"ვალენსიას" გამოცდილმა ვინგერმა ვისენტემ "მალიორკასთან" მარცხი სათამაშო სქემის შეცვლას დააბრალა. შეგახსენებთ, რომ შაბათს "ვალენსიამ" "მესტალიაზე" 1:2 წააგო "მალიორკასთან". ამ შეხვედრაში უნაი ემერიმ გუნდი ტრადიციული 4-2-3-1-ის ნაცვლად 4-3-3 სისტემით ითამაშა.

"ვალენსიას" გამოცდილმა ვინგერმა ვისენტემ "მალიორკასთან" მარცხი სათამაშო სქემის შეცვლას დააბრალა. შეგახსენებთ, რომ შაბათს "ვალენსიამ" "მესტალიაზე" 1:2 წააგო "მალიორკასთან". ამ შეხვედრაში უნაი ემერიმ გუნდი ტრადიციული 4-2-3-1-ის ნაცვლად (რომლითაც "ღამურები" ლიდერობდნენ) 4-3-3 სისტემით ითამაშა. ვისენტემ აღნიშნა, რომ გაოცდა, როცა ემერიმ ამ ცვლილებას მიმართა - "მალიორკასთან" შეხვედრაში ბასკმა სპეციალისტმა სამი ნახევარმცველის წინ 3 შემტევი გამოიყვანა: პაბლო ერნანდესი, რობერტო სოლდადო და ვისენტე. "გამიკვირდა, როცა ასეთი ტაქტიკით ვითამაშეთ. საშინაო მატჩებში ასე არასოდეს გვითამაშია და, ჩემი აზრით, სწორედ ამის გამო ვერ მივაღწიეთ წარმატებას "მალიორკასთან". ჩვენ ბევრჯერ გვიმსჯელია 4-3-3-ზე, მაგრამ, ფაქტია, ეს სისტემა ვერ ამართლებს გუნდში, თუმცა ამას მწვრთნელი წყვეტს და ჩვენც ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ მას. არ უნდა დავუკარგოთ დამსახურება "მალიორკასაც" - მათ მაღალი და კარგი მცველები ჰყავთ, რომელთაც ყველა სახიფათო პასი გააუვნებელყვეს", - განაცხადა ვისენტემ, რომელსაც "ვალენსიასთან" ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უსრულდება, თუმცა ფეხბურთელი ჯერ ახალ კონტრაქტზე ან სავარაუდო ტრანსფერზე არ ფიქრობს: "მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მთლიანად კონცენტრირებული თამაშზე ვარ. რა თქმა უნდა, "ვალენსიაში" თამაში მომავალშიც მუსრს, მაგრამ დრო გვიჩვენებს, რა მოხდება".

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა