ფაჩულია გახდა ერთადერთი კალათბურთელი "ატლანტას" ისტორიაში, რომელმაც 1 მეოთხედის მანძილზე მეტოქის ფარზე 7 ბურთი მოხსნა
ქართველი ცენტრი "ატლანტა ჰოუქსის" ისტორიაში შევიდა. ზაზა ფაჩულია NBA-ს ამ დიდი ტრადიციების მქონე გუნდის რეკორდსმენი გახდა.

24 თებერვალს, გამთენიისას გამართული მატჩის შემდეგ ფაჩულია გახდა ერთადერთი კალათბურთელი "ატლანტა ჰოუქსის" ისტორიაში, რომელმაც 1 მეოთხედის მანძილზე მეტოქის ფარზე 7 ბურთი მოხსნა.

ზაზამ ეს საოცარი შედეგი მეორე 12-წუთეულში შეძლო. საბოლოო ჯამში კი მან 11 მოხსნა მოაგროვა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - მთავარია, რომ 1 პერიოდში მეტოქის ფარზე განხორციელებული 7 მოხსნიოთ ფაჩულია "ატლანტა ჰოუქსის" ისტორიაში შევიდა.

თავად მატჩი თრილერი გამოდგა და რაც მთავარია, ატლანტელთათვის წარმატებით დასრულდა. ეს იყო პირველი შეხვედრა "ჰოუქსის" 6-მატჩიანი გასვლითი ტურნისა, რომელიც ფაჩულიას გუნდმა მილუოკიში გამართა.

ბოლო მეოთხედში ატლანტელები 10 ქულით აგენდნენ, მაგრამ მოახერხეს და ბოლო წუთზე დაწინაურდნენ. საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე მონტა ელისმა მასპინძლები კვლავ დააწინაურა - 102:101.

ბოლო შეტევაში "ატლანტამ" კარგი კომბინაცია გაათამაშა, დევინ ჰარისმა კარგი პასი მიაწოდა ალ ჰორფორდს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მის წინ ლიგის საუკეთესო დამფარებელი, მილუოკელი ლარი სანდერსი იდგა, ალე-იუპით გამარჯვების ბურთი ჩააგდო - 103:102.

ფაჩულია ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 20 წუთი გაატარა.

ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, შესაბამისად 3 ქულა დააგროვა, რასაც ზემოთნახსენები 11 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა.

ქულებით ვერა, მაგრამ დაცვაში ზაზამ უდიდესი სამსახური გაუწია ატლანტელებს. ფაჩულიამ ამ შეხვედრაში ტექნიკური ჯარიმაც მიიღო, ოღონდ მასთან მოკამათე მილუოკელი ბებეი ცენტრი სამუელ დალამბერიც ანალოგიურად დასაჯეს.

მატჩის შემდეგ ფაჩულიამ კომენტარიც გააკეთა: "მას მე ვუთხარი, რომ ჩემი გუნდის რეკორდი მოვხსენი მეოთხედში მეტოქის ფარზე მოხსნილი 7 ბურთით. მისი რეაქცია მიუღებელი იყო. ის გაშმაგდა და მცირე გაუგებრობაც ამან გამოიწვია".

ატლანტელებს 31 მოგება და 23 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე არიან, თუმცა უკვე ერთი მოგებაღა აშორებთ მე-5 "ჩიკაგო ბულსთან" მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 25 თებერვალს, დეტროიტში გამართავს.

gbf.ge

ნინო
წარმატებები ზაზა :*
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა