამდენად, 9 შესაძლებლიდან 7 ქულით მთავარი პრიზი (1.000 ევრო) დავით ჯოჯუამ დაიმსახურა.

6.5-6.5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილები გრიგორიანმა, ჟიანუმ, ტერ-საჰაკიანმა და აკშაირაჯმა გაიყვეს.

საქართველოს ექსჩემპიონი თორნიკე სანიკიძე დრაგონ-ნიკოლა დუმიტრაკეს (რუმინეთი) მშვიდობიანად დაშორდა და 5.5 ქულით მე-8 ადგილს დასჯერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა