"ბორჯღალოსნებმა" ევროპის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს ორი ლელო დაუდეს
23 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, სოჭში, რუსეთის ეროვნულ გუნდთან ევროპის ერთა თასის გათამაშების მესამე ტურის მატჩი გამართა და ანგარიშით 23:9 გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნებმა" შეხვედრის პირველი წუთები აქტიურად კი დაიწყეს, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ მასპინძლები ადვილად არაფრის დათმობას აპირებდნენ და მეტწილად, ქართველი მორაგბეების უხეში შეცდომების ხარჯზე, ახერხებდნენ ხიფათის შექმნას.

ანგარიში სწორედ რუსეთის ნაკრებმა გახსნა. მე-7 წუთზე იგორ კლუჩნიკოვმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:0.

გათანაბრება "ბორჯღალოსნებმა" ხუთიოდე წუთში მოახერხეს - მერაბ კვირიკაშვილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა - 3:3.

ამის შემდეგ ქართველების მცდელობებს შედეგი არ მოჰყვებოდა, სამაგიეროდ ზედიზედ ორი საჯარიმოს დარტყმის შესრულების უფლება მასპინძლებმა მიიღეს, თუმცა იმავე კლუჩნიკოვმ 19-ე და 24-ე წუთებზე მიზანი ვერ გაასწორა.

27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში წინ გასვლა შეძლო - "მეკომ" საჯარიმო კვლავ ზუსტად დაარტყა - 3:6.

ეს იყო და ეს, პირველი ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს გათანაბრება საჯარიმოთივე შეეძლოთ - კლუჩნიკოვმა კიდევ ერთხელ დააღალატა თავისიანები.

შესვენების შემდეგ კვლავ რუსებს მიეცათ საჯარიმოს შესრულების უფლება, თუმცა ამჯერად სხვამ - სერგეი იანუშკინმა აიღო საკუთარ თავზე დარტყმა, თუმცა ვერც მან ივარგა.

62-ე წუთისთვის ქართველ მორაგბეთა იერიშის შეჩერება მასპინძლებმა ჯარიმით შეძლეს - 22-მეტრიანი ხაზის სიახლოვედან "მეკომ" დაჰკრა, მაგრამ ააცილა. სამიოდ წუთში კი ლაშა ხმალაძემ კარგად გაჭრა მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი, წამოეხმარნენ მას მამუკა გორგოძე და თედო ზიბზიბაძე, საბოლოოდ კი ვიქტორ კოლელიშვილმა ლოლო დადო.

კვირიკაშვილის გარდასახვა ზუსტი იყო - 3:13, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მალევე საჯარიმოთი ანგარიშის შემცირების შანსი იანუშკინმა ვერ გამოიყენა. ტაიმის შუაწელს კონსტანტინე მიქაუტაძე გააძევეს, მალევე კი მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს - იანუშკინმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 6:13.

72-ე წუთისთვის საქართველოს ნაკრებს მორიგი 3 ქულა კვირიკაშვილმა საჯარიმოთი მოუტანა, სამი წუთის შემდეგ კი ალექსეი შერბანმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა - 9:16.

მატჩის მიწურულს, მეტოქის 22-იან ხაზთან ჩვენი დერეფნის მოგების შემდეგ, მოკლე ფრთაზე კოლელიშვილი გაიჭრა, იერიში კი დავით ქუბრიაშვილმა ლელოთი დაასრულა. კვრიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რითაც მატჩის ბედი იქვე გადაწყვიტა - 9:23.

შეხვედრის ბოლო წუთებში მასპინძლებმა იძალეს, თითქოს ახლოსაც იყვნენ ლელოს დადებასთან, მაგრამ "მეკომ" ბრწყინვალედ აღკვეთა იერიში და საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში მესამე გამარჯვება მიითვალა.

"ბორჯღალოსნები" რუსთა გუნდს თექვსმეტჯერ ეთამაშნენ. აქედან 14 მატჩი ქართველებმა მოიგეს, ერთი წააგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.

ამრიგად, კვლავაც გრძელდება 20-წლიანი ტრადიცია - რუსებს "ბორჯღალოსნებისთვის" 1993 წლის შემდეგ არ მოუგიათ. საქართველოს და რუსეთის ნაკრებებმა ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 17-ჯერ ითამაშეს, საიდანაც "ბორჯღალოსნებმა" 15 მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ერთხელ დამარცხდნენ.

<object width="560" height="315" data="http://www.youtube.com/v/wsNOg1PLOQk?version=3&hl=en_US&rel=0" type="application/x-shockwave-flash"> <param name="allowFullScreen" value="true" /> <param name="allowscriptaccess" value="always" /> <param name="src" value="http://www.youtube.com/v/wsNOg1PLOQk?version=3&hl=en_US&rel=0" /> <param name="allowfullscreen" value="true" /> </object>

gio
მეამაყებით !!! გაიხარეთ და წარმატებები !!!!! წაგვიგია დასანანი თამაშები მაგრამ ყოველთვის საამაყოები ხართ
irina
მიყვარხართ ერის ღირსეულო შვილებო
giorgi
თქვენ მართლა გმირები ხართ,სიტყვებს ვერ ვპოულობ სიხარულის გამოსახატად,ერთი თხოვნა მაქვს ეგებ ფეხბურთელებს რამე აუხსნათ,თავდადებაზე ან თუნდაც თავმოყვარეობაზე.
nodo tatishvili
გილოცავთ ყველას! ბესო ჯანგავაძეს მინდა ვთხოვო მილტონს შეეკითხოს დათუნაშვილს თოდუას და ხინჩაგიშვილს რატომ არ იძახებს დიდი მადლობა წინასწარ ბესო ჯანგავაძე
tengiz berishvili
gilocavt gamarjvebas sakartvelo axali zelandia 2013 celi
Gia
დათუნაშვილი გვაკლია მაგრად!! დღეს ძალიან სუსტი იყო მეორე ხაზი როგორც ბოლო ორ თამაშზე !!!!!!!!!
dante
ვამაყობ თქვენით, იმედია რუსებს ამ საუკუნეში გამარჯვება არ ეღირსებათ.
glaxuna
ერის უმამაცესი შვილები ხართ ბიჭები!!! მთელი რაგბის სამყარო...საამაყოები ხართ!!!
თესდორე
მ ა ლ ა დ ე ც ბ ი ჭ ე ბ ო . . . . . .
me
ქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიყვარხართ.როგორ ვგრძნობ და ვხედავ ხოლმე თამაშისას,რომ თვითოეული ქართველისთვის იბრძვით.თქვენ გინდათ რომ მე თქვენით ვიამაყო....ვ ა მ ა ყ ო ბ...........
123
თქვენ გაიხარეთ და თქვენმა ჯიშმა და ჯილაგმა იმრავლოს. უფლის მადლი გფარავდეთ, ქართული გენი გემრავლებინოთ
Dato

jabega
ჯიგრები ხართ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა